მიხეილ გაჩეჩილაძე ჩელენჯ თასის პირველი ტურის სიმბოლურში მოხვდა

მიხეილ გაჩეჩილაძე ჩელენჯ თასის პირველი ტურის სიმბოლურში მოხვდა

ცნობილმა ფრანგულმა სარაგბო გამოცემამ Allrugby.Com-მა ჩელენჯ თასის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა.

მეორე დონის ევროთასის კვირის საუკეთესო თხუთმეტეულში მოხვდა "ენისეის" მესამეხაზელი მიხეილ გაჩეჩილაძე.  მისი გუნდში კრასნოდარში "ვუსტერ უორიორსთან" დიდი სხვაობით 14:57 დამარცხდა, თუმცა ფრანგულმა გამოცემამ ქართველი მორკინალი მაინც გამოარჩია და სიმბოლურში შეიყვანა.

გაჩეჩილაძემ ბურთი 14-ჯერ წაიღო, 44 მეტრი მოიგო, 6 პასი და 3 ოფლოუდი გააკეთა, მეტოქე 14-ჯერ შებოჭა, მოწინააღმდეგეს ბურთი 2-ჯერ აართვა და ხაზი ერთხელ გაჭრა. 

შეგახსენებთ, რომ გასული სეზონის ჩელენჯ თასის ჯგუფურ ეტაპზე გაჩეჩილაძე ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე იყო ტურნირზე: ბურთის წაღებაში და გაკეთებულ ბოჭვებში ლიდერობდა, 6 შეხვედრა ჩაატარა და მეტოქეთა ლელო 2-ჯერ აიღო. 

მიუხედავად ამისა, ის მილტონ ჰეიგმა მსოფლიო თასის გაფართოებულ შემადგენლობაშიც კი არ შეიყვანა. მას საქართველოს ნაკრების კვართით 8-ჯერ უთამაშია და 2 ლელოს გატანა მოახერხა. 

კომენტარები

"მონპელიე" 2020/2021 - 39 პროფესიონალი, 27 ჟიფი და 2 ქართველი
ოფიციალურად: კონსტანტინე მიქაუტაძემ "მონპელიე" დატოვა
NRL: იკუვალუს ხუთი ლელო ერთ შეხვედრაში [VIDEO]
როდესაც პასი არასწორია [VIDEO]
დავით ბარბაქაძემ "ლოკომოტივი" დაალელოვა [VIDEO]
"7 ნოემბერს საფრანგეთი არ ითამაშებს" - საქართველოსთან ტესტი საეჭვოა?
ლოკომოტივი - ბულავა: 9 ქართველი ორივე გუნდის რიგებიდან [პირდაპირი ეთერი]
ჩესლინ კოლბი: "ყველა ჩემზე ორჯერ დიდი იყო"
ლექსო ყაულაშვილი: "კონკურენცია უფრო მეტ მოტივაციას მაძლევს, რომ განვვითარდე"
"ლესტერ ტაიგერსმა" ინგლისის ნაკრების ვარსკვლავებთან კონტრაქტები გაახანგრძლივა