ინგლისის ნაკრების ყოფილი მორაგბე წესებში რადიკალურ ცვლილებას ითხოვს

ინგლისის ნაკრების ყოფილი მორაგბე წესებში რადიკალურ ცვლილებას ითხოვს

ინგლისის ნაკრების და ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების ყოფილი მორაგბე ჯერემი გასკოტი "მსოფლიო რაგბის" წესების რადიკალური ცვლილებისკენ მოუწოდებს - წერს ცნობილი სარაგბო გამოცემა Ruck.co.uk. 

54 წლის ვეტერანი, რომელიც ამჟამად ერთ-ერთ რაგბის გაზეთში წერს, თავის დროზე კი ინგლისის ნაკრების კვართით 65-ჯერ, ხოლო ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების რიგებში 8-ჯერ უთამაშია, ფიქრობს, რომ შეცვლების რაოდენობა უნდა შემცირდეს.

"რაგბი შესანიშნავი თამაშია მრავალი თვალსაზრისით, მაგრამ არ უნდა გვეშინოდეს იმის, რომ ის უკეთესი გავხადოთ. სათადარიგოთა სკამზე უნდა იყოს 6 ან 8 მოთამაშე, მაგრამ უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ სამი ცვლილება.

მჯერა, რომ ეს სპორტი შეიძლება კიდევ უფრო უკეთესი, სასიამოვნო სათამაშო და საყურებელი გახდეს, თუ შეიზღუდება ცვლილებების რაოდენობა. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ რაგბი არის თამაში, სადაც კარგი ფიზიკური მომზადება გადამწყვეტია. ამ წესის ცვლილება კი, ამისთვის ძალიან დიდი ნაბიჯი იქნება", - განაცხადა მან.

ვეტერანი ინგლისელი მორაგბის ინიციატივა გულშემატკივრების უმრავლესობას არ მოეწონა: "ეს არ არის ფეხბურთი, არის ძალიან ფიზიკური სპორტი, სადაც მოთამაშეების კეთილდღეობისთვის ამ რაოდენობის შეცვლები საჭიროა", - ასეთია მაგალითად ერთ-ერთი გულშემტკივრის კომენტარი სოციალური ქსელიდან. 

შეგახსენებთ, რომ ამჟამინდელი წესებით  სათადარიგოთა სკამზე რვა მოთამაშე იმყოფება და მწვრთნელს რვავე ცვლილების გამოყენებულის უფლება აქვს.

კომენტარები

"მონპელიე" 2020/2021 - 39 პროფესიონალი, 27 ჟიფი და 2 ქართველი
ოფიციალურად: კონსტანტინე მიქაუტაძემ "მონპელიე" დატოვა
NRL: იკუვალუს ხუთი ლელო ერთ შეხვედრაში [VIDEO]
როდესაც პასი არასწორია [VIDEO]
დავით ბარბაქაძემ "ლოკომოტივი" დაალელოვა [VIDEO]
"7 ნოემბერს საფრანგეთი არ ითამაშებს" - საქართველოსთან ტესტი საეჭვოა?
ლოკომოტივი - ბულავა: 9 ქართველი ორივე გუნდის რიგებიდან [პირდაპირი ეთერი]
ჩესლინ კოლბი: "ყველა ჩემზე ორჯერ დიდი იყო"
ლექსო ყაულაშვილი: "კონკურენცია უფრო მეტ მოტივაციას მაძლევს, რომ განვვითარდე"
"ლესტერ ტაიგერსმა" ინგლისის ნაკრების ვარსკვლავებთან კონტრაქტები გაახანგრძლივა