თედო აბჟანდაძე: "ჩემი მიზანია, რომ რაც შეიძლება ბევრ მატჩში ვითამაშო"

თედო აბჟანდაძე: "ჩემი მიზანია, რომ რაც შეიძლება ბევრ მატჩში ვითამაშო"

საქართველოს ნაკრების 20 წლის მგეზავს თედო აბჟანდაძეს გასულ პარასკევს "ბრივის" ძირითად გუნდში დებიუტი ჰქონდა. თედომ ჩელენჯ თასზე "სტად ფრანსესთან" გასვლაზე მოგებულ (27:11) მატჩში ძირითად შემადგენლობაში 62-ე წუთამდე ითამაშა და ამ დროში 10 ქულის მოპოვება მოახერხა (ორი ჯარიმა და ორი გარდასახვა). გარდა ამისა, ძალიან კარგად ითამაშა დაცვაშიც და ერთ მომენტში "ბრივი" გარდაუვალი ლელოსგან იხსნა, როდესაც "სტად ფრანსეს" მორაგბე ლელოში იყო შესული და ბურთი ხელიდან გააგდებინა.

 თედო იქამდე ერთი კვირით ადრე ესპუარებში გამოჩნდა პირველად და ფრანგული პრესისგან ქება დაიმსახურა. შესაბამისად, მწვრთნელებმა კარგი გარჯა დაუფასეს და მალევე გამოუცხადეს ნდობა. ახალგაზრდა ქართველ ათ ნომერს საფრანგეთში დავუკავშირდით და "სტად ფრანსესთან" შეხვედრაზე და "ბრივში" გატარებული პირველი სამი კვირის შესახებ ვკითხეთ. 

- "ბრივში" 31 ოქტომბერს ივარჯიშე პირველად და აქედან ორ კვირაზე ნაკლებში ესპუარებში ითამაშე პირველად, ხოლო პარასკევს ძირითად გუნდში გქონდა დებიუტი. ელოდი თუ არა, რომ ასე სწრაფად განვითარდებოდა მოვლენები ამ მოკლე დროში და დებიუტი გექნებოდა ძირითად გუნდში? ასევე რომ თქვა, როგორ შეეგუე გუნდს და რამდენად კმაყოფილი ხარ პირველი 3 კვირით?

- სიმართე გითხრათ, თავიდან მეგონა, რომ ენობრივი ბარიერის გამო გამიჭირდებოდა და შესაძლოა, არ მეთამაშა, მაგრამ გუნდს კარგად შევეწყე, სათამაშო სისტემასაც ადვილად ავუღე ალღო და შესაბამისად, ჯერ ესპუარებში, შემდეგ კი ძირითად გუნდში მათამაშეს. 

- როგორ შეაფასებდი შენს დებიუტს ძირითად გუნდში? რამდენად კმაყოფილი დარჩი საკუთარი თავით და როგორ შეგაფასეს მწვრთნელებმა?

- შეიძლება ითქვას, რომ მეტიც შეიძლებოდა. შეცდომები მქონდა, რასაც მომდევნო თამაშებზე გამოვასწორებ. მწვრთნელებმა კი, დადებითად შემაფასეს.

- რას გამოყოფდი "სტად ფრანსესთან" თამაშში? საკლუბო რაგბიში ამ დონეზე პირველად ითამაშე და რა მიიქცია შენი ყურადღება განსაკუთრებით?

- გამოვყოფდი იმას, რომ უფრო სწრაფი თამაში მიდის და ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება მეტი ვითამაშოთ ბურთით.

- რა არის შენი მიზანი მიმდინარე სეზონში, როგორც ჩელენჯ თასზე, ასევე ტოპ 14-ში?

- ჩემი მიზანია, რაც შეიძლება ბევრ მატჩში ვითამაშო ამ სეზონში და დავიმკვიდრო გუნდში ადგილი.

იხილეთ აბჟანდაძის მომენტები "სტად ფრანსესთან"

კომენტარები

სუპერ რაგბი აოტეაროა: "ჰარიქეინსმა" დაძაბულ შეხვედრაში იმარჯვა [VIDEO]
რიჩი მო'უნგას გენიალური თამაში "ბლუზის" წინააღმდეგ [VIDEO]
"კრუსეიდერი" დამუარცხებელ სერიას აგრძელებს [VIDEO]
ვორათაზი - ვესტერნ ფორსი [თამაშის ბმულები]
კრუსეიდერსი - ბლუზი [თამაშის ბმულები]
ყველა ქართული ლელო, რომლებიც რუსეთის ჩემპიონატის ოთხ ტურში დაიდო [VIDEO]
არგენტინის ნაკრების ყოფილი ბურჯი ამერიკის ჩემპიონატში ითამაშებს
ჯორჯი "სარასენსის" ერთგულია
ოფიციალურად: 2020 წელს დაგეგმილი კიდევ ორი სანაკრებო ტურნირი გაუქმდა
"კლერმონს" იაპონელი ვარსკვლავი შეუერთდა