"სარასენსის" აპელაცია არ დააკმაყოფილეს და ლონდონურმა გრანდმა ბოლო ადგილზე გადაინაცვლა

"სარასენსის" აპელაცია არ დააკმაყოფილეს და ლონდონურმა გრანდმა ბოლო ადგილზე გადაინაცვლა

ფოტო: "გლოსტერის" გულშემატკივრების ტრანსფარატი 9 ნოემბერს, "სარასენსთან" გამართულ მატჩში. 

როგორც მოგეხსენებათ, ორი კვირის წინ, დამოუკიდებელმა სადისციპლინო კომიტეტმა, ინგლისის და ევროპის ჩემპიონთა თასის მოქმედი ჩემპიონი "სარასენსი" უმკაცრესად დასაჯა.

ლონდონურ გრანდს ბრალი სახელფასო ჭერის ლიმიტის დარღვევაში დასდეს, რისთვისაც, მას პრემიერშიპში 35 ქულა დააკლეს და 5.3 მილიონი გირვანქა სტერლინგით დააჯარიმეს. გამოძიება აპრილიდან მიმდინარეობდა და დაადგინეს, რომ სახელფასო მაქსიმუმზე არგადაცილების მიზნით, კლუბის ხელმძღვანელობა მოთამაშეებს სხვადასხვა ბიზნესებში რთავდა. 

"სარასენსი" გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა და გაასაჩივრა, თუმცა გუშინ ცნობილი გახდა, რომ ლონდონური გრანდის აპელაცია დაკმაყოფილებული არ იქნა და შესაბამისად, გუნდი უმძიმეს ვითარებაში აღმოჩნდა. იმის ნაცვლად, რომ "სარასენსი" 13 ქულით მესამე ადგილზე იყოს, ახლა მარკ მაკქოლის შეგირდები -22 ქულით ინგლისის ჩემპიონატის ფსკერზე იმყოფებიან და მის წინ მყოფ "ლესტერ ტაიგერსს" 26 ქულით ჩამორჩებიან. სავარაუდოდ, სახელფასო ჭერის შესამცირებლად, მათ რამდენიმე მოთამაშის გაშვებაც მოუწევთ. 

კომენტარები

"მონპელიე" 2020/2021 - 39 პროფესიონალი, 27 ჟიფი და 2 ქართველი
ოფიციალურად: კონსტანტინე მიქაუტაძემ "მონპელიე" დატოვა
NRL: იკუვალუს ხუთი ლელო ერთ შეხვედრაში [VIDEO]
როდესაც პასი არასწორია [VIDEO]
დავით ბარბაქაძემ "ლოკომოტივი" დაალელოვა [VIDEO]
"7 ნოემბერს საფრანგეთი არ ითამაშებს" - საქართველოსთან ტესტი საეჭვოა?
ლოკომოტივი - ბულავა: 9 ქართველი ორივე გუნდის რიგებიდან [პირდაპირი ეთერი]
ჩესლინ კოლბი: "ყველა ჩემზე ორჯერ დიდი იყო"
ლექსო ყაულაშვილი: "კონკურენცია უფრო მეტ მოტივაციას მაძლევს, რომ განვვითარდე"
"ლესტერ ტაიგერსმა" ინგლისის ნაკრების ვარსკვლავებთან კონტრაქტები გაახანგრძლივა