ბრწყინვალე სანახაობა ლონდონში: ბარბაროსებმა და ფიჯიმ შოუ დადგეს [VIDEO]

ბრწყინვალე სანახაობა ლონდონში: ბარბაროსებმა და ფიჯიმ შოუ დადგეს [VIDEO]

"ბარბაროსებმა" 2019 წლის ნოემბრის ტესტები ფიჯისთან მატჩით ლონდონში, "თვიქნემზე" დაიწყეს.

გუნდებმა ისე ითამაშეს, როგორც მათ სათამაშო ფილოსოფიას და სტილს შეესაბამება. შესაბამისად, სტადიონზე მისულმა გულშემატკივარმა შესანიშნავი სანახაობა და რაც მთავარია, ათი გატანილი ლელო იხილა: ხუთ-ხუთი თითოეული გუნდის შესრულებით.

"ბარბაროსების" რიგებში ითამაშეს მსოფლიო ჩემპიონებმა, მაკაზოლე მაპიმპიმ, ტენდაი მტავარირამ და ლუქანიო ამიმ. კაპიტანი რორი ბესტი იყო, რომელიც ამ მატჩების შემდეგ კარიერას დაარულებს ("ბარბაროსებს" წინ ბრაზილიასთან და უელსთან მატჩები აქვთ). ასევე გამოსარჩევია მატიო ბასტაროს და მორნი სტეინის თამაში. ფიჯელებმა კი გადახალისებული შემადგენლობით ითამაშეს, რადგანაც წამყვანი მოთამაშეები ევროპულ კლუბებს ცოტა ხნის წინ დაუბრუნდნენ და მათ აღარავინ გამოუშვებდა. მოთამაშეების დიდი ნაწილი მათი ფრენჩაიზიდან "ფიჯიან დრუადან" არიან, რომელმაც გასულ წელს ავსტრალიის ჩემპიონატში იპირველა. რამდენიმე მორაგბე ახალზელანდიაში და ავსტრალიაში ასპარეზობს, ხოლო ერთადერთი მესულამე კუნავულაა, რომელიც შოტლანდიურ "ედინბურგში" ირიცხება.

ტაიმი ფიჯელთა გამარჯვებით დასრულდა. გუნდებმა ორ-ორი ლელო დადეს, თუმცა "ბარბაროსებს" ერთი გარდასახვა გაუცუდდათ და ტაიმი 12:14 წააგეს. აღსანიშნავია, მატიო ბასტაროს ლელო. მეორე ნახევარში ორივე ლელო სამ-სამჯერ იქნა აღებული. გამოსარჩევია, მაკაზოლე მაპიმპის დუბლით და მორნი სტეინის ლელო. ფიჯელთაგან დაიერმაც დუბლი შეასრულა და აღსანიშნავია, რომ მატჩის დასრულებამდე სამი წუთით ადრე 16-ქულიანი სხვაობით იგებდა, თუმცა ბოლო ორ წუთში "ბარბაროსებმა" ორი გარდასახული ლელო დადეს და მცირე სხვაობით 31:33 წააგეს.

კომენტარები

"მონპელიე" 2020/2021 - 39 პროფესიონალი, 27 ჟიფი და 2 ქართველი
ოფიციალურად: კონსტანტინე მიქაუტაძემ "მონპელიე" დატოვა
NRL: იკუვალუს ხუთი ლელო ერთ შეხვედრაში [VIDEO]
როდესაც პასი არასწორია [VIDEO]
დავით ბარბაქაძემ "ლოკომოტივი" დაალელოვა [VIDEO]
"7 ნოემბერს საფრანგეთი არ ითამაშებს" - საქართველოსთან ტესტი საეჭვოა?
ლოკომოტივი - ბულავა: 9 ქართველი ორივე გუნდის რიგებიდან [პირდაპირი ეთერი]
ჩესლინ კოლბი: "ყველა ჩემზე ორჯერ დიდი იყო"
ლექსო ყაულაშვილი: "კონკურენცია უფრო მეტ მოტივაციას მაძლევს, რომ განვვითარდე"
"ლესტერ ტაიგერსმა" ინგლისის ნაკრების ვარსკვლავებთან კონტრაქტები გაახანგრძლივა