სამხრეთ აფრიკაში მსოფლიო ჩემპიონობას ყველა არ ზეიმობს - რა განაცხადა ერთ-ერთმა პარლამენტარმა?

სამხრეთ აფრიკაში მსოფლიო ჩემპიონობას ყველა არ ზეიმობს - რა განაცხადა ერთ-ერთმა პარლამენტარმა?

2 ნოემბერს სამხრეთ აფრიკამ მსოფლიო თასის ფინალში ინგლისი დამაჯერებლად 32:12 დაამარცხა და მსოფლიოს უძლიერესი გუნდი მესამედ გახდა.

სამშობლოში დაბრუნებულ ნაკრებს გადაჭედილ აეროპორტში საოცარი დახვედრა მოუწყეს, შემდეგ კი "სპრინგბოკსი" თითქმის ერთი კვირა ქვეყნის მასშტაბით ავტობუსით, ვებ ელისის თასთან ერთად მოგზაურობდა და სხვადასხვა ქალაქებში მათ ასობით ათასი გულშემატკივარი ხვდებოდა ოვაციებით.

საჩემპიონო ტურის დასასრულს, აფრიკელთა კაპიტანმა სიია კოლისიმ ერს მოუწოდა, რომ ყოფილიყვნენ ისეთი ერთიანები, როგორებიც მათ ნაკრებში არიან. როგორც ჩანს ეს განაცხადება შემთხვევითი არ ყოფილა და ახლავე გეტყვით, თუ რატომაც.

სამხრეთ აფრიკის პარლამენტის ერთ-ერთი რადიკალური მემარცხენე პარტიის, ეკონომიკური თავისუფლებისთვის მებრძოლთა წევრმა, შავკანიანმა დეპუტატმა მბუიისენი ნდლოზიმ, მეტად ხმაურიანი და სკანდალური განცხადება გააკეთა.

ფოტო: სამხრეთ აფრიკელი პარლამენტარი მბუიისენი ნდლოზი

"ჩვენ ვერ შევუერთდებით "სპრინგბოკსის" ყალბ ზეიმს. "სპრინგბოკსი" (ქურციკი, სამხრეთ აფრიკის ნაკრების ემბლემა) არის ნიშანი, რომელსაც ვერ წაშლი. ის პარალელურად დგას "დაი სთემთან" (სამხრეთ აფრიკის ეროვნული ჰიმნი აპართეიდის დროს) და თეთრკანიანების უზენაესობას ქადაგებს ჩვენს საზოგადოებაში. 

ჩვენ ვართ ის თაობა, რომელიც უარს ამბობს ემოციურ ძალადობაზე, რომელიც ჩვენმა მშობლებმა გაიარეს. ჩვენ ვართ თაობა, რომელიც ყოველგვარი ბოდიშის გარეშე იტყვის, რომ "სპრინგბოქსის" უნდა ჩამოვარდეს. ეს არის თეთრების უზენაესობის ნიშანი, რაც უკვე ისტორიის მტვერს განეკუთნება. 

არ არსებობს რასობრივი ერთობა მანამ, სანამ ქვეყანაში, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, რაგბის გუნდში უმრავლესობა შავკანიანები არ იქნებიან. ჩვენი გზავნილი შავკანიან ხალხთან არის ის, რომ ისინი არიან დამოუკიდებელნი და მათ არ უნდა იზეიმონ იმ ხალხთან ერთად, რომლებიც მათ ამცირებენ", - განაცხადა ნდლოძიმ.

ფოტო: როგორც ჩანს, ზემოხსენებულ პარლამენტს ბევრი საკუთარი რასის წარმომადგენელი არ ეთანხმება და ჩემპიონობას ზეიმობს. ფაქტია, რომ რადიკალური დაჯგუფებების გარდა, ამ ჩემპიონობას ყველა თავისად მიიჩნევს და ზეიმობს. სამხრეთ აფრიკა "სპრინგბოკსმა" კვლავ გააერთიანა და ყველა რასამ ერთად იზეიმა. 

"სპრინგბოკსს" კი მართლაც ხმაურიანი ისტორია აქვს. ის სამხრეთ აფრიკული რაგბის ემბლემა 1906 წლიდან არის. ის მჭიდრო კავშირში იყო სეგრეგრირებულ სამხრეთ აფრიკასთან და თეთრების ბატონობასთან. 1995 წლის მსოფლიო თასის ფინალში, რომელშიც აფრიკამ შინ ახალ ზელანდიას მოუგო, ნელსონ მანდელა სწორედ "სპრინგბოკსის" მაისურით წარსდგა მატჩის შემდგომ და ვებ ელისის თასის გადასცა კაპიტანს ფრანსუა პიენაარს, რა გზითაც მან სცადა თეთრ და შავკანიანი მოსახლეობის გაერთიანება.

პირველი დემოკრატიული არჩევნებიდან 25 წლის შემდეგ, სამხრეთ აფრიკა კვლავ იყოფა რასობრივ ჯგუფებად. ამჯერად, ვითარება შეცვლილია, თეთრკანიან მოსახლეობას, ბურებს ავიწროებენ, იზრდება შავკანიანთა საშუალო კლასი, ხოლო ბევრი ბური სამშობლოს ტოვებს. 

1987 და 1991 წლებში აპართეიდული სამხრეთ აფრიკა რაგბის მსოფლიო თასზე არ დაუშვეს, 1995 წელს გუნდში ერთადერთი შავკანიანი მორაგბე ჩესტერ უილიამსი იყო, რომელიც ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა. სამხრეთ აფრიკულ რაგბიში აქტიურად მიმდინარეობს ტრანსფორმაციის პროცესი, რაც ნაკრებში შავკანიანი მოთამაშეების მინიმუმ 50%-იან კვოტას ისახავს მიზნად. აფრიკელებმა ამ სისტემის გამოყენება ცოტა ხნის წინაც სცადეს, მთავარ მწვრთნელად შავკანიანი ალისტერ კუცია დანიშნეს და ბევრ შავკანიან მოთამაშეს მისცეს შანსი, რამაც აფრიკული რაგბი კატასტროფის წინაშე დააყენა: არსებობის განმავლობაში პირველად წააგეს იტალიის ნაკრებთან, ახალ ზელანდიასთან კი სარეკორდო მარცხი 0:57 იწვნიეს, რამაც აფრიკული რაგბის ხელმძღვანელობა მიახვედრა, რომ ასეთი გარდაქმნებისთვის მზად არ იყვნენ.

2018 წელს ალისტერ კუცია დანიშნეს, რომელიც რასი ერასმუსმა ჩაანაცვლა. მან პირველივე წელს ახალ ზელანდიას გასვლაზე მოუგო, ხოლო შინ შეხვედრის დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე 12 ქულით იგებდნენ, მაგრამ დარჩენილ 5 წუთში "ოლ ბლექსმა" ორი ლელო დადო და მოიგო. სხვათა შორის, ამ მარცხს ბევრი გულშემატკივარი სწორედ "კვოტას" აბრალებდა და იმას, რომ აფრიკას მარქაფაში მისი დონისთვის შეუსაბამო მოთამაშეები ჰყავდა. ერასმუსმა მსოფლიო თასზე კვოტებს ყურადღება არ მიაქცია და შემადგენლობას ისე არჩევდა, როგორც საჭიროდ თვლიდა, თუმცა აფრიკელთა რიგებში არათეთრი მოთამაშეებიც მრავლად იყვნენ: ბონგი მბონამბი, ტენდაი მტავარირა, ტრევორ ნიაკანე (პირველივე მატჩში დაშავდა), სიია კოლისი, რომელიც პირველი შავკანიანი კაპიტანი გახლავთ, ჰერშელ იანტისი, ელტონ იანტისი, ჩესლინ კოლბი, ლუქანიო ამი, მაკაზოლე მაპიმპი, ს'ბუსისო ნკოსი, უარიკ ხალანტი და დამიან უილემსე. 

სხვათაშორის, ზემოხსენებული პარლამენტარის აზრს არ ეთანხმება კაპიტანი კოლისი, რომელმაც მსოფლიო თასის დაწყებამდე განაცხადა, რომ მას არ სურს ნაკრებში ყოფნა საკუთარი კანის ფერის გამო და მისი აზრით, ნაკრებში ის უნდა თამაშობდეს, ვინც ამას იმსახურებს, განურჩევლად კანის ფერისა.  

კომენტარები

"მონპელიე" 2020/2021 - 39 პროფესიონალი, 27 ჟიფი და 2 ქართველი
ოფიციალურად: კონსტანტინე მიქაუტაძემ "მონპელიე" დატოვა
NRL: იკუვალუს ხუთი ლელო ერთ შეხვედრაში [VIDEO]
როდესაც პასი არასწორია [VIDEO]
დავით ბარბაქაძემ "ლოკომოტივი" დაალელოვა [VIDEO]
"7 ნოემბერს საფრანგეთი არ ითამაშებს" - საქართველოსთან ტესტი საეჭვოა?
ლოკომოტივი - ბულავა: 9 ქართველი ორივე გუნდის რიგებიდან [პირდაპირი ეთერი]
ჩესლინ კოლბი: "ყველა ჩემზე ორჯერ დიდი იყო"
ლექსო ყაულაშვილი: "კონკურენცია უფრო მეტ მოტივაციას მაძლევს, რომ განვვითარდე"
"ლესტერ ტაიგერსმა" ინგლისის ნაკრების ვარსკვლავებთან კონტრაქტები გაახანგრძლივა