უმცროსი ბორჯღალოსნების ორი ულამაზესი ლელო და დასანანი მარცხი სამხრეთ აფრიკასთან [+VIDEO]

უმცროსი ბორჯღალოსნების ორი ულამაზესი ლელო და დასანანი მარცხი სამხრეთ აფრიკასთან [+VIDEO]

19-წლამდელთა საერთაშორისო სერიის პირველ მატჩში, საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკელ თანატოლებს დაუხვდა და დასანანი მარცხი განიცადა.

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ტაიმი 18:14 მოიგეს და მეტოქეს ორი ულამაზესი ლელო დაუდეს, რომლებიც საბა კურატაშვილის და გიორგი მარგალიტაძის ანგარიშზეა. მეორე ნახევარიც კარგად დავიწყეთ და ლაშა ლომიძის მიერ გატანილი ჯარიმის შემდეგ, შვიდი ქულით გავედით წინ, თუმცა შემდეგ ორი გარდასახული ლელო გავუშვით. 

ბოლო წუთებში ორჯერ ვიყავით მეტოქის ხუთმეტრიანთან, თუმცა აფრიკელებმა ორივე შემთხვევაში შეძლეს თავის დაცვა და საბოლოო ჯამში მატჩი 21:28 დასრულდა.

სერიის მეორე მატჩი 5 დეკემბერს, კვლავ შევარდენის სარაგბო ბაზაზე გაიმართება. მატჩი 11 საათზე დაიწყება.

იხილეთ საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ორივე ლელო

კურატაშვილის ლელო

მარგალიტაძის ლელო

კომენტარები

სვანიძე: "6 ერში ბილეთებიდან მილიონ ევროს და მეტს შოულობენ, ჩვენ საუკეთესო შემთხვევაში - 150000 ლარს"
გოჩა სვანიძემ რუსეთთან და სამხრეთ აფრიკასთან გადადებულ მატჩებზე ისაუბრა
ტოპ 14: ყველა ქართული სატრანსფერო სიახლე და სხვა ამბები, რომლებიც 2 ივნისისთვისაა ცნობილი
ინგლისური კლუბი ვასილ ლობჟანიძეს რის ვების ერთ-ერთ შემცვლელად მოიაზრებს
დავით ზირაქაშვილის მასტერკლასი ინგლისის ნაკრების და ლომების ბურჯს [VIDEO]
"სუპერ რაგბი აოთიროა" ინოვაციური წესებით გაიმართება
ემილიანო ბოფელი ტოპ 14-ში?
სერიული მკვლელი რაგბი ლიგის მატჩზე
123 ქვეყანა, რომლებიც დღეის მდგომარეობით "მსოფლიო რაგბის" წევრები არიან
12 ქართველი მორაგბე, რომლებსაც ჩემპიონთა თასზე ყველაზე მეტი მატჩი აქვთ ჩატარებული