მჭედლიძემ ახალ გუნდში მარცხით დაიწყო, ცუცქირიძე დაბრუნდა და მეორე ტაიმში ითამაშა

მჭედლიძემ ახალ გუნდში მარცხით დაიწყო, ცუცქირიძე დაბრუნდა და მეორე ტაიმში ითამაშა

პრო დ2-ის მეათე ტური "მონტობანის" და "ბიარიცის" დაპირისპირებით გაიხსნა და მასპინძლების გამარჯვებით 15:14 დასრულდა, რომლის რიგებშიც 62-ე წუთიდან ითამაშა მარჯვენა ბურჯმა მიხეილ კელენჯერიძემ.

თამაზ მჭედლიძის დებიუტი შედგა "რუანის" რიგებში და მან საწყისი 70 წუთი ითამაშა, მისი გუნდი კი შინ "ოიონასთან" 3:21 დამარცხდა.

"ვალანს რომანსი" საკუთარ მოედანზე "ორიაკს" დაუხვდა და 21:19 იმარჯვა. მასპინძელთა რიგებში მარჯვენა ბურჯმა მირიან ბურდულმა სრულად ითამაშა, ხოლო გიორგი შარაშიძემ მარცხენა ბურჯის პოზიციაზე 50-ე წუთიდან ითამაშა. ორიაკელთა შორის 57-ე წუთზე გამოჩნდა მესამეხაზელი გიორგი ცუცქირიძე, რომელმაც 27 აგვისტოს "საუზერნ კინგსთან" მოგებულ მატჩში ტრავმა მიიღო და მას შემდგომ პირველად ითამაშა. ამავე დროს შემოვიდა მარჯვენა ბურჯი გიორგი ქართველიშვილიც. "ორიაკმა" მცირე სხვაობით მარცხისთვის ქულა აიღო.

"ანგულემმა" შინ "მონ-დე-მარსანი" 21:6 დაამარცხა. მასპინძელთა სასტარტოში იყო და 24-ე წუთამდე ითამაშა ლუკა გოგინავამ, ხოლო შალვა სუთიაშვილმა სრულად იასპარეზა და 28-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.

"პერპინიანმა" საკუთარ მოედანზე "ვანი" დიდი ანგარიშით 47:17 დაამარცხა. სტუმართა რიგებში 49-ე წუთზე გამოჩნდა და 78-ე წუთამდე იასპარეზა მარცხენა ბურჯმა ნიკა ნეფარიძემ.

"გრენობლმა" თავის კედლებში "ბეზიეს" 25:18 მოუგო. მასპინძელთა რიგებში 37-ე წუთიდან ითამაშა დავით ქუბრიაშვილმა და 62-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. 

კომენტარები

სვანიძე: "6 ერში ბილეთებიდან მილიონ ევროს და მეტს შოულობენ, ჩვენ საუკეთესო შემთხვევაში - 150000 ლარს"
გოჩა სვანიძემ რუსეთთან და სამხრეთ აფრიკასთან გადადებულ მატჩებზე ისაუბრა
ტოპ 14: ყველა ქართული სატრანსფერო სიახლე და სხვა ამბები, რომლებიც 2 ივნისისთვისაა ცნობილი
ინგლისური კლუბი ვასილ ლობჟანიძეს რის ვების ერთ-ერთ შემცვლელად მოიაზრებს
დავით ზირაქაშვილის მასტერკლასი ინგლისის ნაკრების და ლომების ბურჯს [VIDEO]
"სუპერ რაგბი აოთიროა" ინოვაციური წესებით გაიმართება
ემილიანო ბოფელი ტოპ 14-ში?
სერიული მკვლელი რაგბი ლიგის მატჩზე
123 ქვეყანა, რომლებიც დღეის მდგომარეობით "მსოფლიო რაგბის" წევრები არიან
12 ქართველი მორაგბე, რომლებსაც ჩემპიონთა თასზე ყველაზე მეტი მატჩი აქვთ ჩატარებული