ფოლაუ "ბულზში"? ავსტრალიელი კარიერის განახლებას ცდილობს

ფოლაუ "ბულზში"? ავსტრალიელი კარიერის განახლებას ცდილობს

სუპერ რაგბის სამხრეთ აფრიკული ფრენჩაიზის, "ბულზის" აღმასრულებელმა დირექტორმა ალფონს მეიერმა განაცხადა, რომ მათ იურისტი დაუკავშირდათ, რომელმაც იკითხა ხომ არ დაინტერესდებოდნენ ისრაელ ფოლაუსთან კონტრაქტის გაფორმებით.

"ვოლაბების" ყოფილ ვარსკვლავს რაგბი ავსტრალიამ კონტრაქტი მას შემდეგ გაუწყვიტა, რაც სოციალურ ქსელში ცნობილი და სკანდალური პოსტი გამოაქვეყნა. 

კონტრაქტის გაწყვეტის შემდეგ ფოლაუ რაგბი ავსტრალიისგან ზარალის ანაზღაურების სახით 14 მილიონ ავსტრალიურ დოლარს ითხოვდა, თუმცა მათ შორის არსებული სასამართლო დავა ოთხშაბათს მორიგებით დასრულდა, რომლის პირობებიც კონფიდენციალურია. ამის მიუხედავად შეთანხმების დეტალებმა მაინც გამოჟონა და უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით რაგბი ავსტრალიამ ფოლაუს 8 მილიონი ავსტრალიური დოლარი გადაუხადა, რასაც კატეგორიულად უარყო რაგბი ავსტრალიის აღმასრულებელმა დირექტორმა. 

ფოლაუ ამჟამად ცდილობს კარიერა განაახლოს და მისი ერთ-ერთი მიზანი სავარაუდოდ "ბულზია".

"არ ვარ დარწმუნებული, რომ ის ფოლაუს იურისტი იყო, მაგრამ მან მოგვმართა იმის გასაგებად, რომ დაინტერესებულნი ვართ თუ არა ფოლაუსთან კონტრაქტის გაფორმებით.

თავდაპირველად აღფრთოვანებული ვიყავი, მაგრამ თუ ამ საკითხს ფხიზელი გონებით შევხედავთ, მარტივად გასაგებია, რომ ეს ყველაფერი გარისკვად არ ღირს. ის საკმაოდ სკანდალურია და მასთან კონტრაქტის გაფორმებით ეს კარგად გამოვლინდება" - განაცხადა მეიერმა Netwerk24-თან საუბარში.

კომენტარები

ისრაელ ფოლაუმ მუხლის მოდრეკაზე უარი განაცხადა
სუპერ რაგბი ავსტრალიის მეხუთე ტურის საუკეთესო ლელო [VIDEO]
სუპერ რაგბი აოტეაროას მერვე ტურის საუკეთესო ლელო [VIDEO]
საქართველო და შემოდგომის ტესტები: რატომ არ ფიქრობენ მეორე დონის ქვეყნები ტურნირის შექმნაზე?
ვანო კარკაძე მოედანს დიდი ხნით ჩამოშორდა
მსოფლიო რაგბიმ ფიჯისთან საქართველოს 20 წლამდე ნაკრების დრამატული გამარჯვება გაიხსენა [VIDEO]
ბლუზი კრუსეიდერსს მიუახლოვდა [VIDEO]
დავით კაჭარავა: "ფორმაში შესასვლელად თამაშები გვჭირდება"
ქართველმა მორაგბეებმა გასაჭირში მყოფ "ნანტს" უერთგულეს
არგენტინის ნაკრები 4 ერის დაწყებამდე სამ მატჩს გამართავს