"ბრივში" ოთხი ქართველი ითამაშებს, გორგაძე პირველად გამოჩნდება - ქართული ამბები ევროთასებიდან

"ბრივში" ოთხი ქართველი ითამაშებს, გორგაძე პირველად გამოჩნდება - ქართული ამბები ევროთასებიდან

ბექა გიგაშვილის, მამუკა გორგოძის და დავით ზირაქაშვილის შესახებ უკვე გაუწყეთ. ახლა კი, დანარჩენ იმ ქართველ მორაგბეებზე ვისაუბრებთ, რომლებიც პარასკევს ჩელენჯ თასზე ითამაშებენ.

"ენისეი" კრასნოდარში "დრაგონსს" დაუხვდება. რუსული კლუბის ძირითად შემადგენლობაში არიან მარცხენა ბურჯი ნიკოლოზ ხატიაშვილი, მესამეხაზელი მიხეილ გაჩეჩილაძე და ფრთა დავით მესხი, რომელმაც გასულ ტურში "ვუსტერ უორიორსს" ლელო დაუდო.

"ბრივი" საკუთარ მოედანზე "ბრისტოლს" მიიღებს და ეს გუნდები ერთმანეთს პირველად შეერკინებიან. ფრანგული კლუბის რიგებში, ამჯერად, ექვსის ნაცვლად, ოთხი ქართველი იასპარეზებს: ცხრა ნომერი ვასილ ლობჟანიძე, რომელმაც გასულ ტურში ლამაზი ლელო დადო, კვლავ ძირითადშია, ხოლო "სტად ფრანსესთან" შეხვედრაში ასევე ლელოს ავტორი, რვა ნომერი ოთარ გიორგაძე, მგეზავ თედო აბჟანდაძესთან და მარცხენა ბურჯ კარლენ ასიეშვილთან ერთად მარქაფაშია.

"ბორდო" გასვლაზე "ედინბურგს" ეთამაშება და მიმდინარე სეზონში ჟირონდულ კლუბში პირველად ითამაშებს ბექა გორგაძე, რომელიც ექვსი ნომრის პოზიციაზეა გამწესებული. ასევე ძირითადშია მარჯვენა ბურჯი ლექსო ყაულაშვილი. 

კომენტარები

"მონპელიე" 2020/2021 - 39 პროფესიონალი, 27 ჟიფი და 2 ქართველი
ოფიციალურად: კონსტანტინე მიქაუტაძემ "მონპელიე" დატოვა
NRL: იკუვალუს ხუთი ლელო ერთ შეხვედრაში [VIDEO]
როდესაც პასი არასწორია [VIDEO]
დავით ბარბაქაძემ "ლოკომოტივი" დაალელოვა [VIDEO]
"7 ნოემბერს საფრანგეთი არ ითამაშებს" - საქართველოსთან ტესტი საეჭვოა?
ლოკომოტივი - ბულავა: 9 ქართველი ორივე გუნდის რიგებიდან [პირდაპირი ეთერი]
ჩესლინ კოლბი: "ყველა ჩემზე ორჯერ დიდი იყო"
ლექსო ყაულაშვილი: "კონკურენცია უფრო მეტ მოტივაციას მაძლევს, რომ განვვითარდე"
"ლესტერ ტაიგერსმა" ინგლისის ნაკრების ვარსკვლავებთან კონტრაქტები გაახანგრძლივა