სუთიაშვილის კაპიტნობა, ცუცქირიძის ძირითადი და სხვა ქართული ამბები საფრანგეთიდან

სუთიაშვილის კაპიტნობა, ცუცქირიძის ძირითადი და სხვა ქართული ამბები საფრანგეთიდან

დღეს საფრანგეთის ჩემპიონატის მეორე დივიზიონის მე-11 ტური აიღებს სტარტს. 

ტურის გახსნით მატჩში ერთმანეთს "ოიონა" და "პერპინიანი" დაუპირისპირდებიან. მასპინძელთა რიგებში განაცხადში არაა მარჯვენა ბურჯი ირაკლი მირცხულავა.

პარასკევს პრო დ2-ში ექვსი შეხვედრა გაიმართება. "ბიარიცი" საკუთარ მოედანზე "რუანს" ეთამაშება. ბასკური კლუბის მარქაფაში არიან ბურჯები გიორგი ნუცუბიძე და ვახტანგ ახობაძე, ხოლო ნორმანდიელთა რიგებში თამაზ მჭედლიძე 23-კაცს შორის არ ფიგურირებს.

"ნევერი" "სტად დუ პრე ფლეურიზე" "ვალანს რომანსს" დაუხვდება. მასპინძელთა სასტარტოშია მარჯვენა ბურჯი ილია კაიკაციშვილი, ხოლო მარცხენა ბურჯი თორნიკე მატარაძე თადარიგშია. სტუმართა შორის ძირითადშია მარჯვენა ბურჯი გიორგი შარაშიძე. 

"ორიაკი" შინ "მონ-დე-მარსანს" ეთამაშება. ორიაკელთა ძირითადშია "ბორჯღალოსანი" მესამეხაზელი გიორგი ცუცქირიძე, რომელიც მოედანს გასულ კვირას დაუბრუნდა და შეცვლიდან ითამაშა. მარქაფაშია მარჯვენა ბურჯი გიორგი ქართველიშვილი. სტუმართა რიგებში თადარიგშია ახალგაზრდა მარცხენა ბურჯი გეგი მურუსიძე, რომელსაც პრო დ2-ში დებიუტი ექნება.

"ბეზიე" "ანგულემს" დაუხვდება. სტუმრებს "ბორჯღალოსანი" მეორეხაზელი შალვა სუთიაშვილი უკაპიტნებს, მარჯვენა ბურჯი ლუკა გოგინავა კი მარქაფაშია.

"კარკასონი" კი "პროვანს რაგბის" უმასპინძლებს და სტუმართა თადარიგშია მარჯვენა ბურჯი ზაზა ნავროზაშვილი.

ტურის განრიგი

სატურნირო მდგომარეობა

კომენტარები

"მონპელიე" 2020/2021 - 39 პროფესიონალი, 27 ჟიფი და 2 ქართველი
ოფიციალურად: კონსტანტინე მიქაუტაძემ "მონპელიე" დატოვა
NRL: იკუვალუს ხუთი ლელო ერთ შეხვედრაში [VIDEO]
როდესაც პასი არასწორია [VIDEO]
დავით ბარბაქაძემ "ლოკომოტივი" დაალელოვა [VIDEO]
"7 ნოემბერს საფრანგეთი არ ითამაშებს" - საქართველოსთან ტესტი საეჭვოა?
ლოკომოტივი - ბულავა: 9 ქართველი ორივე გუნდის რიგებიდან [პირდაპირი ეთერი]
ჩესლინ კოლბი: "ყველა ჩემზე ორჯერ დიდი იყო"
ლექსო ყაულაშვილი: "კონკურენცია უფრო მეტ მოტივაციას მაძლევს, რომ განვვითარდე"
"ლესტერ ტაიგერსმა" ინგლისის ნაკრების ვარსკვლავებთან კონტრაქტები გაახანგრძლივა