15 მიზეზი, თუ რატომ უნდა თამაშობდნენ ბავშვები რაგბს

15 მიზეზი, თუ რატომ უნდა თამაშობდნენ ბავშვები რაგბს

ერთ-ერთმა ცნობილმა ბრიტანულმა სარაგბო გამოცემამ საინტერესო სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც საუბარია იმ მიზეზებზე, თუ რატომ არის ბავშვისთვის რაგბიზე სიარული სასარგებლო.

ბავშვების დივანიდან რაგბის მოედანზე მოხვედრა მრავალფეროვანი ფიზიკური, გონებრივი და სოციალური უნარების ჩამოყალიბებას იწვევს, რაც მათ გაჰყვებათ ზრდასრულ ასაკში და მოედანს მიღმა. 

გთავაზობთ 15 მიზეზს, თუ რატომ უნდა ითამაშონ ბავშვებმა რაგბი.

1. გაუმჯობესებული ფიზიკური ჯანმრთელობა

რაგბი ფიზიკურ ჯანმრთელობას მოუტანს ყველას, ვინც მის სათამაშოდ მინდორზე გავა. ბავშვები გამონაკლისები არ არიან.

2. ვითარდება სოციალური უნარები

ბავშვისთვის სოციალური უნარების განვითარება მშობლისთვის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავია. რაგბის შეუძლია, რომ ეს უნარი ბავშვს ადრეულ ასაკშივე გამოუმუშავოს, რაც მომავალში, მთელი ცხოვრება გამოადგება.

3. მათთვის საჭირო წაგებები

ადამიანი განვითარებისთვის და წარმატებისთვის, მარცხი კარგი პრაქტიკაა. ბავშვმა უნდა ისწავლოს შეცდომებზე და გადალახოს წარუმატებლობა.

4. მათთვის საჭიროა მოგებები

ეს არის ძალიან კარგი გრძნობა და ბავშვებს სჭირდებათ იმის ცოდნა, რომ სათანადო ძალისხმევის  გაღებისთვის, არსებობს შესაბამისი ჯილდოები.

5. თანასწორი შესაძლებლობები

სხვა ნებისმიერი გუნდური სპორტისგან განსხვავებით, რაგბიში ყველა ტიპის მოთამაშეს აქვს თანაბარი შესაძლებლობა, რომ ირბინონ ბურთით, გააკეთონ პასი და ითამაშონ დაცვაში.

6. უყალიბდება თვითშეფასება და დამაჯერებლობა

სპორტით რეგულარულად დაკავებამ შეიძლება გამოიწვიოს და დაეხმაროს თქვენს ბავშვს თვითშეფასების ამაღლებაში. ეს ხდება მაშინ, როდესაც ბავშვი მცირე მიზანს ისახავს მინდორზე, მაგალითად რომელიმე უნარის სრულყოფას და მიაღწევს ამას.

7. სწავლობს ცხოვრებისეულ ღირებულ გაკვეთილს

ყველა სპორტს აქვს გაკვეთილი, რომლის მიღებაც შესაძლებელია მოედნიდან და გამოიყენება რეალურ ცხოვრებაშიც. თუმცა, რაგბის აქვს გაკვეთილები, რომელსაც სხვა სპორტში ვერ იპოვით. საუბარი არაა, "გუნდური მუშაობის" სტანდარტულ გენეტიკაზე და "რთულ თამაშზე". საუბარია ცხოვრებისეულ სამზადისზე, როგორსაც მხოლოდ რაგბის მოედანზე წავაწყდებით. 

8. სამაგალითო ადამიანების აღმოჩენა

თქვენს შვილებს შეუძლიათ, რომ აღმოაჩინონ სამაგალითო ადამიანები მწვრთნელებს და უფროს, ასაკოვან მოთამაშეებს შორის.

9. შეიძინონ მეგობრები, რომლებიც ცხოვრების ბოლომდე ეყოლებათ

10. აკადემიური წარმატება

ამერიკული სპორტული მედიცინის კოლეჯის კვლევის მიხედვით, ბავშვები, რომლებიც სულ ცოტა ერთ სპორტში მაინც არიან ჩართულნი, უფრო მაღალი აკადემიური მოსწრებით გამოირჩევიან, ვიდრე სხვები.

11. უსაფრთხოება, ნამდვილი უსაფრთხოება

მორაგბეები არ ატარებენ ბალიშებს. ეს არის კონტაქტური სპორტი, თუმცა უსაფრთხოება არის რაგბის უდიდესი ნაწილი და კულტურა. 

12. ისინი განიცდიან წარმოუდგენელ გრძნობას გუნდში ყოფნისას

13. ისინი სხვებს პატივს სცემენ, მიუხედავად მათი გადაწყვეტილებებისა

მსოფლიოს მასშტაბით, სხვისი გადაწყვეტილებების პატივისცემა რომ გაქრეს, რაგბი უკანასკნელი იქნება, რომელშიც ეს მოხდება. როდესაც მსაჯი გადაწყვეტილებას იღებს და ჩვენ მას არ ვეთანხმებით, ბავშვები მას კვლავ "სერ"-ს ეძახიან და ზედმეტს არ ელაპარაკებიან.

14. ხელს უწყობს სტრესის შემცირებას

ვარჯიში და სხვა ფიზიკური აქტიურობა წარმოქმნის ენდორფინებს (რომელსაც ბედნიერების ჰორმონს ეძახიან), ქიმიკატები, რომლებიც მოქმედებენ თავის ტვინში, როგორც ბუნებრივი ტკივილგამაყუჩებლები. ასევე აუმჯობესებენ ძილის უნარს, რაც თავის მხრივ ამცირებს სტრესს.

15. ის შეიძლება სხვა სპორტშიც წავიდეს ან სხვა სხვა მიმართულებით და წარმატებული იყოს

კომენტარები

"მონპელიე" 2020/2021 - 39 პროფესიონალი, 27 ჟიფი და 2 ქართველი
ოფიციალურად: კონსტანტინე მიქაუტაძემ "მონპელიე" დატოვა
NRL: იკუვალუს ხუთი ლელო ერთ შეხვედრაში [VIDEO]
როდესაც პასი არასწორია [VIDEO]
დავით ბარბაქაძემ "ლოკომოტივი" დაალელოვა [VIDEO]
"7 ნოემბერს საფრანგეთი არ ითამაშებს" - საქართველოსთან ტესტი საეჭვოა?
ლოკომოტივი - ბულავა: 9 ქართველი ორივე გუნდის რიგებიდან [პირდაპირი ეთერი]
ჩესლინ კოლბი: "ყველა ჩემზე ორჯერ დიდი იყო"
ლექსო ყაულაშვილი: "კონკურენცია უფრო მეტ მოტივაციას მაძლევს, რომ განვვითარდე"
"ლესტერ ტაიგერსმა" ინგლისის ნაკრების ვარსკვლავებთან კონტრაქტები გაახანგრძლივა