რა თანხა ერგო კომპენსაციის სახით ისრაელ ფოლაუს?

რა თანხა ერგო კომპენსაციის სახით ისრაელ ფოლაუს?

უკვე გაუწყეთ, რომ ისრაელ ფოლაუს საგა დასრულდა. ფოლაუმ, რაგბი ავსტრალიამ და "ვორათასმა" ოთხშაბათს გამართულ პროცესზე კონფიდენციალურ შეთანხმებას მიაღწიეს, რის შემდეგაც ორივე მხარემ ბოდიში მოიხადა და ამით დასრულდა მათ შორის არსებული სასამართლო დავა. დეტალურად იხილეთ აქ.

მხარეებს შორის სასამართლო პროცესი ქალაქ მელბურნში ორი დღის მანძილზე გრძელდებოდა, "ვოლაბების" ყოფილი ვარსკვლავი კონტრაქტის გაწყვეტით, მიღებული ზარალის ასანაზღაურებლად რაგბი ავსტრალიისგან 14 მილიონ ავსტრალიურ დოლარს ითხოვდა, თუმცა საბოლოო ჯამში მხარეები შეთანხმდნენ და როგორც იქნა, ეს ამბავი დასრულდა.

გარიგების დეტალების შესახებ, ოფიციალური განცხადების გაკეთებას მხარეები არ აპირებენ, რადგან შეთანხმება კონფიდენციალურია. 

მიუხედავად ამისა, ინფორმაციამ მაინც გამოჟონა და ავსტრალიური პრესის ცნობით, ფოლაუს კომპენსაციის სახით 8 მილიონი ავსტრალიური დოლარი ერგო, რაც დაახლოებით 5.5 აშშ მილიონ დოლარს უდრის. აღნიშნული ინფორმაცია უარყო ავსტრალიის რაგბის კავშირის თავმჯდომარემ რელენი ქასლიმ, თუმცა ამ ცნობის შესახებ, არაერთი სახელოვანი გამოცემა წერს და უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ ამბავში ჭეშმარიტების მარცვალი ურევია.

30 წლის ფოლაუს ავსტრალიის ნაკრებში 62 კეპი აქვს მოხვეჭილი და 32 ლელოს გატანა მოახერხა, ხოლო "ვორათასის" რიგებში სუპერ რაგბიში 96-ჯერ იასპარეზა, 60 ლელო დადო და ამ ტურნირის ყველა დროის საუკეთესო მელელოვე გახდა. 

კომენტარები

ისრაელ ფოლაუმ მუხლის მოდრეკაზე უარი განაცხადა
სუპერ რაგბი ავსტრალიის მეხუთე ტურის საუკეთესო ლელო [VIDEO]
სუპერ რაგბი აოტეაროას მერვე ტურის საუკეთესო ლელო [VIDEO]
საქართველო და შემოდგომის ტესტები: რატომ არ ფიქრობენ მეორე დონის ქვეყნები ტურნირის შექმნაზე?
ვანო კარკაძე მოედანს დიდი ხნით ჩამოშორდა
მსოფლიო რაგბიმ ფიჯისთან საქართველოს 20 წლამდე ნაკრების დრამატული გამარჯვება გაიხსენა [VIDEO]
ბლუზი კრუსეიდერსს მიუახლოვდა [VIDEO]
დავით კაჭარავა: "ფორმაში შესასვლელად თამაშები გვჭირდება"
ქართველმა მორაგბეებმა გასაჭირში მყოფ "ნანტს" უერთგულეს
არგენტინის ნაკრები 4 ერის დაწყებამდე სამ მატჩს გამართავს