2020 წლის ზაფხულში იაპონია ინგლისთან 2 ტესტ მატჩს გამართავს

2020 წლის ზაფხულში იაპონია ინგლისთან 2 ტესტ მატჩს გამართავს

2019 წლის მსოფლიო თასის ფინალისტი ინგლისის ნაკრები 2020 წლის ივლისში იაპონიაში დაბრუნდება და "საკურებთან" 2 ტესტ მატჩს გამართავს.

იაპონიის რაგბის კავშირმა დაადასტურა, რომ ედი ჯოუნსის გუნდი მომავალი წლის ივლისში იაპონიას კვლავ ესტუმრება. პირველი მატჩი ოიტაში გაიმართება, სადაც მსოფლიო თასზე ინგლისმა ავსტრალია დაამარცხა, ხოლო მეორე შეხვედრას კი კობე უმასპინძლებს, ამ ქალაქში ინგლისელებმა ამერიკის შეერთებული შტატები დაამარცხეს. 

ედი ჯოუნსი: "იაპონიამ მსოფლიო თასს ბრწყინვალედ უმასპინძლა და გვიხარია, რომ ამ ყველაფრის ნაწილი ვიყავით. ინგლისის ნაკრებისთვის დიდი პატივი იყო ამ ქვეყანაში სტუმრობა და  აღფრთოვანებულნი ვართ იაპონიაში დაბრუნებით მომავალი წლის ივლისში.

მსოფლიო თასზე იაპონიის ნაკრებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, თუ რა კარგი გუნდია და ვიცი, რომ ივლისში კარგ ტესტ მატჩს შემოგვთავაზებენ".

ინგლისის ნაკრები იაპონიას ბოლოს 2018 წლის ნოემბერში "თვიქნემზე" ეთამაშა 35:15 გაიმარჯვა. აღნიშნული გუნდები ერთმანეთს ისტორიაში სულ ორჯერ შეხვედრია და ორივე მატჩი ინგლისის გამარჯვებით დასრულდა.

ივლისის ტესტ სერია 2020   იაპონია - ინგლისი

• 4 ივლისი: ოიტა
• 11 ივლისი: კობე

კომენტარები

რაგბის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დრამატული 3 წუთი [VIDEO]
ინგლისის პრემიერშიპის გუნდს რიჩარდ კოკერილი სურს
სამხრეთ აფრიკაში რაგბი განახლებას უახლოვდება
იაპონია მორიგ სუპერ ტესტ-მატჩს უახლოვდება
"ბიარიცმა" კიდევ ერთი ქართველი ბურჯი დაიმატა
ჟაკის ბურგერი - ერთ-ერთი ყველაზე დაუნდობელი მბოჭავი რაგბიში [VIDEO]
ინგლისის პრემიერშიპი ახალ წესებზე უარს ამბობს
ულამაზესი ინდივიდუალური ლელოები [VIDEO]
"შერკინებები ძველებურად იქნება" - ახალი ზელანდიის უარი "მსოფლიო რაგბის" ახალ წესებს
ტოპ 10 მსაჯი, რომელთაც ყველაზე მეტ მატჩში უმსაჯიათ