მერაბ შარიქაძისთვის სეზონი დასრულდა

მერაბ შარიქაძისთვის სეზონი დასრულდა

საქართველოს ნაკრების კაპიტანი მერაბ შარიქაძე მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშებს.

26 წლის "ბორჯღალოსანს" მუხლის ჯვარედინი მყესები აქვს გაწყვეტილი და საოპერაციოა. მერაბს ოპერაცია ამ კვირაში უნდა ჩაუტარდეს და აღდგენითი პროცესი დაახლოებით 6 თვეს გასტანს, რაც იმას ნიშნავს, რომ "ბუკა" მიმდინარე სეზონში ვეღარც "ორიაკს" და ვეღარც საქართველოს ნაკრებს ვერ დაეხმარება.

შარიქაძემ ტრავმა 27 აგვისტოს, "საუზერნ კინგსთან" მატჩში მიიღო. მაშინ მას ქირურგიული ჩარევის გარეშე უმკურნალეს და ერთ თვეში, ურუგვაისთან თამაში შეძლო, შემდეგ კი ფიჯისთან და ავსტრალიასთან შეხვედრებშიც იასპარეზა. სამწუხაროდ, ნაკრების კაპიტანს ტრავმა გაუმიზეზდა და მისთვის სეზონი დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ მერაბს ანალოგიური ტრავმა დაახლოებით წელიწადნახევრისწინაც ჰქონდა: მაშინაც ჯვარედინ მყესებზე გაიკეთა ოპერაცია, ცხრა თვე გამოტოვა და 2018 წლის ნოემბრის ტესტებზე იტალიასთან მატჩში დაბრუნდა. შარიქაძეს საქართველოს ნაკრებში 66 კეპი აქვს მოხვეჭილი, 18-ჯერ უკაპიტნია და 12 ლელო აქვს გატანილი, ხოლო "ორიაკში" 2014 წლიდან თამაშობს და 77 მატჩში 9 ლელო აქვს გატანილი.

კომენტარები

"მონპელიე" 2020/2021 - 39 პროფესიონალი, 27 ჟიფი და 2 ქართველი
ოფიციალურად: კონსტანტინე მიქაუტაძემ "მონპელიე" დატოვა
NRL: იკუვალუს ხუთი ლელო ერთ შეხვედრაში [VIDEO]
როდესაც პასი არასწორია [VIDEO]
დავით ბარბაქაძემ "ლოკომოტივი" დაალელოვა [VIDEO]
"7 ნოემბერს საფრანგეთი არ ითამაშებს" - საქართველოსთან ტესტი საეჭვოა?
ლოკომოტივი - ბულავა: 9 ქართველი ორივე გუნდის რიგებიდან [პირდაპირი ეთერი]
ჩესლინ კოლბი: "ყველა ჩემზე ორჯერ დიდი იყო"
ლექსო ყაულაშვილი: "კონკურენცია უფრო მეტ მოტივაციას მაძლევს, რომ განვვითარდე"
"ლესტერ ტაიგერსმა" ინგლისის ნაკრების ვარსკვლავებთან კონტრაქტები გაახანგრძლივა