დიდი 10: ქამბექების შაბათი თბილისში

დიდი 10: ქამბექების შაბათი თბილისში

შაბათს დიდი 10-ის მერვე ტურის ორი შეხვედრა გაიმართა და ორივეში საოცარი ფინიში ვიხილეთ.

"ყოჩები" "პლატო არენაზე" "ლოკომოტივს" დაუხვდა და მე-60 წუთისთვის თითქოს შეხვედრის ბედი გადაწყვეტილი იყო. მასპინძლები 23-ქულიანი სხვაობით 31:8 იგებდნენ და თამაშის სურათიც არ მოასწავებდა იმას, რომ "რკინიგზელებს" თამაშის შემობრუნება შეეძლოთ, მაგრამ დასკვნით 20 წუთში მოვლენები სულ სხვაგვარად განვითარდა. დავით ჩავლეიშვილის შეგირდებმა მეტოქეს სამი გარდასახული ლელო დაუდეს, ხოლო გაწითლებულ დროში ლაშა გედეხაურმა ჯარიმა გაიტანა და "ლოკომოტივმა" საოცარი ქამბექით იმარჯვა - 31:32.

ბოლო ადგილზე მყოფი "იუნკერები" ავჭალაში მეორე ადგილოსან "ხარებს" დაუხვდა და პირველი ტაიმის შემდეგ 6:14 აგებდა. მეორე ნახევრის დასაწყისში, მასპინძლებმა ორი გარდასახული ლელო დადეს და წინ გავიდნენ, თუმცა შემდეგ რუსთაველებმა ორი ლელო დადეს და სტატუს კვო აღადგინეს. 72-ე წუთზე რამაზ ხარაზიშვილმა ჯარიმა გაიტანა და სხვაობა ხუთ ქულამდე შეამცირა, ხოლო გაწითლებულ დროში ჯაბა კიკვიძემ ბურთი ლელოში შეიტანა, რომელიც ხარაზიშვილმა გარდასახა და კიდევ ერთი ქამბექი ვიხილეთ - 30:28.

სატურნირო მდგომარეობა

ანი რეხვიაშვილის ფოტო

კომენტარები

"მონპელიე" 2020/2021 - 39 პროფესიონალი, 27 ჟიფი და 2 ქართველი
ოფიციალურად: კონსტანტინე მიქაუტაძემ "მონპელიე" დატოვა
NRL: იკუვალუს ხუთი ლელო ერთ შეხვედრაში [VIDEO]
როდესაც პასი არასწორია [VIDEO]
დავით ბარბაქაძემ "ლოკომოტივი" დაალელოვა [VIDEO]
"7 ნოემბერს საფრანგეთი არ ითამაშებს" - საქართველოსთან ტესტი საეჭვოა?
ლოკომოტივი - ბულავა: 9 ქართველი ორივე გუნდის რიგებიდან [პირდაპირი ეთერი]
ჩესლინ კოლბი: "ყველა ჩემზე ორჯერ დიდი იყო"
ლექსო ყაულაშვილი: "კონკურენცია უფრო მეტ მოტივაციას მაძლევს, რომ განვვითარდე"
"ლესტერ ტაიგერსმა" ინგლისის ნაკრების ვარსკვლავებთან კონტრაქტები გაახანგრძლივა