"მსოფლიო რაგბიმ" შოტლანდია დააჯარიმა და ბოდიშის მოხდა დააკისრა

"მსოფლიო რაგბიმ" შოტლანდია დააჯარიმა და ბოდიშის მოხდა დააკისრა

"მსოფლიო რაგბიმ" შოტლანდიის რაგბის კავშირი 70000 გირვანქა სტერლინგით დააჯარიმა და ბოდიშის მოხდა დააკისრა.

მიზეზი, ის კრიტიკა და იურიდიული მუქარაა, რომელიც შოტლანდიის რაგბის კავშირის აღმასრულებელი დირექტორის, მარკ დოდსონის მხრიდან გამოითქვა, როდესაც ტაიფუნ ჰაგიბისის გამო, შესაძლებელი იყო, რომ იაპონიის და შოტლანდიის მატჩი გაუქმებულიყო.

ზემოხსენებული შეხვედრა A ჯგუფის გადამწყვეტი მატჩი იყო და ამ გუნდებს შორის პლეი-ოფის მონაწილე უნდა გამოვლენინიყო, შეხვედრის ჩაშლის შემთხვაში კი, შოტლანდია ჯგუფში რჩებოდა, რის გამოც, მარკ დოდსონმა განაცხადა, რომ ისინი იურიდიულად იმოქმედებდნენ, თუ მატჩი გაუქმდებოდა.

კომიტეტი, რომელიც შოტლანდიის რაგბის კავშირის მაღალჩინოსნის საქციელს შეისწავლიდა, ინგლისელი კრისტოფერ ქუინლანი, ავსტრალიელი ადამ კასელდენი და ახალზელანდიელი ნაიჯელ ჰემპტონი ხელმძღვანელობდნენ. მათ დაადგინეს, რომ დოდსონის მიერ პრესაში გაკეთებული კომენტარები არაკეთილსინდისიერი ქმედება იყო და ამის გამო, შოტლანდიის რაგბის კავშირს ზემოხსენებული სასჯელი დააკისრეს.

"მსოფლიო რაგბის" თქმით, დოდსონის კომენტარი შეუსაბამო და არასათანადო იყო იმ დროს, როდესაც იაპონია ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე დამანგრეველი ტაიფუნისთვის ემზადებოდა და ამ დროს, მთავარი ადამიანების უსაფრთხოება იყო. მათი გადაწყვეტილებით, ჯარიმა სწორედ იმ ფონდში გადაირიცხება, რომელიც ტაიფუნ ჰაგიბისის მიერ დაზარებულ რაიონების აღდგენას ემსახურება.

შეგახსენებთ, რომ შოტლანდია იაპონიასთან 21:28 დამარცხდა და ჯგუფში ჩარჩა. 

კომენტარები

რაგბის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დრამატული 3 წუთი [VIDEO]
ინგლისის პრემიერშიპის გუნდს რიჩარდ კოკერილი სურს
სამხრეთ აფრიკაში რაგბი განახლებას უახლოვდება
იაპონია მორიგ სუპერ ტესტ-მატჩს უახლოვდება
"ბიარიცმა" კიდევ ერთი ქართველი ბურჯი დაიმატა
ჟაკის ბურგერი - ერთ-ერთი ყველაზე დაუნდობელი მბოჭავი რაგბიში [VIDEO]
ინგლისის პრემიერშიპი ახალ წესებზე უარს ამბობს
ულამაზესი ინდივიდუალური ლელოები [VIDEO]
"შერკინებები ძველებურად იქნება" - ახალი ზელანდიის უარი "მსოფლიო რაგბის" ახალ წესებს
ტოპ 10 მსაჯი, რომელთაც ყველაზე მეტ მატჩში უმსაჯიათ