ნიკა ამაშუკელი: "დიდი პატივია, როდესაც 139-წლიანი ისტორიის მქონე გუნდის თამაშს მსაჯობ"

ნიკა ამაშუკელი: "დიდი პატივია, როდესაც 139-წლიანი ისტორიის მქონე გუნდის თამაშს მსაჯობ"

გუშინ ქართული რაგბისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო. 

ქართველმა მსაჯებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს თავიანთი პროგრესი და ის, რომ პირველი ეშელონის ქვეყნებს ამ მხრივ ვუახლოვდებით. ქართულ სამსაჯო ბრიგადას ევროპის პროფესიონალურმა საკლუბო რაგბიმ ჩელენჯ თასის ძალიან მაღალი დონის მატჩების განსჯა ანდო: ორი ინგლისურ-ფრანგული დაპირისპირება. 

ფოტო: ნიკა ამაშუკელი გუნდის კაპიტნებთან ერთად

ნიკა ამაშუკელმა გუშინ "ველფორდ როუდზე" ადგილობრივი "ლესტერ ტაიგერსის" და "პოს" რკენა განსაჯა განსაჯა, ხოლო კიდეებიდან შოთა თევზაძე და საბა აბულაშვილი ეხმარებოდნენ. მატჩს "ველფორდ როუდზე" 15250 გულშემატკივარი დაესწრო და მასპინძელთა გამარჯვებით 41:20 დასრულდა. მომდევნო კვირას, ქართველი მსაჯები უკვე "რიკო არენაზე" "უოსპსის" და "აჟენის" დაპირისპირებას გაუძღვებიან. 

MyRugby.Ge ინგლისში ნიკა ამაშუკელს დაუკავშირდა. ახალგაზრდა ქართველი მსაჯის თქმით, ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა და გუშინდელი დღით კმაყოფილი გახლდათ. ასევე აღნიშნა, რომ მომდევნო მატჩის მიმართაც სასიამოვნო მოლოდინი აქვს.

"პირველ რიგში ძალიან დიდი პატივი და პრესტიჟია აქ მსაჯობა. "ლესტერ ტაიგერსი" 139 წლის კლუბია, ძალიან დიდი ისტორიის და ფანობის მქონე, შესანიშნავი სტადიონით და ატმოსფეროთი.

რაც შეეხება თამაშს, თავიდანვე მეგობრული ურთიერთობა ჩამომიყალიბდა გუნდებთან და ბოლომდე შენარჩუნდა. ძალიან დიდი ტემპი იყო და უსწრაფესად ხდებოდა მოვლენები. მოთამაშეები ძალიან გამოცდილები არიან და იციან ზღვარზე როდის ითამაშონ, კაპიტნებმა როგორი სახე დაიჭირონ და როგორი ურთიერთობა ჰქონდეთ მსაჯთან. უბრალოდ თამაშობენ, ასრულებენ გეგმას და ხელი არ უნდა შეეშალოთ. დადებითად არიან განწყობილები, აფასებენ მსაჯის სწორ გადაწყვეტილებებს და მიყვებიან.

თამაში კარგი გამოვიდა, ჩემი მასწავლებელი დევიდ მაქჰიუ დაესწრო თამაშს და კარგი შეფასება ავიღე.

რაც შეეხება მომდევნო კვირის შეხვედრას, სასიამოვნო მოლოდინი მაქვს, რადგან ძალიან განსხვავებული და მაღალი დონის გარემოა.
ინგლისის უდიდესი კლუბებების მსაჯობა, ძლიერ ფრანგ მეტოქეებთან დიდი გამოცდილება და პატივია", - განაცხადა ამაშუკელმა.

კომენტარები

"მონპელიე" 2020/2021 - 39 პროფესიონალი, 27 ჟიფი და 2 ქართველი
ოფიციალურად: კონსტანტინე მიქაუტაძემ "მონპელიე" დატოვა
NRL: იკუვალუს ხუთი ლელო ერთ შეხვედრაში [VIDEO]
როდესაც პასი არასწორია [VIDEO]
დავით ბარბაქაძემ "ლოკომოტივი" დაალელოვა [VIDEO]
"7 ნოემბერს საფრანგეთი არ ითამაშებს" - საქართველოსთან ტესტი საეჭვოა?
ლოკომოტივი - ბულავა: 9 ქართველი ორივე გუნდის რიგებიდან [პირდაპირი ეთერი]
ჩესლინ კოლბი: "ყველა ჩემზე ორჯერ დიდი იყო"
ლექსო ყაულაშვილი: "კონკურენცია უფრო მეტ მოტივაციას მაძლევს, რომ განვვითარდე"
"ლესტერ ტაიგერსმა" ინგლისის ნაკრების ვარსკვლავებთან კონტრაქტები გაახანგრძლივა