ოფიციალურად: ჯეიმი ჯოზეფმა იაპონიის ნაკრებთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

ოფიციალურად: ჯეიმი ჯოზეფმა იაპონიის ნაკრებთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

იაპონიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჯეიმი ჯოზეფმა კონტრაქტი გაახანგრძლივა, რომლის მიხედვითაც "საკურებს" 2023 წლამდე გაწვრთნის.

49 წლის სპეციალისტი იაპონიის ნაკრებში 2016 წლიდან მუშაობს და მისი ხელმძღვანელობით აზიელები პირველად გავიდნენ მსოფლიო თასის მეოთხედფინალში. 

აღსანიშნავია, რომ ჯოზეფი ახალი ზელანდიის ნაკრების მწვრთნელობის ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად გავიხილებოდა, თუმცა მან "ოლ ბლექსზე" ფიქრი შეწყვიტა და ამომავალი მზის ქვეყანაში დარჩენა გადაწყვიტა. შესაბამისად, ახალი ზელანდიის ახალი მწვრთნელის პოსტზე ორი უმთავრესი კანდიდატურა გამოიკვეთა: "კრუსეიდერსის" მწვრთნელი სკოტ რობერტსონი და აწ უკვე ყოფილი მწვრთნელის სტივ ჰანსენის თანაშემწე, იან ფოსტერი.

ახალი ზელანდიის რაგბის კავშირი კი ჯოზეფის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და მას იაპონიაში დარჩენა მიულოცა. 

კომენტარები

"მონპელიე" 2020/2021 - 39 პროფესიონალი, 27 ჟიფი და 2 ქართველი
ოფიციალურად: კონსტანტინე მიქაუტაძემ "მონპელიე" დატოვა
NRL: იკუვალუს ხუთი ლელო ერთ შეხვედრაში [VIDEO]
როდესაც პასი არასწორია [VIDEO]
დავით ბარბაქაძემ "ლოკომოტივი" დაალელოვა [VIDEO]
"7 ნოემბერს საფრანგეთი არ ითამაშებს" - საქართველოსთან ტესტი საეჭვოა?
ლოკომოტივი - ბულავა: 9 ქართველი ორივე გუნდის რიგებიდან [პირდაპირი ეთერი]
ჩესლინ კოლბი: "ყველა ჩემზე ორჯერ დიდი იყო"
ლექსო ყაულაშვილი: "კონკურენცია უფრო მეტ მოტივაციას მაძლევს, რომ განვვითარდე"
"ლესტერ ტაიგერსმა" ინგლისის ნაკრების ვარსკვლავებთან კონტრაქტები გაახანგრძლივა