"ტულონმა" არგენტინის ნაკრების მორაგბე დაიმატა

"ტულონმა" არგენტინის ნაკრების მორაგბე დაიმატა

არგენტინის ნაკრების და "ხაგუარესის" გარემარბი რამირო მოჟანო, კარიერას "ტულონში" განაგრძობს. აღნიშნული ინფორმაცია ფრანგული გრანდის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

ის ზღვისპირელებს უახლოეს დღეებში შეუერთდება, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და "სტად მაიოლზე" მიმდინარე სეზონის ბოლომდე იასპარეზებს. 29 წლის ფრთას აქამდე უცხოეთში არასდროს არ უთამაშია და ოთხი სეზონი "ხაგუარესში" ირჯებოდა, რომლის რიგებშიც სუპერ რაგბიში 40 შეხვედრა ჩაატარა და 17 ლელო გაიტანა. იქამდე კი, ხუთი წლის განმავლობაში არგენტინული კლუბის "პამპას XV"-ის ღირსებას იცავდა და უმეტესად ვოდაკომის თასზე უწედა თამაში. 

მოჟანოს არგენტინის ნაკრების კვართით 35-ჯერ უთამაშია და 8 ლელოს დადება შეძლო. 

ამრიგად, მოჟანო გახდა მეექვსე მორაგბე, რომელმაც 2019 წლის სუპერ რაგბის დასრულების შემდეგ "ხაგუარესი" დატოვა და ევროპაში სათამაშოდ გადავიდა. იმასაც შეგახსენებთ, რომ არგენტინელებმა განვლილ ზე-რაგბიში ფინალში გასვლა მოახერხეს, სადაც კრაისტჩერჩში "კრუსეიდერსთან" დამარცხდნენ, რომელმაც ზედიზედ მესამედ იჩემპიონა. 

კომენტარები

სუპერ რაგბი აოტეაროა: "ჰარიქეინსმა" დაძაბულ შეხვედრაში იმარჯვა [VIDEO]
რიჩი მო'უნგას გენიალური თამაში "ბლუზის" წინააღმდეგ [VIDEO]
"კრუსეიდერი" დამუარცხებელ სერიას აგრძელებს [VIDEO]
ვორათაზი - ვესტერნ ფორსი [თამაშის ბმულები]
კრუსეიდერსი - ბლუზი [თამაშის ბმულები]
ყველა ქართული ლელო, რომლებიც რუსეთის ჩემპიონატის ოთხ ტურში დაიდო [VIDEO]
არგენტინის ნაკრების ყოფილი ბურჯი ამერიკის ჩემპიონატში ითამაშებს
ჯორჯი "სარასენსის" ერთგულია
ოფიციალურად: 2020 წელს დაგეგმილი კიდევ ორი სანაკრებო ტურნირი გაუქმდა
"კლერმონს" იაპონელი ვარსკვლავი შეუერთდა