"ბრივში" აბჟანდაძის, კარკაძის და ჯაფარიძის დებიუტი შედგება

"ბრივში" აბჟანდაძის, კარკაძის და ჯაფარიძის დებიუტი შედგება

პარასკევს სტარტს 2019/2020 წლების სეზონის ევროტურნირნირები აიღებს.

ჩელენჯ თასის პირველ ტურში "სტად ფრანსზე" შინ "ბრივს" დაუხვდება და ამ მატჩში მონაწილეობას შვიდი ქართველი მიიღებს.

პარიზელთა ძირითადშია მარჯვენა ბურჯი გიორგი მელიქიძე, ხოლო სტუმართა რიგებში ექვს ჩვენებურს ვიხილავთ.

ბრიველთა ძირითად გუნდში პირველად ითამაშებენ: მგეზავი თედო აბჟანდაძე, მარჯვენა ბურჯი ლუკა ჯაფარიძე და კვაჭი ვანო კარკაძე. თედო ძირითადშია, ხოლო ლუკა და ვანო მარქაფაში იმყოფებიან. ძირითად შემადგენლობაშია ცხრა ნომერი ვასილ ლობჟანიძე, რაც იმას ნიშნავს, რომ ფრანგული კლუბი ქართული ღერძით ითამაშებს. ასევე სასტარტოშია რვა ნომერი ოთარ გიორგაძე, მარცხენა ბურჯი კარლენ ასიეშვილი კი თადარიგშია.

შეგახსენებთ, რომ თედო აბჟანდაძემ გასულ კვირას "ბრივის" ესპუარებში პირველად ითამაშა და ფრანგული პრესისგან ქება დაიმსახურა. ერთი კვირის თავზე კი, უკვე ძირითად გუნდში ექნება დებიუტი.

შეხვედრა  15 ნოემბერს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება. 

კომენტარები

"მონპელიე" 2020/2021 - 39 პროფესიონალი, 27 ჟიფი და 2 ქართველი
ოფიციალურად: კონსტანტინე მიქაუტაძემ "მონპელიე" დატოვა
NRL: იკუვალუს ხუთი ლელო ერთ შეხვედრაში [VIDEO]
როდესაც პასი არასწორია [VIDEO]
დავით ბარბაქაძემ "ლოკომოტივი" დაალელოვა [VIDEO]
"7 ნოემბერს საფრანგეთი არ ითამაშებს" - საქართველოსთან ტესტი საეჭვოა?
ლოკომოტივი - ბულავა: 9 ქართველი ორივე გუნდის რიგებიდან [პირდაპირი ეთერი]
ჩესლინ კოლბი: "ყველა ჩემზე ორჯერ დიდი იყო"
ლექსო ყაულაშვილი: "კონკურენცია უფრო მეტ მოტივაციას მაძლევს, რომ განვვითარდე"
"ლესტერ ტაიგერსმა" ინგლისის ნაკრების ვარსკვლავებთან კონტრაქტები გაახანგრძლივა