"მეთევზეებს უნდა ვეთამაშოთ" - რას წერს სამხრეთ აფრიკელი გულშემატკივარი საქართველოსთან მატჩზე?

"მეთევზეებს უნდა ვეთამაშოთ" - რას წერს სამხრეთ აფრიკელი გულშემატკივარი საქართველოსთან მატჩზე?

უკვე იცით, რომ 18 ივლისს საქართველოს ნაკრები ისტორიულ ტესტ-მატჩს გამართავს და მსოფლიო ჩემპიონს, სამხრეთ აფრიკას ესტუმრება. ეს იქნება ამ გუნდების მეორე დაპირისპირება. პირველად 2003 წელს მსოფლიო თასზე ვითამაშეთ და "ბოკემ" 46:19 მოიგო, ხოლო საერთაშორისო ტესტების ეგიდით პირველად შევერკინებით. 

საქართველოსთან ტესტის დადასტურების შემდეგ, სოციალურ ქსელებში საკუთარი აზრი გამოთქვეს სამხრეთ აფრიკელმა გულშემატკივრებმა. მათი უმრავლესობა საქართველოსთან და ასევე შოტლანდიასთან ტესტებით უკმაყოფილოა და თვლიან, რომ მსოფლიო ჩემპიონს ზაფხულის საშინაო ტესტებზე, უფრო მაღალი დონის მეტოქეები უნდა ჰყოლოდა. რა თქმა უნდა, არიან ისეთი გულშემატკივრებიც, რომლებიც "ბორჯღალოსნებთან" გასამართ მატჩს დადებითად გამოეხმაურნენ, თუმცა უმეტესობას პირველი დონის ტოპ გუნდებთან თამაში სურს და ასეთად, შოტლანდიასაც არ მოიაზრებენ, მიუხედავად იმისა, რომ ტიერ 1-ის ქვეყანაა.

იხილეთ სამხრეთ აფრიკელი გულშემატკივრების კომენტარები, რომლებიც საქართველოსთან მატჩს ეხება. 

  1. "ქართული რაგბი ნამდვილად წინ მიდის. მათ ჰყავთ ძალიან კარგი შერკინება. ასე რომ, დარწმუნებული ვარ, რომ მათთვის ეს გამოწვევაა, რომელსაც ჩვენც ველით. და მათ, ვინც დასცინის საქართველოს, არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ დავმარცხებულვართ იტალიასთან და იაპონიასთან. მოწინააღმდეგეს ყოველთვის პატივი უნდა ვცეთ".
  2. "ვეთანხმები იმ აზრს, რომ ორივე გუნდს დაახლოებით ერთი სათამაშო სტილი აქვს. ვიმედოვნებ, რომ სამხრეთ აფრიკის ნაკრები თბილისში სათამაშოდაც ჩავა. ჩვენ ვიცით, თუ რამდენს ნიშნავს ეს ქართული რაგბისთვის".
  3. "საქართველო ამ ტესტით ძალიან ბედნიერი იქნება. რა თქმა უნდა შოტლანდიაც, თუმცა ტიერ 2-ის გუნდებს განსაკუთრებით მოსწონთ, როდესაც ასეთი შესაძლებლობები აქვთ".
  4. "შოტლანდიასაც და საქართველოსაც პატივს ვცემ, მაგრამ ახალი მწვრთნელისთვის ეს მშვენიერი დასაწყისი იქნება".
  5. "იმედი მაქვს, რომ საქართველოს მატჩში ახალ სახეებს და ექსპერიმენტებს ვიხილავთ. ჩვენ შეგვიძლია ოფიციალურ მატჩში შევამოწმოთ, თუ როგორი სიღრმე გვაქვს. ჰერშელ იანტისი, რეინახი, უილემსე, ხალანტი, გქობოკა, დვება და ფასი, ამ მოთამაშეებისგან არის მოლოდინი, რომ მომდევნო სეზონისთვის გუნდის გაძლიერება შეუძლიათ და მათი ხილვა საინტერესო იქნებოდა. რა თქმა უნდა, არიან სხვა მორაგბეებიც, რომელთა გამოცდაც შეიძლება".
  6. "ჩვენ ვეთამაშებით მსოფლიო რეიტინგში მე-9 და მე-14 ადგილზე მყოფ გუნდებს, ჩვენ კი პირველზე ვართ. ეს ცოტა უსამართლობაა. ეს განსაკუთრებით საქართველოზე ითქმის. დიახ, მათ სჭირდებათ მეტი თამაში პირველი დონის გუნდებთან, მაგრამ ეს საშინელებაა, როდესაც "სპრინგბოკსმა", მსოფლიოს ჩემპიონმა და პირველმა გუნდმა, საკუთარ მოედანზე შოტლანდიის და საქართველოს წინააღმდეგ უნდა ითამაშოს. ვიმედოვნებ, რომ შოტლანდია იქამდე მოუმატებს, რადგან მსოფლიო თასზე ძალიან ცუდად ითამაშეს, ხოლო ჩვენ კარგი ტესტები გვჭირდება რაგბი ჩემპიონშიპისთვის მოსამზადებლად".
  7. "საქართველო... უპატივცემულობა არაა, მაგრამ უსამართლობა იქნება, რომ საქართველო საკუთარ მოედანზე ნახევრად სავსე სტადიონზე დავამარცხოთ. სამწუხაროა, რომ პირველი დონის ტოპ გუნდს არ ვეთამაშებით".
  8. "ეს არის შოკისმომგვრელი კომბინაცია. ტოპ 5 გუნდი გაგზავნონ და დააწყვილონ საქართველოსნაირ გუნდებთან. როგორც ჩანს, რაგბი ჩემპიონშიპისთვის კარგად დავისვენებთ".
  9. "სიმართლე რომ ვთქვათ, სამხრეთ აფრიკას თამაში მოუწევს მეთევზეების (საქართველო) და სადაზღვეო გაყიდვების წარმომადგენლების (შოტლანდია) წინააღმდეგ. ეს არის მსოფლიო ჩემპიონის მიმართ უპატივცემულობა".
  10. "ურუგვაის რატომ არ ვეთამაშებით? ვფიქრობ, მათ უფრო სჭირდებათ გაზრდა".
  11. "საქართველო? მე იმედი მქონდა, რომ აშშ-ს ვეთამაშებოდით".
  12. "საქართველო? ეს ხუმრობაა".

კომენტარები

სუპერ რაგბი აოტეაროა: "ჰარიქეინსმა" დაძაბულ შეხვედრაში იმარჯვა [VIDEO]
რიჩი მო'უნგას გენიალური თამაში "ბლუზის" წინააღმდეგ [VIDEO]
"კრუსეიდერი" დამუარცხებელ სერიას აგრძელებს [VIDEO]
ვორათაზი - ვესტერნ ფორსი [თამაშის ბმულები]
კრუსეიდერსი - ბლუზი [თამაშის ბმულები]
ყველა ქართული ლელო, რომლებიც რუსეთის ჩემპიონატის ოთხ ტურში დაიდო [VIDEO]
არგენტინის ნაკრების ყოფილი ბურჯი ამერიკის ჩემპიონატში ითამაშებს
ჯორჯი "სარასენსის" ერთგულია
ოფიციალურად: 2020 წელს დაგეგმილი კიდევ ორი სანაკრებო ტურნირი გაუქმდა
"კლერმონს" იაპონელი ვარსკვლავი შეუერთდა