ჩინ რუ უმცროს ბორჯღალოსნებთან მატჩზე: "რთული თამაში გამოვიდა"

ჩინ რუ უმცროს ბორჯღალოსნებთან მატჩზე: "რთული თამაში გამოვიდა"

19-წლამდელთა საერთაშორისო სერიის პირველ მატჩში, საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკელ თანატოლებს დაუხვდა და დასანანი მარცხი განიცადა.

მატჩის შემდეგ, სამხრეთ აფრიკელთა მთავარმა მწვრთნელმა ჩინ რუმ აღნიშნა, რომ რთული თამაში გამოვიდა, ხოლო მთლიანობაში მისი გუნდის თამაშით კმაყოფილი დარჩა.

"ეს რთული თამაში იყო, განსაკუთრებით ქარიანი და ცივი ამინდის გამო, რომელსაც მოთამაშეები შეჩვეულები არ არიან. 

ანგარიში არ ყოფილა ამ მატჩში ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, ეს იყო შესაძლებლობა შეგვეფასებინა მოთამაშეები და უკეთ გაგვეცნო ისინი რთულ სათამაშო პირობებში. ეს რა თქმა უნდა ბევრს ამბობს მათი ხასიათის შესახებ".

ხუთშაბათს სერიის მეორე მატჩი კვლავ შევარდენის სარაგბო ბაზაზე გაიმართება, რომელიც 11 საათზე დაიწყება, რაზეც რუმ განაცხადა:

"სათამაშო ასპექტები, რომელთა გამოსწორებაზეც უნდა ვიმუშავოთ, არის დისციპლინა. ჩვენ არ უნდა ვიღებდეთ ამდენ ჯარიმას და სამ ყვითელ ბარათს. ჩვენ ამ თამაშში თითქმის 15-ჯერ დავჯარიმდით. მაგრამ, ეს სწავლის პროცესია. მოთამაშეთა უმეტესობამ გასულ ორშაბათს ერთმანეთს პირველად შეხვდა და სასიამოვნოა იმის დანახვა, თუ როგორ ვითარდება ყველაფერი. 

ტრავმებთან დაკავშირებით შემაშფოთებელი არაფერია, თუმცა შევეცდებით, რომ მომდევნო მატჩისთვის რამდენიმე ცვლილება გავაკეთოთ", - აღნიშნა "უმცროსი ბოკეს" მთავარმა მწვრთნელმა.

გოგიტა ბუხაიძის ფოტო

კომენტარები

სვანიძე: "6 ერში ბილეთებიდან მილიონ ევროს და მეტს შოულობენ, ჩვენ საუკეთესო შემთხვევაში - 150000 ლარს"
გოჩა სვანიძემ რუსეთთან და სამხრეთ აფრიკასთან გადადებულ მატჩებზე ისაუბრა
ტოპ 14: ყველა ქართული სატრანსფერო სიახლე და სხვა ამბები, რომლებიც 2 ივნისისთვისაა ცნობილი
ინგლისური კლუბი ვასილ ლობჟანიძეს რის ვების ერთ-ერთ შემცვლელად მოიაზრებს
დავით ზირაქაშვილის მასტერკლასი ინგლისის ნაკრების და ლომების ბურჯს [VIDEO]
"სუპერ რაგბი აოთიროა" ინოვაციური წესებით გაიმართება
ემილიანო ბოფელი ტოპ 14-ში?
სერიული მკვლელი რაგბი ლიგის მატჩზე
123 ქვეყანა, რომლებიც დღეის მდგომარეობით "მსოფლიო რაგბის" წევრები არიან
12 ქართველი მორაგბე, რომლებსაც ჩემპიონთა თასზე ყველაზე მეტი მატჩი აქვთ ჩატარებული