"სარასენსი" პარიზში უშანსოდ დამარცხდა, ნარიაშვილის "მონპელიემ" ბრძოლაში წააგო

"სარასენსი" პარიზში უშანსოდ დამარცხდა, ნარიაშვილის "მონპელიემ" ბრძოლაში წააგო

კვირას ევროპის ჩემპიონთა თასის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის სამი შეხვედრა გაიმართა.

ტურის ერთ-ერთი გამორჩეული დაპირისპირება "პარიზ ლა დეფენს არენაზე" გაიმართა, სადაც ადგილობრივი "რასინგ 92" მოქმედ ჩემპიონს "სარასენსს" დაუხვდა და 20275 გულშემატკივრის თვალწინ უშანსოდ დაამარცხა.

"სარასენსმა" გადახალისებული შემადგენლობით ითამაშა და ინგლისის ნაკრების მორაგბეებს არ უთამაშიათ. გუნდის ლიდერების გარეშე კი ძალიან გაუჭირდათ და პარიზული კლუბის წინააღმდეგ ვერაფერი გააწყეს. ტაიმი 18:3 დასრულდა. ლელოები ვირიმი ვაკატავამ და ტედი ტომამ დადეს, რომელთაგან ერთი მაქსიმ მაშნომ გარდასახა და ორი ჯარიმაც გაიტანა, ხოლო სტუმართაგან ერთი ჯარიმა ზუსტად ბენ სპენსერმა შეასრულა.

მეორე ნახევარში მასპინძლებმა კიდევ ორი ლელო დადეს, რისთვისაც ბონუსიც ერგოთ. მაშნომ ერთი გარდასახვა გაიტანა, ხოლო ლელოები ფინ რასელმა და ვენსელას ლორემ დადეს. სტუმართაგან პრესტიჟის ლელო ალექს ლოზოვსკიმ დადო და სპენსერმა გარდასახა - 30:10. 

"მონპელიე" გასვლაზე "კონახტს" შეერკინა და 20:23 დამარცხდა. ფრანგული კლუბის რიგებში მიხეილ ნარიაშვილმა საწყისი 55 წუთი ითამაშა, ხოლო "ნორსჰემპტონ სეინტსმა" შინ "ლიონს" 25:14 სძლია. 

კომენტარები

"მონპელიე" 2020/2021 - 39 პროფესიონალი, 27 ჟიფი და 2 ქართველი
ოფიციალურად: კონსტანტინე მიქაუტაძემ "მონპელიე" დატოვა
NRL: იკუვალუს ხუთი ლელო ერთ შეხვედრაში [VIDEO]
როდესაც პასი არასწორია [VIDEO]
დავით ბარბაქაძემ "ლოკომოტივი" დაალელოვა [VIDEO]
"7 ნოემბერს საფრანგეთი არ ითამაშებს" - საქართველოსთან ტესტი საეჭვოა?
ლოკომოტივი - ბულავა: 9 ქართველი ორივე გუნდის რიგებიდან [პირდაპირი ეთერი]
ჩესლინ კოლბი: "ყველა ჩემზე ორჯერ დიდი იყო"
ლექსო ყაულაშვილი: "კონკურენცია უფრო მეტ მოტივაციას მაძლევს, რომ განვვითარდე"
"ლესტერ ტაიგერსმა" ინგლისის ნაკრების ვარსკვლავებთან კონტრაქტები გაახანგრძლივა