დიდი 10: რუსთავის "ხარებმა" "ბათუმი" დაამარცხა და პირველ ადგილზე გადაინაცვლა

დიდი 10: რუსთავის "ხარებმა" "ბათუმი" დაამარცხა და პირველ ადგილზე გადაინაცვლა

დიდი 10-ის პირველი წრის ბოლო ტური შარშანდელი ფინალისტების მატჩით გაიხსნა, რუსთავში ერთმანეთს ადგილობრივი "ხარები" და "ბათუმი" დაუპირისპირდნენ.

თავიდანვე უნდა ითქვას, რომ მატჩი საკმაოდ დაძაბული და ხარვეზებით სავსე გამოდგა, პირველი ნახევარი საათის მანძილზე რუსთაველები აქტიურად უტევდნენ, თუმცა უპირატესობის ქულებში ასახვას ვერ ახერხებდნენ, ხოლო მაშინ როდესაც "ბათუმი"  მეტოქის ლელოდან 1 მეტრში იმყოფებოდა და ლელოს დადების რელური შანსი ჰქონდა, სტუმართა ჰავბექმა უხეში შეცდომა დაუშვა, რასაც "ხარების" კონტრშეტევა მოჰყვა, შედეგად რუსთაველების შეტევებს 34-ე წუთზე ირაკლი ჩომახაშვილის ლელო მოჰყვა და პირველი ტაიმი მასპინძლების სასარგებლოდ 7:0 დასრულდა.

მეორე ტაიმი ბათუმელთა აქტიური შეტევებით დაიწყო, სტუმართა იერიში 45-ე წუთზე ახლადშემოსულმა სანდრო ქოიავამ ლელოთი დააგვირგვინა, კობა ბუჯიაშვილის გარდასახვის წყალობით კი ანგარიში გათანაბრდა. 52-ე წუთზე რუსთაველთა უკანახაზელმა ბაქარ ზედგინიძემ ბრწყინვალე სოლო რეიდი მოაწყო, რა დროსაც რამდენიმე მეტოქე ჩამოიშორა და ლელოთი თავისი გუნდი კვლავ დააწინაურა, ვაჟა ხუციშვილის გარდასახვის შემდეგ კი ანგარიში 14:7 დაფიქსირდა. 

მთელი მატჩის განმავლობაში "ბათუმი" შერკინებაში დიდ უპირატესობას ფლობდა, თუმცა მატჩის მოსაგებად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. დასკვნით 20 წუთში რუსთაველთა მგეზავმა არეკნი გაიტანა, რასაც მოგვიანებით ბათუმელებმა ჯარიმით უპასუხეს და შედეგად საბოლოო ანგარიში 17:10 დაფიქსირდა მასპინძელთა სასარგებლოდ. აღნიშნული მოგებით "ხარებმა" შეიძლება ითქვას, რომ ფინალში მარცხისთვის რევანში აიღეს და ცხრილში პირველ ადგილზე გადაინაცვლეს.

გოგიტა ბუხაიძის ფოტო

კომენტარები

"მონპელიე" 2020/2021 - 39 პროფესიონალი, 27 ჟიფი და 2 ქართველი
ოფიციალურად: კონსტანტინე მიქაუტაძემ "მონპელიე" დატოვა
NRL: იკუვალუს ხუთი ლელო ერთ შეხვედრაში [VIDEO]
როდესაც პასი არასწორია [VIDEO]
დავით ბარბაქაძემ "ლოკომოტივი" დაალელოვა [VIDEO]
"7 ნოემბერს საფრანგეთი არ ითამაშებს" - საქართველოსთან ტესტი საეჭვოა?
ლოკომოტივი - ბულავა: 9 ქართველი ორივე გუნდის რიგებიდან [პირდაპირი ეთერი]
ჩესლინ კოლბი: "ყველა ჩემზე ორჯერ დიდი იყო"
ლექსო ყაულაშვილი: "კონკურენცია უფრო მეტ მოტივაციას მაძლევს, რომ განვვითარდე"
"ლესტერ ტაიგერსმა" ინგლისის ნაკრების ვარსკვლავებთან კონტრაქტები გაახანგრძლივა