საფრანგეთი

საფრანგეთი

მსოფლიო რეიტინგი #7

მოჰამედ აუასი: "იმედი მქონდა, რომ ვნახავდით ეპიზოდის დასაწყისს, როდესაც ხელი გამარტყეს"
2023 წლის მსოფლიო თასის კენჭისყრის თარიღი არ შეიცვლება
"კლერმონის" ლეგენდამ დავით ზირაქაშვილი დააფასა
ოფიციალურად: ბასტარო სამშობლოში დაბრუნდა
"სტად ფრანსეს" მორაგბეები გაჭირვებულებს დაეხმარნენ [ფოტო+ვიდეო]
"ტულონის" ფანებმა საუკეთესო ახალწვეულები გამოავლინეს - გიგაშვილი რჩეულთა შორისაა
დავით ზირაქაშვილი: "კარიერის ბევრნაირი დასასრული წარმომედგინა, მაგრამ არა ასეთი"
მამუკა გორგოძემ "მონპელიეს" ლეგენდარული თხუთმეტეული შეადგინა და თანამემამულეც დააფასა
10 ქართველი მორაგბე, რომელთაც ტოპ 14-ში 100-ზე მეტი მატჩი აქვთ ჩატარებული
ტოპ 14-ის და პრო დ2-ის უკანასკნელი დღეების სატრანსფერო სიახლეები
ტოპ 14-ში, შესაძლოა, გუნდების რაოდენობა გაიზარდოს
საფრანგეთის რაგბის კავშირი კლუბებს 35 მილიონი ევროთი დაეხმარება
პენო კვლავ ლაზარეთში აღმოჩნდა
პრო დ2-ის მეოცე ტურის სიმბოლურში ქართველი ბურჯები მოხვდნენ
საფრანგეთის 20-წლამდელთა ნაკრები ქართველ თანატოლებთან მატჩებისთვის მზადებას შეუდგა
სემი რადრადრას მორიგი გაბრწყინება და დუბლი "ლიონის" წინააღმდეგ [VIDEO]
"ბორჯღალოსნები" საფრანგეთში დაბრუნდნენ - ქართული ამბები პრო დ2-დან
6 ერი: საფრანგეთს უელსთან მატჩისთვის ლიდერები დაუბრუნდნენ
6 ერი: საფრანგეთმა იტალია ბონუსით დაამარცხა [VIDEO]
როგორია ტოპ 14-ის კლუბების საშუალო დასწრება მიმდინარე სეზონში?
ანტუან დუპონის კურიოზული შეცდომა, რომელმაც ინგლისს ქულა მოუტანა [VIDEO]
საფრანგეთი 24:17 ინგლისი [VIDEO]
6 ერი: გალტიეს ბრწყინვალე სტარტი, საფრანგეთმა ინგლისი დამაჯერებლად დაამარცხა
ფრანგულმა კლუბმა ბექა ბურდიაშვილის ხსოვნას ვიდეო მიუძღვნა [VIDEO]
ბრწყინვალე ატმოსფერო ქართველების "ბრივის" საშინაო მატჩზე [VIDEO]
ფრანგულმა კლუბმა გარდაცვლილი ბექა ბურდიაშვილის ოჯახისთვის ფულის შეგროვება დაიწყო
ქართველების "ბრივმა" ათქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა და გაწითლებულ დროში მოიგო [VIDEO]
ტოპ 14-ში ჭიჭიაშვილის დებიუტი შედგა, "მონპელიე" მცირე სხვაობით დამარცხდა
გრეიგ ლეიდლოუ პრო დ2-ში?
გიორგი ნუცუბიძე პრო დ2-ის მე-16 ტურის სიმბოლურში მოხვდა

შემადგენლობა

კამილ შა

ამპლუა: კვაჭი

ასაკი: 23

კეპი: 22

გიიომ გირადო

ამპლუა: კვაჭი

ასაკი: 33

კეპი: 70

პეატო მაუვაკა

ამპლუა: კვაჭი

ასაკი: 22

კეპი: 1

კირილ ბაილი

ამპლუა: ბურჯი

ასაკი: 26

კეპი: 13

დემბა ბამბა

ამპლუა: ბურჯი

ასაკი: 21

კეპი: 6

ჟეფერსონ პოირო

ამპლუა: ბურჯი

ასაკი: 26

კეპი: 29

ემერიკ სეტიანო

ამპლუა: ბურჯი

ასაკი: 23

კეპი: 3

რაბა სლიმანი

ამპლუა: ბურჯი

ასაკი: 29

კეპი: 53

პოლ გაბრილაჟი

ამპლუა: მეორე ხაზი

ასაკი: 26

კეპი: 13

სებასტიენ ვაამაჰინა

ამპლუა: მეორე ხაზი

ასაკი: 27

კეპი: 42

გრეგორი ალდრიტი

ამპლუა: მესამე ხაზი

ასაკი: 22

კეპი: 7

იაკუბა კამარა

ამპლუა: მესამე ხაზი

ასაკი: 25

კეპი: 15

ვენსელას ლორე

ამპლუა: მესამე ხაზი

ასაკი: 31

კეპი: 24

ბერნარდ ლე რუ

ამპლუა: მესამე ხაზი

ასაკი: 30

კეპი: 33

შარლ ოლივო

ამპლუა: მესამე ხაზი

ასაკი: 26

კეპი: 8

ლუი პიკამოლი

ამპლუა: მესამე ხაზი

ასაკი: 33

კეპი: 79

ანტუან დუპონი

ამპლუა: ჰავბექი

ასაკი: 22

კეპი: 17

ბატისტ სერენი

ამპლუა: ჰავბექი

ასაკი: 25

კეპი: 30

მაქსიმ მაშნო

ამპლუა: ჰავბექი

ასაკი: 30

კეპი: 36

რომან ნტამაკი

ამპლუა: მგეზავი

ასაკი: 20

კეპი: 8

კამილ ლოპესი

ამპლუა: მგეზავი

ასაკი: 30

კეპი: 24

გაელ ფიკუ

ამპლუა: შუამარბი

ასაკი: 25

კეპი: 48

ვესლი ფოფანა

ამპლუა: შუამარბი

ასაკი: 31

კეპი: 48

ვირიმი ვაკატავა

ამპლუა: შუამარბი

ასაკი: 27

კეპი: 18

სოფიან გიტუნი

ამპლუა: გარემარბი

ასაკი: 30

კეპი: 7

იოან უჟე

ამპლუა: გარემარბი

ასაკი: 32

კეპი: 59

დამიან პენო

ამპლუა: გარემარბი

ასაკი: 22

კეპი: 13

ალივერეტი რაკა

ამპლუა: გარემარბი

ასაკი: 24

კეპი: 2

მაქსიმ მედარი

ამპლუა: ფულბექი

ასაკი: 32

კეპი: 59

ტომას რამოსი

ამპლუა: ფულბექი

ასაკი: 24

კეპი: 7

არტურ იტურია

ამპლუა: მეორე ხაზი

ასაკი: 25

კეპი: 13

პიერ-ლუი ბარასი

ამპლუა: შუამარბი

ასაკი: 21

კეპი: 0

ვინსენტ რატე

ამპლუა: გარემარბი

ასაკი: 27

კეპი: 2

საფრანგეთში რაგბი ბრიტანელებმა 1872 წელს შეიტანეს, მაგრამ პირველი ტესტ-მატჩი 1906 წლის 1 იანვარს ახალი ზელანდიის წინააღმდეგ გამართეს და 8:38 წააგეს. გუნდის ემბლემა გალური მამალია, ხოლო ზედმეტსახელი - „ლე ბლე“ (ლურჯები).

საფრანგეთი მსოფლიო თასებზე

საფრანგეთის ნაკრებს რასაკვირველია რვავე მსოფლიო თასზე აქვს ნათამაშები და სამჯერ ფინალში გასვლა მოახერხა, თუმცა ოქროს მედალი არასდროს მოუგია. ფრანგები პირველად ფინალში სადებიუტო მსოფლიო თასზევე გავიდნენ, სადაც ახალ ზელანდიასთან 9:29 დამარცხდნენ. 1999 წლის პლანეტის პირველობაზე უკვე ავსტრალიასთან დამარცხდნენ (12:35) ფინალში, ხოლო 2011 წელს გადამწყვეტი მატჩი მასპინძელ ახალ ზელანდიასთან მინიმალური სხვაობით 7:8 დათმეს

„ლე ბლე“ ჯგუფში არასდროს ჩარჩენილა და ყველაზე უარესი შედეგი მეოთხედფინალში თამაში აქვს. 1991 წელს ინგლისთან 10:19 წააგეს, ხოლო 2015 წელს ახალ ზელანდიასთან 13:62 განადგურდნენ.

2003 და 2007 წლებში ნახევარფინალამდე მივიდნენ, ხოლო მესამე ადგილისთვის მატჩში პირველ ჯერზე ახალ ზელნდიასთან (13:40), ხოლო მეორე შემთხვევაში შინ არგენტინასთან (10:34) დამარცხდნენ.

1995 წელს კი მესამე ადგილს დასჯერდნენ და ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლაში ინგლისს 19:9 სძლიეს.

საფრანგეთი 6 ერში

საფრანგეთი ტურნირს 1910 წელს შეუერთდა და ის ხუთ ერად იქცა. 1932-1939 წლებში „ლე ბლემ“ ტურნირი დროებით დატოვა, თუმცა 1940 წელს კვლავ დაბრუნდა და 5 ერის ტურნირი 1999 წლამდე გაგრძელდა. ამ დროის განმავლობაში საფრანგეთმა 12-ჯერ იპირველა, აქედან დიდი სლემით 6-ჯერ იჩემპიონა და ბოლო ადგილზე 17-ჯერ გავიდა.

2000 წელს ტურნირს იტალია დაემატა და ის 6 ერად იქცა. მას შემდეგ, საფრანგეთმა ტურნირი 5-ჯერ მოიგო, საიდანაც 3-ჯერ დიდი სლემით იპირველა, ხოლო „ხის კოვზი“ ერთხელ ერგო.

წლევანდელ 6 ერში „ლე ბლემ“ მეოთხე ადგილი დაიკავა. მათ შოტლანდიას (27:10) და იტალიას (25:14) მოუგეს, ხოლო უელსთან (19:24), ინგლისთან (8:44) და ირლანდიასთან (14:26) დამარცხდნენ.

დღევანდელი მდგომარეობა

საფრანგეთის ნაკრებს სერიოზული კრიზისი ჰქონდა, რისი დასტურიც 2017 და 2018 წლებში ნოემბრის ტესტებზე საშინაო მატჩებში მეორე დონის გუნდებთან წარუმატებლობაა. მათ 2017 წელს შინ იაპონიას ფრედ 23:23 ითამაშეს, ხოლო 2018 წელს „სტად დე ფრანსზე“ ფიჯისთან 14:21 დამარცხდნენ.

დაბეჯითებით რაიმეს თქმა რთული იქნება, მაგრამ საფრანგეთის ნაკრებს თავისუფლად შეუძლია ჯგუფიდან გასვლა და უფრო მეტზე ფიქრიც, თუმცა ბოლო პერიოდში საკმაოდ არაპროგნოზირებადი გუნდია და რთულია რაიმეს თქმა.

„ლე ბლემ“ პირველ გასახურებელ მატჩში შინ შოტლანდიას 32:3 დაამარცხა, მაგრამ ერთი კვირის თავზე იმავე გუნდთან „მარიფილდზე“ 14:17 დამარცხდა. ბოლო გასახურებელ მატჩში კი იტალიას იოლად 47:19 სძლიეს.

გამორჩეული მოთამაშეები

ჟაკ ბრუნელმა რამდენიმე მოულოდენელი გადაწყვეტილება მიიღო და ეს პირველ რიგში, „რასინგ 92“-ის ფრთის ტედი ტომას და „ტულონის“ ყოფილი შუამარბის მატიო ბასტაროს განაცხადს მიღმა დატოვებაა, რომელთაც ბევრი წამყვან მოთამაშეებადაც კი მოიაზრებდა.

„ლე ბლეს“ ძალიან ძლიერი შემადგენლობა ჰყავს. კაპიტანი გიიომ გირადო, ძალიან გამოცდილი ლუი პიკამოლი, ბრწყინვალე ფორმაში მყოფი დამიან პენო, უნიჭიერი ღერძი ანტუან დუპონის და რომან ნტამაკის სახით და ასევე ძალზე გამოცდილი ღერძი მაქსიმ მაშნოს და კამილ ლოპესის სახით, ფიჯელი ახალწვეული ალივერეტი რაკა და კიდევ ბევრი სხვა საინტერესო მოთამაშეები, რომელთაც ნებისმიერ მომენტში აფეთქება შეუძლიათ.

საინტერესო ფაქტები

  • საფრანგეთის ნაკრებმა ყველაზე დიდი სხვაობით 2007 წლის 16 სექტემბერს ნამიბიას მოუგო - 10:87.
  • ფრანგები 2007 წლის 9 ივნისს ახალ ზელანდიასთან 10:61 შერცხვნენ და ამაზე დიდი სხვაობით არასდროს წაუგიათ.
  • „ლე ბლე“ „მსოფლიო რაგბის“ რეიტინგში მე-8 ადგილზეა. საუკეთესო შედეგი 2007 წელს ჰქონდათ, როდესაც მე-2 ადგილს იკავებდნენ, ხოლო უარესი შედეგი 2018 წელს აჩვენეს - მე-10 საფეხური.
  • ფრანგების კვართით ყველაზე მეტჯერ (118) ფაბიენ პელოს უთამაშია, რომელიც 1995-2007 წლებში ასპარეზობდა.
  • სერჟ ბლანკო, რომელიც „ლე ბლეს“ ღირსებას 1980-1991 წლებში იცავდა, 38 გატანილი ლელოთი ყველა დროის საუკეთესო მელელოვეა.
  • ყველაზე მეტი 436 ქულა ფრედერიკ მიშელაკს აქვს გატანილი. აღნიშნულ მაჩვენელებში მესამე ადგილი უჭირავს დიმიტრი იაშვილს, რომლის ანგარიშზეც 373 ქულაა.
  • საფრანგეთის ნაკრებს დღემდე 762 შეხვედრა აქვს გამართული, საიდანაც 53.67% ანუ 409 მატჩი მოგებული აქვს, 320 თამაში დათმო და 33-ჯერ ფრედ ითამაშა.