საქართველოს ნაკრები 2020 წელს არგენტინაში დაიწყებს

საქართველოს ნაკრები 2020 წელს არგენტინაში დაიწყებს

საქართველოს ნაკრები 2020 წლის პირველ შეხვედრას არგენტინაში გამართავს.

"ბორჯღალოსნები" 17 იანვარს მარ დელ პლატაში "ხაგუარესს" დაუპირისპირდებიან. აღნიშნული ინფორმაცია გილერმო ვოლპონიმ არგენტინულ რადიოს 0223-ს დაუდასტურა.

ჯერჯერობით ზუსტი დეტალები ცნობილი არაა, თუმცა, სავარაუდოდ, ეს შეხვედრა "ხაგუარესისთვის" იქნება, როგორც სუპერ რაგბისთვის მოსამზადებელი მატჩი, ხოლო საქართველო თავის მხრივ, ამ თამაშით რაგბი ევროპის ჩემპიონატისთვის გახურდება.

იქიდან გამომდინარე, რომ იანვარში სანაკრებო ტესტებისთვის ფანჯარა არაა, დიდი ალბათობით, "ბორჯღალოსნები" არგენტინაში ლეგიონერების გარეშე გაემგზავრებიან. ამის შესახებ, ზუსტი დეტალები მოგვიანებით დადგინება და ამას რა თქმა უნდა გაუწყებთ. 

გეტყვით, რომ "ხაგუარესი" გასული სუპერ რაგბის ფინალისტია, ისინი გადამწყვეტ მატჩში "კრუსეიდერსთან" დამარცხდნენ, რომელმაც ზედიზედ მესამედ იჩემპიონა. არგენტინელები სუპერ რაგბის პირველი ტურის შეხვედრას 2 თებერვალს, შინ "ლაიონსის" წინააღმდეგ გამართავენ. "ხაგუარესმა" ანალოგიური შეხვედრა გასულ წელსაც გამართა და სუპერ რაგბის დაწყებამდე ურუგვაის ნაკრებს შეერკინა. ეს ფრენჩაიზი ფაქტობრივად არგენტინის ნაკრებია: მსოფლიო თასზე "პუმების" 31 მოთამაშიდან 28 სწორედ "ხაგუარესის" წევრი გახლდათ და სამი მორაგბე იყო ლეგიონერი. 

საქართველოს ნაკრები კი რაგბი ევროპაზე პირველ შეხვედრას 1 თებერვალს, შინ რუმინეთის წინააღმდეგ ითამაშებს.

კომენტარები

"მონპელიე" 2020/2021 - 39 პროფესიონალი, 27 ჟიფი და 2 ქართველი
ოფიციალურად: კონსტანტინე მიქაუტაძემ "მონპელიე" დატოვა
NRL: იკუვალუს ხუთი ლელო ერთ შეხვედრაში [VIDEO]
როდესაც პასი არასწორია [VIDEO]
დავით ბარბაქაძემ "ლოკომოტივი" დაალელოვა [VIDEO]
"7 ნოემბერს საფრანგეთი არ ითამაშებს" - საქართველოსთან ტესტი საეჭვოა?
ლოკომოტივი - ბულავა: 9 ქართველი ორივე გუნდის რიგებიდან [პირდაპირი ეთერი]
ჩესლინ კოლბი: "ყველა ჩემზე ორჯერ დიდი იყო"
ლექსო ყაულაშვილი: "კონკურენცია უფრო მეტ მოტივაციას მაძლევს, რომ განვვითარდე"
"ლესტერ ტაიგერსმა" ინგლისის ნაკრების ვარსკვლავებთან კონტრაქტები გაახანგრძლივა