ჯონა ლომუს გარდაცვალებიდან ოთხი წელი გავიდა [VIDEO]

ჯონა ლომუს გარდაცვალებიდან ოთხი წელი გავიდა [VIDEO]

ლეგენდარული ჯონა ლომუს გარდაცვალებიდან ოთხი წელი გავიდა.

2015 წლის 18 ნოემბერს "ოლ ბლექსის" ლეგენდა გულის შეტევით ოკლენდში გარდაიცვალა. გულის შეტევა კი  თირკმლის დაავადებამ გამოიწვია, რამაც, ბევრის აზრით ყველა დროის საუკეთესო მორაგბის კარიერა ნაადრევად, 27 წლის ასაკში დაასრულა. ლომუ გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე ოჯახთან ერთად დიდი ბრიტანეთიდან დაბრუნდა, სადაც 2015 წლის მსოფლიო თასი გაიმართა, რომელიც "ოლ ბლექსის" გამარჯვებით დასრულდა და იქ ლომუ სხვადასხვა რეკლამებში იღებდა მონაწილეობას. ლეგენდარული მორაგბე ბრიტანეთში ყოფნის დროს დიალიზის მკურნალობას იღებდა, თუმცა მისი სიცოცხლე მოულოდნელად, ოთხი წლის წინ 40 წლის ასაკში შეწყდა.

როგორც ვთქვით, ის რაგბის გულშემატკივრების უმრავლესობის აზრით ყველა დროის საუკეთესო მორაგბეა. ის იყო ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, ვისაც კი "ოლ ბლექსში" უთამაშია (19 წლის და 54 დღის). ის არის მოთამაშე, რომელმაც რაგბის განვითარებაში და პროფესიონალურ სპორტად გახდომაში უდიდესი როლი შეასრულა. მან ახალი ზელანდიის ნაკრებში 63 კეპი მოიხვეჭა და 37 ლელო დადო. მსოფლიო თასებზე გატანილი აქვს 15 ლელო, რაც ბრაიან ჰაბანასთან ერთად, საუკეთესო მაჩვენებელია. ის 2011 წელს მსოფლიო რაგბის დიდების დარბაზში შეიყვანეს.

კომენტარები

"მონპელიე" 2020/2021 - 39 პროფესიონალი, 27 ჟიფი და 2 ქართველი
ოფიციალურად: კონსტანტინე მიქაუტაძემ "მონპელიე" დატოვა
NRL: იკუვალუს ხუთი ლელო ერთ შეხვედრაში [VIDEO]
როდესაც პასი არასწორია [VIDEO]
დავით ბარბაქაძემ "ლოკომოტივი" დაალელოვა [VIDEO]
"7 ნოემბერს საფრანგეთი არ ითამაშებს" - საქართველოსთან ტესტი საეჭვოა?
ლოკომოტივი - ბულავა: 9 ქართველი ორივე გუნდის რიგებიდან [პირდაპირი ეთერი]
ჩესლინ კოლბი: "ყველა ჩემზე ორჯერ დიდი იყო"
ლექსო ყაულაშვილი: "კონკურენცია უფრო მეტ მოტივაციას მაძლევს, რომ განვვითარდე"
"ლესტერ ტაიგერსმა" ინგლისის ნაკრების ვარსკვლავებთან კონტრაქტები გაახანგრძლივა