ორმაგი დარტყმა უელსის ნაკრებისთვის

ორმაგი დარტყმა უელსის ნაკრებისთვის

უელსის ნაკრების უიღბლობა გრძელდება. მსოფლიო თასის წინ, "დრაკონებს" რვა ნომერი ტაულუპე ფალეტაუ და მგეზავი გარეთ ენსკომბი გამოაკლდნენ, რომელთაც ტურნირი გამოტოვეს. გათამაშების მიმდინარეობისას კი, ჯონათან დევისი და ჯოშ ნავიდი დაუშავდათ.

უელსელთა პრობლემები კვლავ გრძელდება. 6 ერის გათამაშების დაწყებამდე სამი თვით ადრე, გაირკვა, რომ ზემოხსენებული ჯონათან დევისი და მგეზავი რის პაჩელი ევროპის საუკეთესო სანაკრებო ტურნირს გამოტოვებენ.

დევისი მუხლის ტრავმის გამო სულ მცირე ექვსი თვე ვერ შეძლებს თამაშს, ხოლო პაჩელმა მხარი დაიზიანა და დაახლოებით ოთხ თვეს გამოტოვებს.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 6 ერი სტარტს 1 თებერვალს აიღებს და გახსნით მატჩში უელსი იტალიას უმასპინძლებს. "დრაკონებმა" გასული 6 ერი დიდი სლემით მოიგეს. 

კომენტარები

"მონპელიე" 2020/2021 - 39 პროფესიონალი, 27 ჟიფი და 2 ქართველი
ოფიციალურად: კონსტანტინე მიქაუტაძემ "მონპელიე" დატოვა
NRL: იკუვალუს ხუთი ლელო ერთ შეხვედრაში [VIDEO]
როდესაც პასი არასწორია [VIDEO]
დავით ბარბაქაძემ "ლოკომოტივი" დაალელოვა [VIDEO]
"7 ნოემბერს საფრანგეთი არ ითამაშებს" - საქართველოსთან ტესტი საეჭვოა?
ლოკომოტივი - ბულავა: 9 ქართველი ორივე გუნდის რიგებიდან [პირდაპირი ეთერი]
ჩესლინ კოლბი: "ყველა ჩემზე ორჯერ დიდი იყო"
ლექსო ყაულაშვილი: "კონკურენცია უფრო მეტ მოტივაციას მაძლევს, რომ განვვითარდე"
"ლესტერ ტაიგერსმა" ინგლისის ნაკრების ვარსკვლავებთან კონტრაქტები გაახანგრძლივა