ავსტრალია 2027 წლის მსოფლიო თასის მასპინძლობის ფავორიტია

ავსტრალია 2027 წლის მსოფლიო თასის მასპინძლობის ფავორიტია

უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით 2027 წლის მსოფლიო თასის მასპინძლობის ფავორიტი ავსტრალიაა.

სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირის პრეზიდენტ მარკ ალექსანდერის განცხადებით სამხრეთ აფრიკა 2027 წლის მსოფლიო თასის მასპინძლობისთვის ბრძოლას აპირებს. აფრიკელებმა ბოლოს მსოფლიო თასს 1995 წელს უმასპინძლეს, მათი მცდელობები 2011, 2015, 2019 და 2023 წლის მსოფლიო თასის მასპინძლობაზე წარუმატებლად დასრულდა. 

თუმცა, BBC-ს ინფორმაციით ავსტრალია, რომელმაც ჯერ 1987 წელს ახალ ზელანდიასთან ერთად, შემდეგ კი 2003 წელს მარტომ უმასპინძლა მსოფლიო თასს, 2027 წელს გასამართი ტურნირის მასპინძლობის მთავარი ფავორიტია. 

ამასთან ერთად 2031 წლის მსოფლიო თასის მასპინძლობის ფავორიტად აშშ განიხილება, აქვე შეგახსენებთ, რომ 2026 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი და 2028 წლის ოლიმპიადაც სწორედ ამერიკის კონტიტენტზე გაიმართება.

"კარგი იქნებოდა 2027 წლის მსოფლიო თასი, სადმე სამხრეთ ნახევარსფეროში გამართულიყო, ავსტრალია ძალიან მნიშვნელოვანი სარაგბო ქვეყანაა, რომელიც არაერთი ფინანსური გამოწვევის წინაშე დგას. ყველაფერს რასაც "მსოფლიო რაგბი" ავსტრალიური რაგბის განვითარებისთვის გააკეთებს, ჩვენ ყოველთვის მხარს დავუჭერთ" - განაცხადა BBC-სთან ინტერვიუში ინგლისის რაგბის კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა ბილ სვინიმ.

2027 წლის მსოფლიო თასის მასპინძლობის განაცხადების მიღება 2020 წლის ნოემბერში დაიწყება და მასპინძლის ვინაობა 2021 წლის ამავე პერიოდში გახდება ცნობილი.

კომენტარები

ისრაელ ფოლაუმ მუხლის მოდრეკაზე უარი განაცხადა
სუპერ რაგბი ავსტრალიის მეხუთე ტურის საუკეთესო ლელო [VIDEO]
სუპერ რაგბი აოტეაროას მერვე ტურის საუკეთესო ლელო [VIDEO]
საქართველო და შემოდგომის ტესტები: რატომ არ ფიქრობენ მეორე დონის ქვეყნები ტურნირის შექმნაზე?
ვანო კარკაძე მოედანს დიდი ხნით ჩამოშორდა
მსოფლიო რაგბიმ ფიჯისთან საქართველოს 20 წლამდე ნაკრების დრამატული გამარჯვება გაიხსენა [VIDEO]
ბლუზი კრუსეიდერსს მიუახლოვდა [VIDEO]
დავით კაჭარავა: "ფორმაში შესასვლელად თამაშები გვჭირდება"
ქართველმა მორაგბეებმა გასაჭირში მყოფ "ნანტს" უერთგულეს
არგენტინის ნაკრები 4 ერის დაწყებამდე სამ მატჩს გამართავს