საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონს შეხვდება?

საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონს შეხვდება?

გუშინ ცნობილმა სამხრეთ აფრიკულმა სპორტულმა გამოცემამ Sport24.co.za-მ ძალიან საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა. 

ზემოხსენებულ გამოცემას სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირის სპიკერმა ენდი კოლქუონმა განუცხადა, რომ ივლისის ტესტების მესამე მატჩს მეორე დონის გუნდის წინააღმდეგ გამართავენ. 2019 წლის მსოფლიო თასის გამარჯვებული 4 და 11 ივლისს შინ შოტლანდიას ეთამაშება, ხოლო მესამე ტესტი ვაკანტურია და როგორც გაირკვა, ეს მეორე ეშელონის ქვეყანა იქნება.

ვინ შეიძლება ეს მოწინააღმდეგე იყოს? როგორც Sport24.co.za წერს, "სპრინგბოკსისთვის" ყველაზე მიმზიდველი იაპონიის ნაკრებთან თამაში უნდა იყოს, რომელიც მსოფლიო თასის მეოთხედფინალში გავიდა და სწორედ სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა. "საკურები" კვლავ მეორე დონის ქვეყნებში გადიან, თუმცა მსოფლიო თასის მასპინძლობის და ასეთი წარმატების ფონზე, მას მაღალი დონის ტესტების დეფიციტი ნამდვილად არ აქვს, რისი დასტურიც ის გახლავთ, რომ 4 და 11 ივლისს ინგლისს უმასპინძლებენ. იაპონიას სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ სტუმრად არასდროს უთამაშია, თუმცა რამდენად სურს იაპონიას ივლისში გასვლაზე თამაში, როდესაც შინ შეუძლია მაღალი ტესტის დაგეგმვა, ეგ საკითხავია. 

გარდა ამისა, როგორც ხსენებული გამოცემა წერს, სამხრეთ აფრიკის მეტოქე 18 ივლისს, შესაძლოა იყოს: საქართველო, ფიჯი, ტონგა, სამოა, აშშ ან ურუგვაი. ცნობილია, რომ აშშ 11 ივლისს ნიუ იორკში ფრანგ ბარბაროსებს დაუპირისპირდება, ურუგვაი სავარაუდოდ ერთა თასზე ითამაშებს, რომელშიც მეორე და მესამე დონის ქვეყნები იღებენ მონაწილეობას, ხოლო სხვა გუნდების ამბები ჯერჯერობით უცნობია.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქართველოს და სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირებს ერთმანეთთან მეგობრული ურთიერთობა აქვთ, რაც თუნდაც იმაში გამოიხატება, რომ მომდევნო თვეში საქართველოში სამხრეთ აფრიკის ახალგაზრდული გუნდი ჩამოვა და "უმცროს ბორჯღალოსნებს" მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის მომზადებაში დაეხმარება. გარდა ამისა, 20-წლამდელთა ნაკრები ბოლო ორი წელია სამხრეთ აფრიკაში ჩადის და ტურნირისთვის იქ ემზადება, ურთიერთობები აისახება 7-კაცას ტურნირებშიც და სხვა. შესაბამისად, გამორიცხული არაა, რომ ასეთმა ურთიერთობამ თავი იჩინოს და საქართველო მსოფლიო ჩემპიონს მართლაც ესტუმროს. ეს ნამდვილად დიდებული სანახავი იქნება. ვნახოთ რა გამოვა.

კომენტარები

"მონპელიე" 2020/2021 - 39 პროფესიონალი, 27 ჟიფი და 2 ქართველი
ოფიციალურად: კონსტანტინე მიქაუტაძემ "მონპელიე" დატოვა
NRL: იკუვალუს ხუთი ლელო ერთ შეხვედრაში [VIDEO]
როდესაც პასი არასწორია [VIDEO]
დავით ბარბაქაძემ "ლოკომოტივი" დაალელოვა [VIDEO]
"7 ნოემბერს საფრანგეთი არ ითამაშებს" - საქართველოსთან ტესტი საეჭვოა?
ლოკომოტივი - ბულავა: 9 ქართველი ორივე გუნდის რიგებიდან [პირდაპირი ეთერი]
ჩესლინ კოლბი: "ყველა ჩემზე ორჯერ დიდი იყო"
ლექსო ყაულაშვილი: "კონკურენცია უფრო მეტ მოტივაციას მაძლევს, რომ განვვითარდე"
"ლესტერ ტაიგერსმა" ინგლისის ნაკრების ვარსკვლავებთან კონტრაქტები გაახანგრძლივა