ანდრე პოლარდი სამხრეთ აფრიკის საჩემპიონო ტურს საავადმყოფოდან უყურებს

ანდრე პოლარდი სამხრეთ აფრიკის საჩემპიონო ტურს საავადმყოფოდან უყურებს

მაშინ, როდესაც სამხრეთ აფრიკის ნაკრები მსოფლიო თასის მოგებით ხარობს და მთელი ქვეყნის მასშტაბით, ვებ ელისის თასთან ერთად, ამ დროს წარმატების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი ანდრე პოლარდი საავადმყოფოში წევს და "სპრინგბოკსის" საჩემპიონო ტურს იქიდან ადევნებს თვალს.

პოლარდი, რომელმაც ინგლისთან მოგებულ (32:12) ფინალში 22 ქულის გატანა მოახერხა და 2019 წლის მსოფლიო თასის საუკეთესო მექულე გახდა (69ქულა), საავადმყოფოში თვალის ბუდის დაზიანების გამო იმყოფება, რომელიც მან სწორედ ფინალურ მატჩში მიიღო და ექვსი კვირის გამოტოვება მოუწევს.

"ჩემთვის ეს არ არის ისეთი საჩემპიონო ტური, როგორიც წარმომედგინა. ძალიან მსურდა, რომ საჩემპიონო ტურში ყოფნა, მთელი ქვეყნის მასშტაბით მოგზაურობა ვებ ელისის თასთან ერთად.

საზოგადოებისგან ასეთი დახვედრა, დაუჯერებელი, ფანტასტიკური იყო. ჩემს ყველაზე ფართო ოცნებაშიც კი ვერ წარმოვიდგენდი, რომ ამდენი სამხრეთ აფრიკელი სამუშაო დღეს გუნდის დასახვედრად გამოჩნდებოდა", - განაცხადა პოლარდმა.

გეტყვით, რომ პოლარდი კარიერას ფრანგულ "მონპელიეში" განაგრძობს. 

კომენტარები

რაგბის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დრამატული 3 წუთი [VIDEO]
ინგლისის პრემიერშიპის გუნდს რიჩარდ კოკერილი სურს
სამხრეთ აფრიკაში რაგბი განახლებას უახლოვდება
იაპონია მორიგ სუპერ ტესტ-მატჩს უახლოვდება
"ბიარიცმა" კიდევ ერთი ქართველი ბურჯი დაიმატა
ჟაკის ბურგერი - ერთ-ერთი ყველაზე დაუნდობელი მბოჭავი რაგბიში [VIDEO]
ინგლისის პრემიერშიპი ახალ წესებზე უარს ამბობს
ულამაზესი ინდივიდუალური ლელოები [VIDEO]
"შერკინებები ძველებურად იქნება" - ახალი ზელანდიის უარი "მსოფლიო რაგბის" ახალ წესებს
ტოპ 10 მსაჯი, რომელთაც ყველაზე მეტ მატჩში უმსაჯიათ