ინგლისური სარკაზმი: "გლოსტერის" გულშემატკივრებმა "სარასენსს" მაზოლზე ფეხი დააჭირეს

ინგლისური სარკაზმი: "გლოსტერის" გულშემატკივრებმა "სარასენსს" მაზოლზე ფეხი დააჭირეს

გასულ კვირას გაუწყეთ, რომ ევროპის და ინგლისის მოქმედ ჩემპიონს "სარასენსს", დამოუკიდებელმა სადისციპლინო კომიტეტმა სახელფასო ჭერის გადაჭერბებაში დასდო ბრალი, რის გამო პრემიერშიპში 35 ქულა დააკლო და ჯარიმის სახით, 5.3 მილიონი გირვანქა სტერლინგის გადახდა დააკისრა.

"სარასენსი" ამ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა და უმალ გაასაჩივრა. შესაბამისად, საქმის დასრულებამდე ლონდონელთა სასჯელი არ მოქმედებს.

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ სასჯელი არ ამოქმედებულა და თუ ლონდონელები საკუთარ უდანაშაულობას დაამტკიცებენ, არც ამოქმედდება, "გლოსტერის" გულშემატკივარმა დრო იხელთა და მეტოქეს, რომელსაც შაბათს უმასპინძლა, მაზოლზე ფეხი დააჭირა. 

გლოსტერელმა ქომაგებმა არც მეტი, არც ნაკლები, თავზე სპეციალურად დამზადებული ქუდისმაგვარი ნივთი დაიფარეს, რომელზეც გამოსახული - 26 გახლდათ, სწორედ იმდენი ქულა, რამდენიც "სარასენსს" "გლოსტერთან" მატჩის წინ უნდა ჰქონოდა, დაკლებული 35 ქულის პირობებში. გარდა ამისა, ისინი მთელი თამაში ფულს აფრიალებდნენ და მეტოქეს გადაჭარბებულ სახელფასო ჭერს და გადასახად ჯარიმას ახსენებდნენ. ასევე იყო დამზადებული ბანერი, რომელზეც ეწერა "გრცხვენოდეთ".

"სარასენსმა" კი მასპინძელი გუნდის გულშემატკივრებს სამაგიერო მოედანზე გადაუხადა და მეტოქე დამაჯერებლად 21:12 დაამარცხა. 

გლოსტერელი გულშემატკივრები "სარასენსთან" მატჩში

კომენტარები

"მონპელიე" 2020/2021 - 39 პროფესიონალი, 27 ჟიფი და 2 ქართველი
ოფიციალურად: კონსტანტინე მიქაუტაძემ "მონპელიე" დატოვა
NRL: იკუვალუს ხუთი ლელო ერთ შეხვედრაში [VIDEO]
როდესაც პასი არასწორია [VIDEO]
დავით ბარბაქაძემ "ლოკომოტივი" დაალელოვა [VIDEO]
"7 ნოემბერს საფრანგეთი არ ითამაშებს" - საქართველოსთან ტესტი საეჭვოა?
ლოკომოტივი - ბულავა: 9 ქართველი ორივე გუნდის რიგებიდან [პირდაპირი ეთერი]
ჩესლინ კოლბი: "ყველა ჩემზე ორჯერ დიდი იყო"
ლექსო ყაულაშვილი: "კონკურენცია უფრო მეტ მოტივაციას მაძლევს, რომ განვვითარდე"
"ლესტერ ტაიგერსმა" ინგლისის ნაკრების ვარსკვლავებთან კონტრაქტები გაახანგრძლივა