"სეილ შარქსმა" "უოსპსი" დაამარცხა და მეორე ადგილზე გადაინაცვლა

"სეილ შარქსმა" "უოსპსი" დაამარცხა და მეორე ადგილზე გადაინაცვლა

გალაგერ პრემიერშიპის მეოთხე ტურის მატჩში "სეილ შარქსი" "ეიჯეი ბელ სთედიუმზე" "უოსპსს" დაუხვდა და 28:18 დაამარცხა.

"ბზიკების" რიგებში ამჯერად ზურაბ ჟვანიას არ უთამაშია, რომელმაც წინა სამი მატჩი ძირითად შემადგენლობაში ჩაატარა და ამჯერად, დასვენების საშუალება მიეცა.

"ზვიგენებმა" ერთი გარდასახული ლელო და შვიდი ჯარიმა გაიტანეს: რობერტ დუ პრეს ანგარიშზეა 22 ქულა - ერთი ლელო, ერთი გარდასახვა და ხუთი ჯარიმა, ხოლო მატჩის მიწურულს ორი ჯარიმა ეიჯეი მაკგინთიმ შეასრულა ზუსტად. სტუმრებმა ორივე ტაიმში თითო ლელო დადეს, რომელთაც ერთი ლიმა სოპოაგამ გარდასახა და ერთი ჯარიმაც გაიტანა, ხოლო ლელოები სიონე ვაილანუს და ზაკ კიბირიჯის ანგარიშზეა. 

ტაიმი მასპინძელთა გამარჯვებით 13:10 დასრულდა. 70-ე წუთამდე ანგარიში 22:18 იყო, 74-ე წუთზე მაკგინთიმ ჯარიმა გაიტანა და "სეილ შარქსი" ერთი გარდასახული ლელოთი გავიდა წინ, თუმცა "უოსპსს" ბონუს ქულა მაინც ერგებოდა. 77-ე წუთზე "შარქსს" რუსი მარცხენა ბურჯი ვალერი მოროზოვი დავარდნილ მეტოქეს მხარი ჩაარტყა, რისთვის ყვითელი ბარათით დაისაჯა. 

"უოსპსმა" ეს უპირატესობა ვერ გამოიყენა, ჯერ შეტევაში დაჯარიმდა, შემდეგ კი ფრთამ პაოლო ოდოგვუმ საკუთარ ნახევარზე, ჰაერში თამაშისას მეტოქეს სახეში ფეხი ჩაარტყა, რისთვისაც წითელი ბარათით დაისაჯა, მაკგინთიმ კი ხელსაყრელი პოზიციიდან გაიტანა და "ბზიკებს" ბონუსი დააკარგვინა.

"შარქსმა" 11 ქულით დროებით მეორე ადგილზე გადაინაცვლა, ხოლო "უოსპსი" 5 ქულით მე-9 პოზიციაზე იმყოფება. 

კომენტარები

"მსოფლიო რაგბიმ" საქართველოს არასრული რუკა გამოსახა
ქართველების "სტად ფრანსე" აქტიურობას განაგრძობს
ბერნარდ ლაპორტი პრეზიდენტობას ისევ აპირებს
პატივისცემა და ემოციები რაგბიში 2020 [VIDEO]
მიხეილ გაჩეჩილაძე რუსეთის ჩემპიონატის ტურის საუკეთესო მორაგბეა [+VIDEO]
იურგენ კლოპი: "ლივერპულმა" "ოლ ბლექსს" უნდა მიბაძოს"
"ბრივის" სამი ქართველი ესპუარი მომდევნო სეზონისთვის ძირითად გუნდთან ერთად ემზადება
"ლესტერ ტაიგერსმა" ტელუსა ვეაინუს შემცვლელს მიაგნო
გასული კვირის ტოპ 10 სიახლე
გრეიგ ლეიდლოუმ იაპონიას მიაშურა