19 წ. | დასკვნითი შეკრება 2-მატჩა სერიამდე

19 წ. | დასკვნითი შეკრება 2-მატჩა სერიამდე

უმცროსი ბორჯღალოსნები 2020 წელს იტალიაში გასამართი ახალგაზრდუი მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადებიან და პირველ მაღალი დონის საკონტროლო მატჩს დეკემბრის დასაწყისში გამართავენ.

ნოემბრის ბოლოს საქართველოში სამხრეთ აფრიკის 19-წლამდელთა ნაკრები ჩამოვა, რომელიც უმცროს ბორჯღალოსნებთან ერთად 19 წლამდელთა საერთაშორისო 2-მატჩა სერიას ითამაშებენ.

სერიის პირველი მატჩი 2 დეკემბერს თბილისში, „შევარდენზე“, ხოლო მეორე 5 დეკემბერს რუსთავი არენაზე გაიმართება. შეხვედრის დაწყების ზუსტ დროს მოგვიანებით გაცნობებთ. 

„უმცროსმა ბოკემ“ ქართული ტურნესთვის 30-კაციანი შემადგენლობა უკვე დაასახელა და მათ შორის 6 ისეთი მორაგბეა, რომლებმაც წლევანდელ 20-წლამდელთა ჩემპიონატში ითამაშეს და მე-3 ადგილი დაიკავეს.

აღსანიშნავია, რომ უმცროსი ბორჯღალოსნები სამხრეთ აფრიკელ თანატოლებს მოსამზადებელ პერიოდში შარშან და შარშანწინაც ეთამაშნენ, თუმცა ორივე შემთხვევაში სტუმრად, ახლა კი ისინი თავად გვეწვევიან.

შეკრებაზე 42 მორაგბით

უმცროსი ბორჯღალოსნები სამხრეთ აფრიკასთან მატჩამდე „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე შეკრებაზე 22 ნოემბერს, 42-კაციანი შემადგენლობით შევლენ. შეკრებაზე ყველა ის მორაგბე ვერ მოხვდა, რომლებიც გაფართოებულ შემადგენლობაში მოიაზრებიან და მათ შანსი მომდევნო შეხვედრებში მიეცემათ.

შეკრებაზე მყოფ მორაგბეთაგან 22 მორკინალი და 20 ხაზის მოთამაშეა. მორკინალებიდან 3 და ხაზის მოთამაშეებიდან ერთი მორაგბე ლეგიონერია, დანარჩენები კი ქართულ კლუბებში ირჯებიან. 

გუნდის ერთ-ერთი მწვრთნელი ზურაბ ამონაშვილი ამბობს, რომ შეკრებაზე ვერ ჩამოდის რამდენიმე ლეგიონერი. გარდა ამისა, გაფართოებული სიიდან შეკრების გარეთ კიდევ რამდენიმე მოთამაშე დარჩა და ისინი შანსს მომავალ შეხვედრებში მიიღებენ:

„მოთამაშეებს კლუბებთან ვალდებულებები აქვთ და რადგან სამხრეთ აფრიკასთან არაოფიციალური შეხვედრები გვაქვს, მათი გამოძახება ვერ მოხერხდა. მაგალითისთვის მიხეილ ალანია, რომელსაც 20-წლამდელთა ჩემპიონატზე თამაშის გამოცდილება აქვს და ვანო კარკაძე, რომელმაც ეროვნულ ნაკრებთან ერთად მსოფლიო თასზე ითამაშა, სამხრეთ აფრიკასთან ვერ დაგვეხმარება. 

„გარდა ამისა, გაფართოებული შემადგენლობიდან შეკრების მიღმა კიდევ რამდენიმე მოთამაშე დარჩა, თუმცა ისინი შემდგომ ვარჯიშებში აუცილებლად შემოგვიერთდებიან. ეს ეხება 2001 წელს დაბადებულ მორაგბეებს, რომელთაც ასაკობრივ ნაკრებში თამაში 2021 წელსაც უწევთ. არაა გამორიცხული, რომელიმე, ან რამდენიმე მათგანი შემდეგ თამაშებში დაგვემატოს, ან სულაც მთავარ ტურნირზე გაემგზავროს. მათ არ დაუმთავრებიათ ნაკრებთან ურთიერთობა!

იმ 42 მორაგბეს, რომლებიც შეკრებაზე შევლენ, ვარჯიშებზე მოუწევთ საკუთარი უპირატესობის დამტკიცება და სამხრეთ აფრიკასთან სერიის მატჩებისთვის შემადგენლობაში მოსახვედრად ბრძოლა:

„ეს ფესტივალი არაა, თავიდანვე გადაწყვეტილი რომ გვქონდეს ყველას თამაში. თამაშებამდე საწვრთნელი პროცესი გვექნება და შემადგენლობას მოთამაშეთა ფორმის მიხედვით შევარჩევთ. თუმცა შევეცდებით რაც შეიძლება მეტი მოთამაშე გავსინჯოთ“ - ამბობს ამონაშვილი. 

2016 წლის შემდეგ, უმცროსი ბორჯღალოსნები 20-წლამდელთა 12-გუნდა მსოფლიო ჩემპიონატს ზედიზედ მეხუთედ ითამაშებს და წელს პირველად ხდება, რომ ძლიერ მეტოქესთან ტესტ-მატჩები მზადების ასე ადრეულ ეტაპზე ექნება. ამ ფაქტს დადებითად აფასებს ამონაშვილი:

„რაც მეტი ასეთი თამაში გვექნება, მით უკეთესი ნაკრების მოსამზადებლად. მოგეხსენებათ, ამ მორაგბეთა უმეტესობა შიდა ჩემპიონატებში (დიდი 10, პირველი ლიგა) თამაშობს. მიუხედავად იმისა, რომ დიდ 10-ში მრავლადაა სანახაობრივი და დაძაბული შეხვედრები, სათამაშო ტემპი ისეთი არაა, როგორიც მსოფლიოზე გველის. რაც მალე ნახავენ მოთამაშეები სად უნდა მივიდეთ, რაც მალე გაივლიან ადაპტაციას ასეთ ტემპთან, მით უკეთესი. 

„მოედანზე რა თქმა უნდა მხოლოდ მოსაგებად გავალთ, მაგრამ ამ ეტაპზე გვირჩევნია რთულ მეტოქეებთან დავინახოთ პრობლემები, წერტილები, სადაც უფრო მეტი გვაქვს სამუშაო. ამ ფორმაციის ნაკრებს ერთად ჯერ არ უთამაშია და საინტერესო იქნება მოთამაშეების რეალური წნეხის ქვეშ ნახვა. მორაგბეები ნახავენ, თუ რასთან ექნებათ საქმე მსოფლიოზე და მწვრთნელებიც დავინახავთ თუ რა შედეგი მოაქვს ჩვენს მიერ აქამდე გაწეულს სამუშაოს“.

სამხრეთ აფრიკასთან ორმატჩიანი სერიის შემდეგ, უმცროსი ბორჯღალოსნები დაისვენებენ და მომდევნო შეკრებაზე იანვარში შევლენ.  

შეკრებაზე შედიან

შერკინება 

პირველი ხაზი: ლუკა ახვლედიანი (არმაზი, 1), ნუგზარ სომხიშვილი (არმია, 1), გიორგი ჭანია (ლელო-სარასენსი, 1); საბა კურატაშვილი (არმაზი, 2), გუგა ტაბატაძე (ლელო-სარასენსი, 2), ლუკა პეტრიაშვილი (ხვამლი, 2), საბა ხონელიძე (აია, 2); მამეკ მსტოიანი (აკადემია, 3), ირაკლი მჭედლიძე (ლელო-სარასენსი, 3), ნიკა ნარმანია (არმაზი, 3);

მეორე ხაზი (4-5): ლუკა მაჭარაშვილი (ორიაკი), ვლადიმერ ჩაჩანიძე (ბეიონი), ვაჟა მაისურაძე (ლელო-სარასენსი), გიორგი სინაურიძე (აია);

მესამე ხაზი: ლუკა ივანიშვილი (ჯიქი, 5-6), ბექა ყორიაული (ლელო-სარასენსი), თორნიკე ზაქარიაძე (ლელო-სარასენსი), იოანე იაშაღაშვილი (ბეიონი), საბა კურტანიძე (ხვამლი), ანდრო ღარიბაშვილი (ხარები), ლუკა კოხია (არმაზი), დავით ლომიძე (ხარები).

ხაზი

9: გიორგი მარგალიტაძე (ლელო-სარასენსი), გუგა მარგველაშვილი (აია), ლუკა მატკავა (არმაზი);

10: სანდრო მარგიანი (აკადემია), სერგი ჩხაიძე (იუნკერები);

12-13: გივი ცინცაძე (არმაზი), ირაკლი სიმსივე (აია), ლაშა ლომიძე (აია), დემურ თაფლაძე (ლელო-სარასენსი), ლუკა ხეხელაშვილი (ლელო-სარასენსი), ზაურ ლუტიძე (ხვამლი);

11-14: ზურაბ ქავთარაძე (ხარები), ლევან ბრაგვაძე (არმაზი), დავით გასვიანი (აია), თეიმურაზ კოხოძე (აია), ოთარ ლაშხი (ლელო-სარასენსი), თეიმურაზ ჭიჭინაძე (ორიაკი, 11-15), ნიკოლოზ ძნელაძე (აია, 11-15), დავით გობეჯიშვილი (აია, 10-15);

15: გიორგი მიქანაძე (აკადემია). 

rugby.ge

კომენტარები

ისრაელ ფოლაუმ მუხლის მოდრეკაზე უარი განაცხადა
სუპერ რაგბი ავსტრალიის მეხუთე ტურის საუკეთესო ლელო [VIDEO]
სუპერ რაგბი აოტეაროას მერვე ტურის საუკეთესო ლელო [VIDEO]
საქართველო და შემოდგომის ტესტები: რატომ არ ფიქრობენ მეორე დონის ქვეყნები ტურნირის შექმნაზე?
ვანო კარკაძე მოედანს დიდი ხნით ჩამოშორდა
მსოფლიო რაგბიმ ფიჯისთან საქართველოს 20 წლამდე ნაკრების დრამატული გამარჯვება გაიხსენა [VIDEO]
ბლუზი კრუსეიდერსს მიუახლოვდა [VIDEO]
დავით კაჭარავა: "ფორმაში შესასვლელად თამაშები გვჭირდება"
ქართველმა მორაგბეებმა გასაჭირში მყოფ "ნანტს" უერთგულეს
არგენტინის ნაკრები 4 ერის დაწყებამდე სამ მატჩს გამართავს