დიდი 10, მსაჯების სტატისტიკა: ვის რამდენი ბარათი აქვს ნაჩვენები?

დიდი 10, მსაჯების სტატისტიკა: ვის რამდენი ბარათი აქვს ნაჩვენები?

დიდი 10-ის 2019/2020 წლების სეზონის პირველი წრის დასრულებამდე ერთი ტურიღა რჩება, რომელიც ხვალ, ზეგ და მაზეგ გაიმართება. 

გადავწყვიტეთ, რომ ყურადღება მსაჯებზე მიგვეპყრო და მათ სტატისტიკაზე გვესაუბრა. ჩატარებული 40 შეხვედრიდან, 35 მატჩი ქართველმა მსაჯებმა განსაჯეს და ხუთ შეხვედრას უცხოელები გაუძღვნენ. სულ ნაჩვენები იქნა 5 წითელი და 85 ყვითელი ბარათი, რაც საშუალოდ მატჩში 0.125 წითელი და 2.125 ყვითელი ბარათია.

ყველაზე მეტი 24 ყვითელი ბარათი თორნიკე გვირჯიშვილს აქვს ნაჩვენები, რაც საშუალოდ ყოველ მატჩში 3.42 სინბინს უდრის. წითელი ბარათის ჩვენება ყველაზე მეტჯერ, ორჯერ შოთა თევზაძეს მოუწია და მან ეს "იუნკერები" - "ლოკოკომოტივის" მატჩში გააკეთა. 

რაც შეეხება უცხოელ მსაჯებს, მათ ყვითელი ბარათი ოთჯერ აუფრიალეს მოთამაშეებს და ამ მხრივ, მათგან ყველაზე მეტად პორტუგალიელი რეფერი პაულო დუარტე გამოირჩა, რომელმაც ორი მორაგბე გაასინბინა.

იხილეთ მსაჯების სტატისტიკა

ნიკა ამაშუკელი: 5 მატჩი, 11 ყვითელი ბარათი

შოთა თევზაძე: 5 მატჩი, 10 ყვითელი ბარათი, 2 წითელი ბარათი

საბა აბულაშვილი: 6 მატჩი, 11 ყვითელი ბარათი

თორნიკე გვირჯიშვილი: 7 მატჩი, 24 ყვითელი ბარათი, 1 წითელი ბარათი

სულხან ჩიხლაძე: 7 მატჩი, 12 ყვითელი ბარათი, 1 წითელი ბარათი

ირაკლი ჭანუყვაძე:  5 მატჩი, 13 ყვითელი ბარათი

ელგან უილიმსი (უელსი): 1 მატჩი, 0 ბარათი

მაიკლ ინგლიში (უელსი): 1 მატჩი, 0 ბარათი

პაულო დუარტე (პორტუგალია): 1 მატჩი, 2 ყვითელი ბარათი

კრისტიან შერბანი (რუმინეთი): 1 მატჩი, 1 ყვითელი ბარათი

ჯანლუკა ნეტი (იტალია):  1 მატჩი, 1 ყვითელი ბარათი

კომენტარები

სუპერ რაგბი აოტეაროა: "ჰარიქეინსმა" დაძაბულ შეხვედრაში იმარჯვა [VIDEO]
რიჩი მო'უნგას გენიალური თამაში "ბლუზის" წინააღმდეგ [VIDEO]
"კრუსეიდერი" დამუარცხებელ სერიას აგრძელებს [VIDEO]
ვორათაზი - ვესტერნ ფორსი [თამაშის ბმულები]
კრუსეიდერსი - ბლუზი [თამაშის ბმულები]
ყველა ქართული ლელო, რომლებიც რუსეთის ჩემპიონატის ოთხ ტურში დაიდო [VIDEO]
არგენტინის ნაკრების ყოფილი ბურჯი ამერიკის ჩემპიონატში ითამაშებს
ჯორჯი "სარასენსის" ერთგულია
ოფიციალურად: 2020 წელს დაგეგმილი კიდევ ორი სანაკრებო ტურნირი გაუქმდა
"კლერმონს" იაპონელი ვარსკვლავი შეუერთდა