ოფიციალურად: ავსტრალიას ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

ოფიციალურად: ავსტრალიას ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

ავსტრალიის ნაკრებს "გლაზგო უორიორსის" მთავარი მწვრთნელი დეივ რენი ჩაიბარებს. აღნიშნული ინფორმაცია ავსტრალიის რაგბის კავშირის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

55 წლის სპეციალისტი შოტლანდიურ კლუბს სეზონის ბოლომდე გაწვრთნის, 2020 წელს კი "ვოლაბებს" შეუერთდა და 3.5 წელი ედგება სათავეში. მისი კონტრაქტი 2023 წლის მსოფლიო თასის დასრულებამდეა გათვლილი.

ახალზელანდიელი მწვრთნელი "გლაზგო უორიორსში" 2017 წლიდან მუშაობს. იქამდე კი, ხუთი სეზონის განმავლობაში "ჩიფსს" ედგა სათავეში, ახალი ზელანდიის 20-წლამდელთა ნაკრებს ედგა სათავეში (2008-2010), 2005-2011 წლებში "მანავატუში" მუშაობდა და იქამდე "ჰარიქეინსის" სამწვრთნელო შტაბში გახლდათ. 

შეგახსენებთ, რომ მაიკლ ჩეკამ ავსტრალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი მას შემდეგ დატოვა, რაც "ვოლაბებმა" მსოფლიო თასის მეოთხედფინალში ინგლისთან უშანსოდ წააგეს. 

ფოტო: დეივ რენი

კომენტარები

სუპერ რაგბი აოტეაროა: "ჰარიქეინსმა" დაძაბულ შეხვედრაში იმარჯვა [VIDEO]
რიჩი მო'უნგას გენიალური თამაში "ბლუზის" წინააღმდეგ [VIDEO]
"კრუსეიდერი" დამუარცხებელ სერიას აგრძელებს [VIDEO]
ვორათაზი - ვესტერნ ფორსი [თამაშის ბმულები]
კრუსეიდერსი - ბლუზი [თამაშის ბმულები]
ყველა ქართული ლელო, რომლებიც რუსეთის ჩემპიონატის ოთხ ტურში დაიდო [VIDEO]
არგენტინის ნაკრების ყოფილი ბურჯი ამერიკის ჩემპიონატში ითამაშებს
ჯორჯი "სარასენსის" ერთგულია
ოფიციალურად: 2020 წელს დაგეგმილი კიდევ ორი სანაკრებო ტურნირი გაუქმდა
"კლერმონს" იაპონელი ვარსკვლავი შეუერთდა