ფიჯელები ავსტრალიელთათვის სიურპრიზების შეთავაზებას შეეცდებიან [პრევიუ]

ფიჯელები ავსტრალიელთათვის სიურპრიზების შეთავაზებას შეეცდებიან [პრევიუ]

21 სექტემბერს მსოფლიო თასის სამი შეხვედრა გაიმართება.

დღის გახსნითი შეხვედრა "საპორო დომეზე" გაიმართება, სადაც D ჯგუფში ავსტრალიის ნაკრები ფიჯის დაუპირისპირდება. საქართველოს ნაკრებიც სწორედ ამ ჯგუფში ასპარეზობს.

ავსტრალია

მაიკლ ჩეიკას გუნდი უკანასკნელ პერიოდში არასტაბილურობით გამოირჩევა. ერთ მატჩში, შესაძლოა, გუნდმა უმაღლეს დონეზე ითამაშოს, ხოლო მეორე შეხვედრაში საერთოდ ვერაფერი გაახერხოს. სწორედ ასე მოხდა დაახლოებით ერთი თვის წინ, როდესაც ჯერ შინ ახალ ზელანდიას 47:26 სძლიეს, ხოლო ერთი კვირის თავზე იმავე "ოლ ბლექსთან" 0:36 განადგურდნენ. მოკლედ, "ვოლაბებისთვის" სტაბილურობა დიდი პრობლემაა და ამის მოგვარების გარეშე, მსოფლიო თასზე წარმატების მიღწევა ძალიან გაუჭირდებათ.

ავსტრალიამ უკანასკნელი მოსამზადებელი შეხვედრა შინ სამოასთან გამართა და იოლად ნამდვილად არ მოუგია. შეხვედრის დასრულებამდე ათი წუთით ადრე "ვოლაბები" მხოლოდ შვიდი ქულით იგებდნენ და უპირატესობა მხოლოდ ბოლო წუთებში გაზარდეს - 34:15.

"კენგურუები" მოახლოებულ შეხვედრას ოპტიმალური შემადგენლობით ხვდებიან. აღსანიშნავია, მესამეხაზელების მაიკლ ჰუპერის და დევიდ პოკოქის ერთად თამაში. დევიდი მარბიელად ითამაშებს, ხოლო რვა ნომრის პოზიციაზე  ისი ნაისარანი გაირჯება, კაპიტანი კი თავის კუთვნილ შვიდ ნომერზე. 

ალბათ, ყველაზე დიდი მოულოდენლობა მაინც უილ გენიას თადარიგში გამწესებაა, ძირითადში კი ნიკ უაითი გამოჩნდა. მგეზავის პოზიციაზე ბერნანდ ფოლის კრისტიან ლეალიიფანო არჩია, ხოლო ფულბექად ქერთლი ბილი გაირჯება.

ავსტრალიელთა ერთადერთი მიზანი ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებაა და შესაბამისად, ამ მატჩშიც მხოლოდ გამარჯვებას უმიზნებენ, მათთვის სასურველია, რომ ბონუსით, მაგრამ რამდენად მოახერხებს ამის გაკეთებას ამას ერთად ვნახავთ.

უკანა ხაზი

15. ქერთლი ბილი, 14. რის ჰოჯი, 13. ჯეიმს ო'კონორი, 12. სამუ კერევი, 11. მარიკა კორობეტი, 10. კრისტიან ლეალი'იფანო, 9. ნიკ უაითი;

შერკინება

1. სკოტ სიო, 2. ტოლო ლატუ, 3. ალან ალა'ალატოა, 4. აიზაკ როდა, 5. რორი არნოლდი, 6. დევიდ ფოქოქი, 7. მაიკლ ჰუპერი(კაპ), 8. ისი ნაისარანი;

მარქაფა

16. ჯორდან ულესე, 17. ჯეიმს სლიპერი, 18. სეკოფე კეფუ, 19. ადამ კოულმენი, 20. ლუქან სალაკაია- ლოტო, 21. უილ გენია, 22. მეთ ტო'ომუა, 23. დენ ჰეილეტ-პეტი.

ფიჯი

კუნძულელებს ძალიან ძლიერი ჰყავთ და ეს უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში რამდენჯერმე დაამტკიცეს. პირველ რიგში, როდესაც ნოემბრის ტესტებზე "სტად დე ფრანსზე" საფრანგეთის ნაკრებს სძლიეს და ივლისში, შინ "მაორი ოლ ბლექსს" მოუგეს. 

ფიჯელები არ მალავენ, რომ მათთვის პროგრამა-მაქსიმუმი მესამე ადგილი და შესაბამისად, ორი თამაშის მოგება, სულაც არაა. "მფრინავი ფიჯელების" მთავარმა მწვრთნელმა ჯონ მაკქიმ აღნიშნა, რომ ფიჯი ასე კარგად მსოფლიო თასისთვის არასდროს მომზადებულა, გუნდიც ძალიან ძლიერი ჰყავს და ჯგუფიდან გასვლის ამბიციაც აქვთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ამის გასაკეთებლად, ავსტრალია ან უელსი უნდა დაამარცხონ. 

ჯონ მაკქიმ უძლიერეს შემადგენლობას მოუყარა თავი. აღსანიშნავია, სემი რადრადრას ფრთაზე გადაწევა, რომელსაც უფრო შუამარბად ვიცნობთ. მეორე ფრთაზე კი ასევე უძლიერესი ჯოშუა ტუისოვა გაირჯება და ავსტრალიელები ფლანგებიდან ბევრ საფრთხეს უნდა ელოდნენ, თუმცა პრობლემებს სხვა პოზიციებიდანაც უნდა ელოდნონ, რადგან გუნდში ისეთი მოთამაშეები არიან, როგორებიც არიან: პესელი იატო, ვილიამე მატა, ლეონე ნაკარავა, ლევანი ბოტია და კინი მურიმურივალუ. გუნდს გამოცდილი მესამეხაზელი დომინიკო ვაქანიბუროტუ უკაპიტნებს.

უკანა ხაზი

9. ფრენკ ლომანი, 10. ბენ ვოლავოლა, 11. სემი რადრადრა, 12. ლევანი ბოტია, 13. ვაისეა ნაიათალევუ, 14. ჯოსუა ტუისოვა, 15. კინი მურიმურივალუ;

შერკინება

1. კემპისი მა'აფუ, 2. სემ მატავესი, 3. პენი რავაი, 4. ტევიტა კავუბატი, 5. ლეონე ნაკარავა, 6. დომინიკ ვაქანიბუროტუ(კაპ), 7. პესელი იატო, 8. ვილიამი მატა;

მარქაფა 

16. ვერემალუა ვუგაკოტო, 17. ერონი მავი, 18. მანასა საულო, 19. ტევიტა რატუვა, 20. მოზეს ვოკა, 21. ნიკოლა მატავალუ, 22. ალივერეტი ვეიტოკანი, 23. ვერენიკი გონევა;

საინტერესო ფაქტები

ამ გუნდების ურთიერთშეხვედრების ისტორია 21 მატჩს ითვლის. აქედან ავსტრალიამ 18-ჯერ იმარჯვა, ორჯერ ფიჯიმ, ხოლო ერთი შეხვედრა ფრედ დასრულდა. ისიც სათქმელია, რომ "მფრინავმა ფიჯელებმა" უკანასკნელად მომავალი მეტოქე 1954 წელს დაამარცხეს. 

ორივე გუნდის საშუალო ასაკი 28 წელს შეადგენს.

ავსტრალიის ნაკრებში თითო მოთამაშის მონაგარი საშუალოდ 45 კეპია, ხოლო ფიჯელების - 23. 

მთლიანობაში "ვოლაბების" მორაგბეების ანგარიშზე 1035კეპია, ხოლო "მფრინავი ფიჯელების" - 535.

ავსტრალიელთა შერკინება 913 კილოგრამს იწონის, ხოლო ფიჯელების - 876 კილოგრამს.

"ვოლაბები" მსოფლიო რეიტინგში მე-6 ადგილს იკავებენ, ხოლო კუნძულელები მე-9 პოზიციაზე არიან.

სად ვუყუროთ?

შეხვედრა თბილისის დროით 08:45 საათზე დაიწყება და პირველი არხის პირდაპირ ეთერში იხილავთ. 

კომენტარები

რაგბის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დრამატული 3 წუთი [VIDEO]
ინგლისის პრემიერშიპის გუნდს რიჩარდ კოკერილი სურს
სამხრეთ აფრიკაში რაგბი განახლებას უახლოვდება
იაპონია მორიგ სუპერ ტესტ-მატჩს უახლოვდება
"ბიარიცმა" კიდევ ერთი ქართველი ბურჯი დაიმატა
ჟაკის ბურგერი - ერთ-ერთი ყველაზე დაუნდობელი მბოჭავი რაგბიში [VIDEO]
ინგლისის პრემიერშიპი ახალ წესებზე უარს ამბობს
ულამაზესი ინდივიდუალური ლელოები [VIDEO]
"შერკინებები ძველებურად იქნება" - ახალი ზელანდიის უარი "მსოფლიო რაგბის" ახალ წესებს
ტოპ 10 მსაჯი, რომელთაც ყველაზე მეტ მატჩში უმსაჯიათ