საქართველო

საქართველო

მსოფლიო რეიტინგი #12

"იტალიის 6 ერში დარჩენა მხოლოდ ფულისთვისაა კარგი, დროა სხვებმაც მიიღონ შანსი" - The Times
"იტალიამ საქართველოს მოუგო და დაამტკიცა, რომ დანარჩენ გუნდებს შორის საუკეთესოა" - მარიუს გუსენი
"კლერმონის" ლეგენდამ დავით ზირაქაშვილი დააფასა
2020 წელს სანაკრებო მატჩები აღარ გაიმართება?
პატარძეულის "ვეფხვები" საქველმოქმედო აქციაში ჩაერთო [+ფოტოკოლაჟი]
"ტულონის" ფანებმა საუკეთესო ახალწვეულები გამოავლინეს - გიგაშვილი რჩეულთა შორისაა
სამხრეთ აფრიკაში ახალ ტურნირზე მუშაობენ - საქართველოსთან მატჩი, შესაძლოა, გაუქმდეს
Rugby'O'Top-მა მამუკა გორგოძეს ახალი, ბრწყინვალე ვიდეო მიუძღვნა
დავით ზირაქაშვილი: "კარიერის ბევრნაირი დასასრული წარმომედგინა, მაგრამ არა ასეთი"
მამუკა გორგოძემ "მონპელიეს" ლეგენდარული თხუთმეტეული შეადგინა და თანამემამულეც დააფასა
საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბურჯი მელელოვეები
10 ქართველი მორაგბე, რომელთაც ტოპ 14-ში 100-ზე მეტი მატჩი აქვთ ჩატარებული
საქართველოს ნაკრების გამორჩეული მომენტები 2015 წლის მსოფლიო თასიდან [VIDEO]
მამუკა გორგოძის ბრწყინვალე კარიერა ციფრებში
"იუნკერები" საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მოხალისეებს შეუერთდნენ
აშშ-ის ნაკრების მთავარი მწვრთნელი საქართველოსთან მატჩს აანონსებს
ლევან მაისაშვილი: "ჩვენი პრობლემები მოთამაშეების 20-წლამდელთა ნაკრებიდან წასვლის შემდგომ იწყება"
სამხრეთ აფრიკამ საქართველოს და არგენტინის 20 წლამდე ნაკრებებთან დაგეგმილი მატჩები გააუქმა
საქართველოს ნაკრებს მეოთხე ცენტურიონი ეყოლება
ოფიციალურად: საქართველო - რუსეთი უმაყურებლოდ ჩატარდება
ორი ქართული ლელო რაგბი ევროპის მეოთხე ტურის ტოპ ხუთ ლელოში [VIDEO]
ბექა საღინაძის ლელო პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ [VIDEO]
ბორჯღალოსნები პორტუგალიასთან მატჩისთვის პარიზში ემზადებიან
ილია კაიკაციშვილი: "გრენობლს ტოპ 14-ში თამაშის უფრო დიდი ამბიცია და გამოცდილება აქვს"
ნოემბრის ტესტები: საქართველოს ნაკრები ფიჯის უმასპინძლებს?
ბექა გორგაძე: "ამ ტვირთს სრული პასუხისმგებლობით ვიღებ"
ლევან მაისაშვილი: "ვეცდებით საინტერესო და ლამაზი თამაში ვაჩვენოთ"
საქართველო VS ბელგია: ურთიერთშეხვედრების ისტორია
ვახტანგ ჯინჭარაძემ "პერპინიანთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
ქუთაისის "აიას" და მისი სპონსორის სამაგალითო ინოვაცია დიდ 10-ში

შემადგენლობა

ჯაბა ბრეგვაძე

ამპლუა: კვაჭი

ასაკი: 32

კეპი: 54

შალვა მამუკაშვილი

ამპლუა: კვაჭი

ასაკი: 28

კეპი: 68

ვანო კარკაძე

ამპლუა: კვაჭი

ასაკი: 19

კეპი: 3

მიხეილ ნარიაშვილი

ამპლუა: მარცხენა ბურჯი

ასაკი: 29

კეპი: 56

გურამ გოგიჩავილი

ამპლუა: მარცხენა ბურჯი

ასაკი: 21

კეპი: 6

ლევან ჩილაჩავა

ამპლუა: მარჯვენა ბურჯი

ასაკი: 28

კეპი: 49

გიორგი მელიქიძე

ამპლუა: მარჯვენა ბურჯი

ასაკი: 23

კეპი: 14

ბექა გიგაშვილი

ამპლუა: უნივერსალი ბურჯი

ასაკი: 26

კეპი: 9

კონსტანტინე მიქაუტაძე

ამპლუა: მეორე ხაზი

ასაკი: 28

კეპი: 59

გიორგი ნემსაძე

ამპლუა: მეორე ხაზი

ასაკი: 34

კეპი: 92

მამუკა გორგოძე

ამპლუა: მეორე/მესამე ხაზი

ასაკი: 35

კეპი: 71

შალვა სუთიაშვილი

ამპლუა: მეორე/მესამე ხაზი

ასაკი: 35

კეპი: 77

ლაშა ლომიძე

ამპლუა: მეორე/მესამე ხაზი

ასაკი: 27

კეპი: 46

ოთარ გიორგაძე

ამპლუა: მესამე ხაზი

ასაკი: 23

კეპი: 21

ბექა საღინაძე

ამპლუა: მესამე ხაზი

ასაკი: 20

კეპი: 5

გიორგი თხილაიშვილი

ამპლუა: მესამე ხაზი

ასაკი: 28

კეპი: 51

ბექა გორგაძე

ამპლუა: მესამე ხაზი

ასაკი: 23

კეპი: 19

ვასილ ლობჟანიძე

ამპლუა: ჰავბექი

ასაკი: 22

კეპი: 45

გელა აფრასიძე

ამპლუა: ჰავბექი

ასაკი: 21

კეპი: 17

გიორგი ბეგაძე

ამპლუა: ჰავბექი

ასაკი: 33

კეპი: 65

თედო აბჟანდაძე

ამპლუა: მგეზავი

ასაკი: 20

კეპი: 9

ლაშა ხმალაძე

ამპლუა: მგეზავი და ფულბექი

ასაკი: 31

კეპი: 75

ლაშა მალაღურაძე

ამპლუა: მგეზავი და შუამარბი

ასაკი: 33

კეპი: 92

მერაბ შარიქაძე

ამპლუა: შუამარბი

ასაკი: 26

კეპი: 63

დავით კაჭარავა

ამპლუა: შუამარბი

ასაკი: 34

კეპი: 116

თამაზ მჭედლიძე

ამპლუა: შუამარბი

ასაკი: 26

კეპი: 53

გიორგი კვესელაძე

ამპლუა: შუამარბი

ასაკი: 21

კეპი: 19

ზურაბ ძნელაძე

ამპლუა: გარემარბი და შუამარბი

ასაკი: 25

კეპი: 9

ალექსანდრე თოდუა

ამპლუა: გარემარბი

ასაკი: 31

კეპი: 79

მირიან მოდებაძე

ამპლუა: გარემარბი და ფულბექი

ასაკი: 21

კეპი: 10

სოსო მათიაშვილი

ამპლუა: გარემარბი და ბულბექი

ასაკი: 26

კეპი: 19


საქართველოში რაგბის კავშირი 1964 წელს ჩამოყალიბდა, რომელიც 1991 წლამდე საბჭოთა სოციალისტური სახელმწიფოს რაგბის კავშირის დაქვემდებარებაში შედიოდა. ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ კი 1991 წლის 27 მაისიდან რაგბის კავშირიც დამოუკიდებელ ორგანოდ ჩამოყალიბდა, რასაც 1992 წელს მსოფლიო რაგბში გაწევრიანება მოჰყვა. საქართველოს ნაკრების სიმბოლო ბორჯღალია, ზედმეტსახელი კიბორჯღალოსნები”. საქართველოს ნაკრები 2000 წლიდან მონაწილეობს ევროპის ერთა თასზე და ამ დროის განმავლობაში ტურნირის მოგება 12-ჯერ მოახერა.

საქართველო მსოფლიო თასებზე

პირველი ორი მსოფლიო თასის პერიოდში საქართველო საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შედიოდა და შესაბამისად ტურნირზე მონაწილეობა არ მოუღია, მომდევნო ორ შემთხვევაში კი მსოფლიო თასზე მოხვედრა უბრალოდ ვერ მოახერხა. “ბორჯღალოსნებისმსოფლიო თასზე გამოსვლა 2003 წლიდან იყწება, მაშინ ჩვენმა ნაკრებმა ჯგუფში ყველა მატჩი წააგო და ბოლო ადგილი დაიკავა. 2007 წელს საფრანგეთში გამართულ მსოფლიო თასზე ქართველებმა ისტორიაში პირველი გამარჯვება ნამიბიის წინააღმდეგ მოახერხეს ანგარიშით 30:0 და ჯგუფში მეოთხე ადგილი დაიკავეს.

კვლავ ერთი თამაში მოვიგეთ და მეოთხე ადგილზე გავედით 2011 წელსაც, სადაც რუმინეთი დავამარცხეთ ანგარიშით 25:9. “ბორჯღალოსანთათვისყველაზე წარმატებული 2015 წელს ინგლისში გამართული მსოფლიო თასი გამოდგა. საქართველომ დაამარცხა ტონგა და ნამიბია და ისტორიაში პირველად მოიგო ჯგუფში ორი თამაში, რისი წყალობითაც მე-3 ადგილზე გავიდა და ავტომატურად მოიპოვა წლევანდელ მსოფლიო თასზე მონაწილეობის უფლება. წელს ჩვენი გუნდი ჯგუფში იასპარეზებს სადაც მისი მეტოქეები ავსტრალია, უელსი, ფიჯი და ურუგვაი იქნებიან.

დღევანდელი მდგომარეობა

ქართულ რაგბს უახლოეს მომავალში ორი უმთავრესი მიზანი აქვს: 6 ერში შესვლა და ფრანჩიზის შექმნა, რომელიც ძლიერ საკლუბო ჩემპიონატში ითამაშებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, პროგრესი გაგვიჭირდება.

ბოლო წლებია, საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატზე გადახალისებული შემადგენლობით ასპარეზობს და პრობლემა ერთადერთხელ შეექმნა, როდესაც 2017 წელს ბუქარესტში რუმინეთთან 7:8 დამარცხდა. დანარჩენ შემთხვევებში, მილტონ ჰეიგის გუნდი ამ დონეზე უშეცდომოა.

წელს ჩვენმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატი უპრობლემოდ მოიგო, შემდეგ ხანგრძლივი შეკრება გაიარა, რომელშიც უდიდესი ყურადღება ფიზიკურ მომზადებას დაეთმო, ხოლო მოსამზადებელი ეტაპის დასკვნით სტადიაში სამი ტესტ-მატჩი გამართა, რომლებშიც „ბორჯღალოსნების“ თამაში აშკარად უკეთესის სურვილს ტოვებდა.

მილტონ ჰეიგის გუნდმა პირველ გასახურებელ მატჩში სამხრეთ აფრიკული „საუზერნ კინგსი“ ბრძოლაში 24:20 დაამარცხა, შემდეგ კი შოტლანდიასთან შინაც (10:44) დამარცხდა და სტუმრადაც (9:36).

საქართველოს ნაკრების მიზანი წლევანდელ მსოფლიო თასზე, გასულ პლანეტის პირველობაზე ნაჩვენები შედეგის განმეორება, ანუ ორი თამაშის მოგებაა „ბორჯღალოსნები“ ურუგვაის და ფიჯის დამარცხებას გეგმავენ, ხოლო დანარჩენს იაპონიაში ერთად ვნახავთ.

გამორჩეული მოთამაშეები

პირველ რიგში მამუკა გორგოძეზე უნდა ვთქვა, რომელიც თითქმის სამწლიანი პაუზის შემდეგ ნაკრებში პირველად ითამაშებს. გიორგი ცუცქირიძის ტრავმის შემდეგ, მამუკამ შექმნილი ვითარება გაითვალისწინა, გადაწყვეტილება შეცვალა და ნაკრებს დაუბრუნდა. შესაბამისად, „ბორჯღალოსნებს“ უდიდესი ძალა დაემატათ.

სავარაუდოდ, გამოჯანმრთელებას მოასწრებს და პირველივე მატჩში ითამაშებს მერაბ შარიქაძე, რომელიც ჩვენი გუნდისთვის ასევე ძალიან დიდი ძალაა.

ბევრი იქნება დამოკიდებული პირველხაზელებზე, განსაკუთრებით კი ბურჯებზე, რომლებიც მაქსიმალურად შეეცდებიან, რომ შერკინებაში რაც შეიძლება მეტი ჯარიმა მოიპოვონ.

ყურადღების ცენტრში იქნებიან ვასილ ლობჟანიძე, გელა აფრასიძე და თედო აბჟანდაძე და საინტერესო იქნება, თუ როგორ წარმართავენ ახალგაზრდა მორაგბეები ნაკრების თამაშს.

დაცვაში თამაშზე საუბრისას რასაკვირველია ყველას დავით კაჭარავას და გიორგი თხილაიშვილის ბოჭვები გაახსენდება, ხოლო ჰაერში თამაშში, რომელიც ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე სუსტი წერტილია, ზურაბ ძნელაძემ და ბექა გორგაძემ უნდა იყოჩაღონ, რომლებიც ამ კომპონენტში ჩვენი გუნდიდან გამორჩეულები არიან.

ძალიან კარგ ფორმაში არიან ბექა გორგაძე და ოთარ გიორგაძე, რომლებიც პირველი კონტაქტისას ძალიან ძლიერები არიან და ნებისმიერი მოთამაშის ჩამოშორება შეუძლიათ, ხოლო სოსო მათიაშვილისგან გულშემატკივარი ფინტებს და ლამაზ ინდივიდუალურ თამაშს ელის.

მოკლედ, გუნდში ყველა მოთამაშეს საკუთარი როლი გააჩნია და „ბორჯღალოსნების“ სიძლიერე ყოველთვის გუნდურობაში და ერთიანობაშია. ამჯერადაც, დაგეგმილის მისაღწევად, თითოეული მოთამაშის კარგი თამაშია საჭირო.
 

საინტერესო ფაქტები საქართველოს შესახებ

საქართველომ პირველი სანაკრებო მატჩი 1989 წელს ზიმბაბვის წინააღმდეგ ჩაატარა და 16:3 გაიმარჯვა.

ბორჯღალოსნებმა ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით ჩეხეთი დაამარცხეს 2007 წელს ანგარიშით 98:3.

საქართველო ყველაზე დიდი სხვაობით ინგლისთან დამარცხდა 2003 წელს - 3:86.

საქართველოს ნაკრების კვართით ყველაზე მეტი 116 მატჩი დავით კაჭარავას აქვს ჩატარებული.

ყველაზე მეტი ქულა მერაბ კვირიკაშვილის ანგარიშზეა - 838.

ნაკრების კვართით ყველაზე მეტი 26 ლელო მამუკა გორგოძეს აქვს დადებული.

ბორჯღალოსნების კაპიტანი მერაბ შარიქაძეა, მთავარი მწვრთნელი კი მილტონ ჰეიგი.

მსოფლიო რეიტინგში საქართველოს საუკეთსო შედეგი მე-11 ადგილია, ყველაზე ცუდი კი 23- ადგილი, ხოლო ამჟამად მე-12 საფეხურს იკავებს. ბორჯღალოსნებს პირველი დონის გუნდი არასოდეს დაუმარცხებია, საქართველოს ნაკრების პრინციპული მეტოქე რუსეთის ნაკრებია რომელთანაც გამართული 23 შეხვედრიდან 21-ჯერ გაიმარჯვა, ერთხელ დამარცხდა და ერთიც ფრედ ითამაშა.

სულ საქართველოს ნაკრებს არსებობის მანძილზე 223 შეხვედრა აქვს გამართული აქედან 140 მატჩი ანუ 62.61% მოიგო, 76 წააგო და 7 ფრედ დაასრულა.