ტულონს ბექა გიგაშვილის მთავარი კონკურენტი გამოაკლდა?

ტულონს ბექა გიგაშვილის მთავარი კონკურენტი გამოაკლდა?

დღეს ფრანგული ტულონის გულშემატკივართათვის სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა, Var Matin-ის მიხედვით ტულონის სამხრეთ აფრიკელი მარჯვენა ბურჯი მარსელ ვან დერ მერვე ტრავმირებულია და შესაძლოა რამდენიმე კვირის გამოტოვება მოუწიოს.

როგორც ირკვევა ვან დერ მერვემ ტრავმა ორშაბათს ვარჯიშისას მიიღო. რეგიონული გამოცემის ინფორმაციით სამხრეთ აფრიკელ მორაგბეს დღის ბოლოს სამედიცინო ტესტი უნდა გაევლო, თუმცა მურად ბურჯელალის კლუბს ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადება ჯერ არ გაუკეთებია. ამის მიუხედავად Var Matin-ის ინფორმაციით ვან დერ მერვეს რამდენიმე კვირის გამოტოვება ემუქრება.

შეგახსენებთ, რომ ტულონში გადავიდა ქართველი ბურჯი ბექა გიგაშვილი, რომელსაც როგორც მარჯვენა ისე მარცხენა ბურჯის პოზიციაზე შეუძლია თამაში და პარასკევს მისი დებიუტი კლუბში მარცხენა ბურჯის პოზიციაზე შედგა. თუმცა აქამდე ნაკრებში და კლუბშიც მისი ძირითადი პოზიცია მაინც მარჯვენა ბურჯი იყო და ვან დერ მერვეს არ ყოფნის პირობებში თავის დამკვიდრების კარგი შანსი ექნება.

კომენტარები

"მონპელიე" 2020/2021 - 39 პროფესიონალი, 27 ჟიფი და 2 ქართველი
ოფიციალურად: კონსტანტინე მიქაუტაძემ "მონპელიე" დატოვა
NRL: იკუვალუს ხუთი ლელო ერთ შეხვედრაში [VIDEO]
როდესაც პასი არასწორია [VIDEO]
დავით ბარბაქაძემ "ლოკომოტივი" დაალელოვა [VIDEO]
"7 ნოემბერს საფრანგეთი არ ითამაშებს" - საქართველოსთან ტესტი საეჭვოა?
ლოკომოტივი - ბულავა: 9 ქართველი ორივე გუნდის რიგებიდან [პირდაპირი ეთერი]
ჩესლინ კოლბი: "ყველა ჩემზე ორჯერ დიდი იყო"
ლექსო ყაულაშვილი: "კონკურენცია უფრო მეტ მოტივაციას მაძლევს, რომ განვვითარდე"
"ლესტერ ტაიგერსმა" ინგლისის ნაკრების ვარსკვლავებთან კონტრაქტები გაახანგრძლივა