განვლილი ერთი კვირის სატრანსფერო სიახლეები

განვლილი ერთი კვირის სატრანსფერო სიახლეები

გაგაცნობთ, გასული ერთი კვირის სატრანსფერო სიახლეებს. 

საფრანგეთი

"ბიარიცმა" ინგლისელი შუამარბი კალუმ უილსონი "ბაიონიდან" სამედიცინო ჯოკრის სტატუსით დაიმატა;

საფრანგეთის ნაკრების მეორეხაზელმა პოლ გაბრილაჟმა "სტად ფრანსესთან" კონტრაქტი 2023 წლამდე გაახანგრძლივა;

ახალზელანდიელმა მეორეხაზელმა რორი გრაისმა "ოიონასთან" ხელშეკრულება 2022 წლამდე გააგრძელა;

"ტულონმა" სამ მოთამაშეს ახალი კონტრაქტები გაუფორმა: მესამეხაზელ შარლ ოლივონს 2025 წლამდე, კვაჭ ენტონი ეტრილარს 2024 წლამდე, ხოლო გარემარბ დანიელ იკპეფანს 2023 წლამდე;

გამოცდილმა ტონგელმა მეორეხაზელმა სიტალეკი ტიმანიმ "კლერმონთან" კონტრაქტი 2022 წლამდე გაახანგრძლივა;

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მომავალი სეზონიდან "მონპელიეს" ღირსებას დაიცავს სამხრეთ აფრიკის ნაკრების ცხრა ნომერი კობუს რეინახი;

პრო 14

"კონახტმა" ოთხ მოთამაშე კონტაქტები ორი წლით გაუხანგრძლივა: კაპიტანს, მესამეხაზელს ჯარედ ბატლერს, ფულბექ ტიერნან ო'ჰალორანს, შუამარბ ტომ ფარელს და მეორე/მესამეხაზელს შონ 'ობრაიანს;

ირლანდიური პრესის ცნობით, მომავალი სეზონიდან "მანსტერის" ღირსებას დაიცავენ სამხრეთ აფრიკის ნაკრების მეორეხაზელი არხი სნეიმანი და შუამარბი დამიან დე ალენდე;

სუპერ რაგბი

"ბრამბიზმა" მესამეხაზელ პიტ სამუს ხელშეკრულება 2022 წლამდე გაუხანგრძლივა;

"ვორათასის" უკანახაზელი კამერონ კლარკი 2020 წლის სუპერ რაგბისაც ავსტრალიურ ფრენჩაიზში ითამაშებს;

ამერიკა და კანადა

სონი ბილ უილიამსმა კანადის რაგბის ლიგის გუნდთან "ტორონტო ვოლფპაკთან" ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რა პერიოდშიც 9.7 მილიონ დოლარს მიიღებს და ამით, გახდა ყველა სახეობის რაგბის, ყველა დროის მაღალანაზღაურებადი მორაგბე;

"იუტა უორიორსმა" ახალზელანდიური "მანუკაუდან" ბურჯი კალოლო ტუილომა დაიმატა;

"იუტა უორიორსმა" "საუზერნ კინგსის" მორკინალი ჯური ვან ვუურენი გაიფორმა.

სამხრეთ აფრიკელი კვაჭი კულენ კოლოპი, რომელიც "შარქსში" თამაშობდა და ორჯერ სუპერ რაგბიშიც გამოჩენილა, "ნიუ ორლეანს გოლდში" იასპარეზებს. 

კომენტარები

რაგბის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დრამატული 3 წუთი [VIDEO]
ინგლისის პრემიერშიპის გუნდს რიჩარდ კოკერილი სურს
სამხრეთ აფრიკაში რაგბი განახლებას უახლოვდება
იაპონია მორიგ სუპერ ტესტ-მატჩს უახლოვდება
"ბიარიცმა" კიდევ ერთი ქართველი ბურჯი დაიმატა
ჟაკის ბურგერი - ერთ-ერთი ყველაზე დაუნდობელი მბოჭავი რაგბიში [VIDEO]
ინგლისის პრემიერშიპი ახალ წესებზე უარს ამბობს
ულამაზესი ინდივიდუალური ლელოები [VIDEO]
"შერკინებები ძველებურად იქნება" - ახალი ზელანდიის უარი "მსოფლიო რაგბის" ახალ წესებს
ტოპ 10 მსაჯი, რომელთაც ყველაზე მეტ მატჩში უმსაჯიათ