მსოფლიოს 2020 წლის 20-წლამდელთა ალაფის მასპინძლის ვინაობა ცნობილია

მსოფლიოს 2020 წლის 20-წლამდელთა ალაფის მასპინძლის ვინაობა ცნობილია

მსოფლიოს 2020 წლის 20-წლამდელთა ალაფას ესპანეთი უმასპინძლებს.

"მსოფლიო რაგბის" გადაწყვეტილებით, ზემოხსენებული ტურნირი 14-27 სექტემბერს, ვალენსიის ავტონომიური გაერთიანების, პატარა ზღვისპირა ქალაქ ვილახოიოსაში გაიმართება, რომელიც ალიკანტეს პროვინციაში შედის.

მსოფლიო 20-წლამდელთა ალაფა პირველად 2008 წელს ჩატარდა. ის მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის მეორე დივიზიონია და გამარჯვებული ელიტაში გადადის. გასულ წელს ტურნირი ბრაზილიაში გაიმართა, ფინალში იაპონიის ნაკრებმა პორტუგალია 35:34 დაამარცხა და წელს მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს, ხოლო ელიტიდან ალაფაზე შოტლანდიის ნაკრები დაქვეითდა და მას ესპანეთში ვიხილავთ. 

აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ესპანეთი "მსოფლიო რაგბის" მიერ ორგანიზებულ ტურნირს უმასპინძლებს.

საქართველომ 20-წლამდელთა ალაფას 2011 წელს თბილისში, ავჭალის და შევარდენის სტადიონებზე უმასპინძლა. მაშინ ჩვენი ნაკრები მესამე ადგილზე გავიდნენ და იქ ისეთმა მოთამაშეებმა ითამაშეს, როგორებიც არიან: ზურაბ ჟვანია, ლევან ჩილაჩავა, ბექა ბიწაძე, გიორგი თხილაიშვილი და კონსტანტინე მიქაუტაძე. ჩვენმა 20-წლამდელთა ნაკრებმა ტურნირის მოგება 2015 წელს მოახერხა და ელიტაში აღზევდა, სადაც 2020 წლის ივნისში ზედიზედ მეხუთედ იასპარეზებს. წელს ტურნირი იტალიაში გაიმართება.

კომენტარები

"მონპელიე" 2020/2021 - 39 პროფესიონალი, 27 ჟიფი და 2 ქართველი
ოფიციალურად: კონსტანტინე მიქაუტაძემ "მონპელიე" დატოვა
NRL: იკუვალუს ხუთი ლელო ერთ შეხვედრაში [VIDEO]
როდესაც პასი არასწორია [VIDEO]
დავით ბარბაქაძემ "ლოკომოტივი" დაალელოვა [VIDEO]
"7 ნოემბერს საფრანგეთი არ ითამაშებს" - საქართველოსთან ტესტი საეჭვოა?
ლოკომოტივი - ბულავა: 9 ქართველი ორივე გუნდის რიგებიდან [პირდაპირი ეთერი]
ჩესლინ კოლბი: "ყველა ჩემზე ორჯერ დიდი იყო"
ლექსო ყაულაშვილი: "კონკურენცია უფრო მეტ მოტივაციას მაძლევს, რომ განვვითარდე"
"ლესტერ ტაიგერსმა" ინგლისის ნაკრების ვარსკვლავებთან კონტრაქტები გაახანგრძლივა