ჩელენჯ თასი: ყაულაშვილის "ბორდომ" ჟვანიას "უოსპსი" დაამარცხა

ჩელენჯ თასი: ყაულაშვილის "ბორდომ" ჟვანიას "უოსპსი" დაამარცხა

შაბათს ჩელენჯ თასის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის ექვსი შეხვედრა გაიმართა.

"ბორდო" "სტად შაბან-დელმაზე" 'უოსპსს" დაუხვდა და უხვქულიან მატჩში 40:30 დაამარცხა. ფრანგული კლუბის სასტარტო შემადგენლობაში იყო მარჯვენა ბურჯი ლექსო ყაულაშვილი, რომელიც 58-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო ინგლისელთა რიგებში მარცხენა ბურჯმა ზურაბ ჟვანიამ 41-ე წუთამდე ითამაშა და შესაბამისად, შერკინებაში ერთი ტაიმი ერთმანეთს ქართველები დაუპირისპირდნენ.

მასპინძლებმა ტაიმი 16:6 მოიგეს. შეხვედრის ბედი 78-ე წუთზე გადაწყდა, როდესაც რომან ბუროსმა მეტოქე დაალელოვა და საკუთარ გუნდს ბონუსიც მოუტანა, ხოლო "ბზიკებმა" დაცვის ბონუსი დაკარგეს.

იტალიური "კალვიზანო" "კარდიფ ბლუზს" დაუხვდა და ბრძოლაში დამარცხდა. "ძებრესა" და "ბენეტონისგან" განსხვავებით, "კალვიზანო" ფრენჩაიზი არ გახლავთ და არც პრო 14-ში ასპარეზობს, ის იტალიის ტოპ 12-ის გუნდია, რომელიც განსაკუთრებული დონით ნამდვილად ვერ გამოირჩევა, თუმცა 68-ე წუთამდე მხოლოდ ერთქულიანი სხვაობით აგებდა. მატჩის ბოლოს კი, კლასმა თავისი ქნა და უელსელებმა სამი ლელო დადეს - 16:38.

"ლესტერ ტაიგერსმა" შინ "პო" 41:20 დაამარცხა. ეს შეხვედრა ჩვენთვის პირველ რიგში იმიტომ იყო საინტერესო, რომ მთავარი მსაჯი ნიკა ამაშუკელი გახლდათ, ხოლო კიდეებიდან შოთა თევზაძე და საბა აბულაშვილი მსაჯობდნენ. ამ მატჩის შესახებ და ქართველების მსაჯობაზე მოგვიანებით უფრო ვრცლად დავწერთ. 

"ბრისტოლმა" "ძებრე" დიდი ანგარიშით 59:21 დაამარცხა, "დრაგონსმა" "კასტრს" 31:17 მოუგო, ხოლო "სკარლეტსმა" "ლონდონ აირიშს" 20:16 სძლია.

კომენტარები

"მონპელიე" 2020/2021 - 39 პროფესიონალი, 27 ჟიფი და 2 ქართველი
ოფიციალურად: კონსტანტინე მიქაუტაძემ "მონპელიე" დატოვა
NRL: იკუვალუს ხუთი ლელო ერთ შეხვედრაში [VIDEO]
როდესაც პასი არასწორია [VIDEO]
დავით ბარბაქაძემ "ლოკომოტივი" დაალელოვა [VIDEO]
"7 ნოემბერს საფრანგეთი არ ითამაშებს" - საქართველოსთან ტესტი საეჭვოა?
ლოკომოტივი - ბულავა: 9 ქართველი ორივე გუნდის რიგებიდან [პირდაპირი ეთერი]
ჩესლინ კოლბი: "ყველა ჩემზე ორჯერ დიდი იყო"
ლექსო ყაულაშვილი: "კონკურენცია უფრო მეტ მოტივაციას მაძლევს, რომ განვვითარდე"
"ლესტერ ტაიგერსმა" ინგლისის ნაკრების ვარსკვლავებთან კონტრაქტები გაახანგრძლივა