შევსებულმა "ლენსტერმა" "კონახტს" პირველივე ტაიმში გადაურბინა

შევსებულმა "ლენსტერმა" "კონახტს" პირველივე ტაიმში გადაურბინა

გინეს პრო 14-ის მეექვსე ტური პარასკევს, ორი მატჩით გაიხსნა.

მოქმედი ჩემპიონი "ლენსტერი" გასვლაზე "კონახტს" დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით სძლია. სტურებს ირლანდიის ნაკრების რამდენიმე მოთამაშეც დაუბრუნდა: კიან ჰილი, ენდრიუ პორტერი, ლუკ მაკგრასი, რის რადოკი და რობ ქერნი. ეს კი ლეო ქალენის შეგირდებს უმალ შეეტყოთ და შეხვედრის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყვიტეს.

"ლენსტერმა" პირველივე ტაიმში ხუთი გარდასახული ლელო დადო, რომელთაგან ორი სწორედ ენდრიუ პორტერის ანგარიშზეა. მასპინძლებმა ორი ჯარიმა გაიტანეს და ერთი ჯეკ ქარტის ანგარიშზეა, რომელიც ბანდი აკის მსგავსად, გუნდს დაუბრუნდა და პირველი შეხვედრა ჩაატარა. ტაიმი 6:35 დასრულდა. მეორე ნახევარში კი გუნდებმა თითო ლელო გაცვალეს და შეხვედრა 11:42 დასრულდა.

მეორე მატჩში "ედინბურგმა" "დრაგონსს" უმასპინძლა და 20:7 სძლია. ლელოები დუჰან ვან დერ მერვეს და ბლერ კინგჰორნის ანგარიშზეა. 

სატურნირო მდგომარეობა

 

კომენტარები

რიჩი მო'უნგას გენიალური თამაში "ბლუზის" წინააღმდეგ [VIDEO]
"კრუსეიდერი" დამუარცხებელ სერიას აგრძელებს [VIDEO]
ვორათაზი - ვესტერნ ფორსი [თამაშის ბმულები]
კრუსეიდერსი - ბლუზი [თამაშის ბმულები]
ყველა ქართული ლელო, რომლებიც რუსეთის ჩემპიონატის ოთხ ტურში დაიდო [VIDEO]
არგენტინის ნაკრების ყოფილი ბურჯი ამერიკის ჩემპიონატში ითამაშებს
ჯორჯი "სარასენსის" ერთგულია
ოფიციალურად: 2020 წელს დაგეგმილი კიდევ ორი სანაკრებო ტურნირი გაუქმდა
"კლერმონს" იაპონელი ვარსკვლავი შეუერთდა
"ექსეტერ ჩიფსმა" სანტიაგო კორდეროს უმცროსი ძმა გაიფორმა