"თედო ძალიან კარგ ფორმაშია" - ფრანგული გამოცემა აბჟანდაძის "ბრივში" დებიუტს გამოეხმაურა

"თედო ძალიან კარგ ფორმაშია" - ფრანგული გამოცემა აბჟანდაძის "ბრივში" დებიუტს გამოეხმაურა

თედო აბჟანდაძეს გასულ კვირას "ბრივის"რიგებში დებიუტი ჰქონდა. მართალია, ჯერ ესპუარებში, თუმცა ეს ფაქტიც აღსანიშნავია, რადგან 20 წლის მგეზავმა ფრანგული კლუბის რიგებში პირველად 31 ოქტომბერს ივარჯიშა და გატარებული მცირე დროის მიუხედავად, მას უკვე ნდობა გამოუცხადეს და ათამაშეს.

"ბრივის" მეორე გუნდი "ბეზიეს" დაუპირისპირდა და მიმდინარე სეზონში პირველად დამარცხდა (14:22).

აღნიშნულ შეხვედრას გამოეხმაურა ფრანგული გამოცემა lamontagne.fr, რომელმაც "ბრივის" მარცხის მიუხედავად, თედო აბჟანდაძეს დებიუტი მოუწონა და მისი თამაშით კმაყოფილი დარჩა.

"თედო უკვე ძალიან კარგ ფორმაშია. მისმა თამაშმა საჯარიმო ლელო გამოიწვია, არაჩვეულებრივი შეტევები წამოიწყო და "ბრივის" მაისურით მინდორზე გატარებულ პირველივე წუთებში შეძლო თავის გამოჩენა" , - წერს ზემოხსენებული გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ "ბრივმა" ახალგაზრდა მორაგბე თებერვალში ქუთაისის "აიადან" გაიფორმა. თედომ განვლილ მსოფლიო თასზე ორ შეხვედრაში ითამაშა, იქამდე კი არგენტინაში გამართულ მსოფლიო 20-წლამდელთა პირველობაზე მიიღო მონაწილეობა და "უმცროს ბორჯღალოსნებს" უკაპიტნა.

კომენტარები

"მონპელიე" 2020/2021 - 39 პროფესიონალი, 27 ჟიფი და 2 ქართველი
ოფიციალურად: კონსტანტინე მიქაუტაძემ "მონპელიე" დატოვა
NRL: იკუვალუს ხუთი ლელო ერთ შეხვედრაში [VIDEO]
როდესაც პასი არასწორია [VIDEO]
დავით ბარბაქაძემ "ლოკომოტივი" დაალელოვა [VIDEO]
"7 ნოემბერს საფრანგეთი არ ითამაშებს" - საქართველოსთან ტესტი საეჭვოა?
ლოკომოტივი - ბულავა: 9 ქართველი ორივე გუნდის რიგებიდან [პირდაპირი ეთერი]
ჩესლინ კოლბი: "ყველა ჩემზე ორჯერ დიდი იყო"
ლექსო ყაულაშვილი: "კონკურენცია უფრო მეტ მოტივაციას მაძლევს, რომ განვვითარდე"
"ლესტერ ტაიგერსმა" ინგლისის ნაკრების ვარსკვლავებთან კონტრაქტები გაახანგრძლივა