ინგლისელი მორაგბე კუნგ-ფუს ილეთის გამოყენებისთვის მკაცრად დასაჯეს [VIDEO]

ინგლისელი მორაგბე კუნგ-ფუს ილეთის გამოყენებისთვის მკაცრად დასაჯეს [VIDEO]

პარასკევს პრემიერშიპის მეოთხე ტურში "სეილ შარქსმა" "უოსპსს" უმასპინძლა და 28:18 სძლია.

შეხვედრის 79-ე წუთზე, როდესაც მასპინძლები 7-ქულიანი სხვაობით იგებდნენ, მათმა ცხრა ნომერმა მაღალი ბურთი დაკიდა, რომელსაც "ბზიკების" გარემარბი პაოლო ოდოგვუ დაუხვდა, მაგრამ ჰაერში თამაშის დროს, იოჰან ვან რენსბურგს გაშლილი ფეხი სახეში ჩაარტყა. ტომ ფოლიმ ოდოგვუ მაშინვე დააჯარიმა, ვიდეორეფერთან გადამოწმების შემდეგ კი წითელი ბარათი აუფრიალა, რამაც მოთამაშის გაკვირვება გამოიწვია.

დანიშნული ჯარიმა ეიჯეი მაკგინთიმ ზუსტად შეასრულა და "უოსპსმა" ნუგეშის ქულაც დაკარგა.

22 წლის ფრთის ქმედება განიხილა დამოუკიდებელმა სადისციპლინო კომიტეტმა, რომელმაც ყველაფრის გათვალისწინებით, ოდოგვუს 6-კვირიანი დისკვალიფიკაცია გამოუწერა, რაც იმას ნიშნავს, რომ "უოსპსს" 23 დეკემბრამდე ვერ დაეხმარება.

იხილეთ ოდოგვუს კუნგ-ფუს ილეთი

კომენტარები

"მონპელიე" 2020/2021 - 39 პროფესიონალი, 27 ჟიფი და 2 ქართველი
ოფიციალურად: კონსტანტინე მიქაუტაძემ "მონპელიე" დატოვა
NRL: იკუვალუს ხუთი ლელო ერთ შეხვედრაში [VIDEO]
როდესაც პასი არასწორია [VIDEO]
დავით ბარბაქაძემ "ლოკომოტივი" დაალელოვა [VIDEO]
"7 ნოემბერს საფრანგეთი არ ითამაშებს" - საქართველოსთან ტესტი საეჭვოა?
ლოკომოტივი - ბულავა: 9 ქართველი ორივე გუნდის რიგებიდან [პირდაპირი ეთერი]
ჩესლინ კოლბი: "ყველა ჩემზე ორჯერ დიდი იყო"
ლექსო ყაულაშვილი: "კონკურენცია უფრო მეტ მოტივაციას მაძლევს, რომ განვვითარდე"
"ლესტერ ტაიგერსმა" ინგლისის ნაკრების ვარსკვლავებთან კონტრაქტები გაახანგრძლივა