ქართველების ბრწყინვალე თამაშმა "ბრივს" ჩელენჯ თასზე მოაგებინა

ქართველების ბრწყინვალე თამაშმა "ბრივს" ჩელენჯ თასზე მოაგებინა

ჩელენჯ თასის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩში "სტად ფრანსე" "ბრივს" დაუხვდა და 11:27 დამარცხდა.

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ შეხვედრამ "ბრივის" ქართველი მოთამაშეების ბენეფისით ჩაიარა. თედო აბჟანდაძემ დებიუტი 10 გატანილი ქულით აღნიშნა (ორი ჯარიმა და ორი გარდასახვა), ხოლო ლელოები ოთარ გიორგაძემ და ვასილ ლობჟანიძემ დადეს. მესამე ლელო საჯარიმო ლელო გახლდათ.

ლობჟანიძემ თანაგუნდელს მიჰყვა, რომელმაც 22-თან ბურთი შეაცურა, ის საქართველოს ნაკრების ჰავბექმა აიტაცა, ორი მეტოქე ცრუმოძრაობით ჩამოიშორა და შემდეგ, იმის მიუხედავად, რომ მის შეჩერებას რამდენიმე მოთამაშე ცდილობდა, ლელოში შევარდა და ბურთის დამიწება მაინც მოახერხა, ხოლო გიორგაძე მოლს მოწყდა "სტად ფრანსეს" ლელო ამ გზით აიღო.

გიორგაძე და ლობჟანიძე 55-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო აბჟანდაძემ 62-ე წუთამდე იასპარეზა. "ბრივის" ძირითად გუნდში ასევე დებიუტი ჰქონდათ კვაჭ ვანო კარკაძე და მარჯვენა ბურჯ ლუკა ჯაფარიძეს, რომლებიც მინდორზე 53-ე წუთზე გამოჩნდნენ. 

"სტად ფრანსეს" რიგებში საწყისი 53 წუთი ითამაშა მარჯვენა ბურჯმა გიორგი მელიქიძემ.

კომენტარები

"მონპელიე" 2020/2021 - 39 პროფესიონალი, 27 ჟიფი და 2 ქართველი
ოფიციალურად: კონსტანტინე მიქაუტაძემ "მონპელიე" დატოვა
NRL: იკუვალუს ხუთი ლელო ერთ შეხვედრაში [VIDEO]
როდესაც პასი არასწორია [VIDEO]
დავით ბარბაქაძემ "ლოკომოტივი" დაალელოვა [VIDEO]
"7 ნოემბერს საფრანგეთი არ ითამაშებს" - საქართველოსთან ტესტი საეჭვოა?
ლოკომოტივი - ბულავა: 9 ქართველი ორივე გუნდის რიგებიდან [პირდაპირი ეთერი]
ჩესლინ კოლბი: "ყველა ჩემზე ორჯერ დიდი იყო"
ლექსო ყაულაშვილი: "კონკურენცია უფრო მეტ მოტივაციას მაძლევს, რომ განვვითარდე"
"ლესტერ ტაიგერსმა" ინგლისის ნაკრების ვარსკვლავებთან კონტრაქტები გაახანგრძლივა