"პირდაპირ დამადო თავისი მედალი" - ფაფ დე კლერკი ინგლისის ნაკრების ვარსკვლავს დასცინის

"პირდაპირ დამადო თავისი მედალი" - ფაფ დე კლერკი ინგლისის ნაკრების ვარსკვლავს დასცინის

სამხრეთ აფრიკის ნაკრების ჰავბექმა ფაფ დე კლერკმა ღიად გაამასხარავა ინგლისის ნაკრების ვარსკვლავი და სეილ შარქსში მისი თანაგუნდელი ტომ ქარი სამხრეთ აფრიკის მიერ მსოფლიო თასის ფინალში ინგლისზე გამარჯვების გამო.

სეილ შარქსის ეს ორი მორაგბე მსოფლიო თასის ფინალში ერთმანეთის წინააღმდეგ თამაშობდა, როდესაც სამხრეთ აფრიკამ ინგლისი 32:12 დაამარცხა და მსოფლიო თასი მესამედ მოიპოვა.

დე კლერკი სამხრეთ აფრიკაში გამართული ხანგრძლივი ზეიმის შემდეგ, ახლახანს დაბრუნდა ინგლისურ კლუბში  და ფინალში მარცხის გამო ტომ ქარის უკვე დასცინის.

The Times-თან ინტერვიუში ქარიმ განაცხადა, რომ მაშინ როდესაც ის მაქსიმალურად ცდილობს ფინალში მარცხი დაივიწყოს, დე კლერკი საწინააღმდეგოს აკეთებს.

ქარიმ გაიხსენა, რომ როდესაც სამშაბათს გუნდის შეხვედრაზე იმყოფებოდა მხარზე რაღაც ნივთი იგრძნო და როდესაც მოიხედა ეს ფაფ დე კლერკის მსოფლიო თასის ფინალში გამარჯვებულისთვის განკუთვნილი მედალი იყო.

"ვფიქრობ, რომ მას გამარჯობაც კი არ უთქვამს, პირდაპირ დამადო თავისი მედალი მხარზე" - განაცხადა ქარიმ.

ამის საპასუხოდ დე კლერკმა ხუმრობით განაცხადა, რომ უბრალოდ მედლის ჩვენება უნდოდა ტომისთვის. 

აღნიშნულმა ფაქტმა სარაგბო სამყაროში უკვე დიდი მხიარულება გამოიწვია. 


 

კომენტარები

სუპერ რაგბი აოტეაროა: "ჰარიქეინსმა" დაძაბულ შეხვედრაში იმარჯვა [VIDEO]
რიჩი მო'უნგას გენიალური თამაში "ბლუზის" წინააღმდეგ [VIDEO]
"კრუსეიდერი" დამუარცხებელ სერიას აგრძელებს [VIDEO]
ვორათაზი - ვესტერნ ფორსი [თამაშის ბმულები]
კრუსეიდერსი - ბლუზი [თამაშის ბმულები]
ყველა ქართული ლელო, რომლებიც რუსეთის ჩემპიონატის ოთხ ტურში დაიდო [VIDEO]
არგენტინის ნაკრების ყოფილი ბურჯი ამერიკის ჩემპიონატში ითამაშებს
ჯორჯი "სარასენსის" ერთგულია
ოფიციალურად: 2020 წელს დაგეგმილი კიდევ ორი სანაკრებო ტურნირი გაუქმდა
"კლერმონს" იაპონელი ვარსკვლავი შეუერთდა