მსოფლიო ლიგის ახალი პროექტი - საქართველო თამაშგარეში?

მსოფლიო ლიგის ახალი პროექტი - საქართველო თამაშგარეში?

ბრიტანული გამოცემების მიხედვით, ელიტარული სარაგბო ერები მსოფლიო ლიგის ჩატარებას კვლავ განიხილავენ, რომელსაც რაგბი ჩემპიონშიპის და 6 ერის გუნდებთან ერთად, შესაძლოა, ფიჯი და იაპონიაც შეუერთდნენ.

მსოფლიო ლიგის ახალ ფორმატზე დისკუსია მას შემდეგ დაიწყო, რაც "მსოფლიო რაგბის" მიერ წარმოდგენილი მსოფლიო ლიგის პროექტი, რომელიც  პირველ და მეორე დონის გუნდებს შორის აღზევება-დაქვეითების პრინციპს ითვალისწინებდა ჩავარდა. ამის წინააღმდეგნი 6 ერის ქვეყნები, ყველაზე მეტად კი შოტლანდია და იტალია იყვნენ. 

 Daily Mail-ის ინფორმაციით მსოფლიო თასის მიმდინარეობისას ტოპ 10 გუნდის წარმომადგენლებმა ახალი ლიგის დაარსებასთან დაკავშირებით შეხვედრები გამართეს, რომლის ფინალური სერიები ყოველ ორ ან ოთხ წელიწადში ერთხელ უნდა გაიმართოს.

ახალი მოტივაცია მომდინარეობს სურვილიდან, რომ განავითარონ იაპონიის მიერ წარმატებულად ჩატარებული მსოფლიო თასის შედეგები, რომელმაც რეკორდული რაოდენობის მაყურებელი მოიზიდა. აღნიშნული ტურნირის ჩატარების შემთხვევაში სამხრეთ და ჩრდილოეთ ნახევარსფეროს გუნდებს შესაძლებლობა ექნებათ უფრო მეტი სიხშირით ეთამაშონ ერთმანეთს.

ბრიტანული გამოცემების მიხედვით, ტურნირი ნაკლებად იქნება მოთამაშეების მიმართ მომთხოვნი და მათი განრიგი იმაზე ნაკლებად დატვირთული იქნება, ვიდრე "მსოფლიო რაგბის" მიერ შემოთავაზებულ ვარიანტში იყო. გარდა ამისა, აღნიშნული ტურნირი არ მოითხოვს ყველა ქვეყნის ერთმანეთთან თამაშს ყოველ მეორე სეზონზე, რაც შესაძლოა მთავარი გასაღები იყოს ახალი ჩემპიონატის ჩამოყალიბებისთვის. ჩემპიონს კი ფლეი ოფი გამოავლენს.

ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ახალი ლიგა დახურული იქნება და მასში 6 ერის და რაგბი ჩემპიონშიპის გუნდებთან ერთად მხოლოდ ფიჯის და იაპონიის ნაკრების მიღებას განიხილავენ.

კომენტარები

რაგბის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დრამატული 3 წუთი [VIDEO]
ინგლისის პრემიერშიპის გუნდს რიჩარდ კოკერილი სურს
სამხრეთ აფრიკაში რაგბი განახლებას უახლოვდება
იაპონია მორიგ სუპერ ტესტ-მატჩს უახლოვდება
"ბიარიცმა" კიდევ ერთი ქართველი ბურჯი დაიმატა
ჟაკის ბურგერი - ერთ-ერთი ყველაზე დაუნდობელი მბოჭავი რაგბიში [VIDEO]
ინგლისის პრემიერშიპი ახალ წესებზე უარს ამბობს
ულამაზესი ინდივიდუალური ლელოები [VIDEO]
"შერკინებები ძველებურად იქნება" - ახალი ზელანდიის უარი "მსოფლიო რაგბის" ახალ წესებს
ტოპ 10 მსაჯი, რომელთაც ყველაზე მეტ მატჩში უმსაჯიათ