მჭედლიძის დებიუტი, ცუცქირიძის დაბრუნება და სხვა ამბები ფრანგული ელიტიდან

მჭედლიძის დებიუტი, ცუცქირიძის დაბრუნება და სხვა ამბები ფრანგული ელიტიდან

დღეს საფრანგეთის მეორე ელიტური დივიზიონის მეათე ტურის გახსნითი შეხვედრა გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს "მონტობანი" და "ბიარიცი" დაუპირისპირდებიან. მასპინძელთა განაცხადშია მარჯვენა ბურჯი მიხეილ კელენჯერიძე, ხოლო ბასკური კლუბის რიგებში ქართველები ამ მატჩის განაცხადში არ არიან.

პარასკევს კი ექვსი შეხვედრა გაიმართება. "ვალანს რომანსი" საკუთარ კედლებში "ორიაკს" დაუხვდება. მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაშია მარჯვენა ბურჯი მირიან ბურდული, ხოლო სტუმართა მარქაფაში არიან მარჯვენა ბურჯი გიორგი ქართველიშვილი და რაც მთავარია, მესამეხაზელი გიორგი ცუცქირიძე, რომელიც საქართველო - "საუზერნ კინგსის" მატჩში 27 აგვისტოს დაშავდა და ამის გამო, მსოფლიო თასი გამოტოვა. ის ტრავმის შემდეგ პირველა ითამაშებს. 

"ანგულემი" "სტად შანზიზე" "მონ-დე-მარსანს" დაუხვდება და მასპინძელთა რიგებში ძირითადში იქნებიან, მარჯვენა ბურჯი ლუკა გოგინავა და "ბორჯღალოსანი" შალვა სუთიაშვილი, რომელიც მეორე ხაზში ითამაშებს.

პრო დ2-ში აღზევებული "რუანი" "ოიონას" დაუხვდება და ნორმანდიელთა რიგებში დებიუტი ექნება საქართველოს ნაკრების შუამარბ თამაზ მჭედლიძეს, რომელიც "რუანს" გასულ სატრანსფერო პერიოდში ტოპ 14-ის "აჟენიდან" შეუერთდა, თუმცა მსოფლიო თასის გამო ახალ გუნდში ჯერ არ უთამაშია. 

"პერპინიანი"  შინ "ვანს" მიიღებს და სტუმართა თადარიგშია მარცხენა ბურჯი ნიკა ნეფარიძე. 

"გრენობლი" საკუთარ მოედანზე "ბეზიეს" ეთამაშება. მასპინძელთა მარქაფაშია გამოცდილი მარჯვენა ბურჯი დავით ქუბრიაშვილი. 

ტურის დასკვნითი შეხვედრა 10 ნოემბერს შედგება, რომელშიც "კოლომიე" "კარკასონს" უმასპინძლებს და ამ მატჩის შემადგენლობები, დაწყებამდე 24 საათით ადრე გახდება ცნობილი. "კოლომიეს" ღირსებას ბექა შეყლაშვილი იცავს.

 

კომენტარები

რიჩი მო'უნგას გენიალური თამაში "ბლუზის" წინააღმდეგ [VIDEO]
"კრუსეიდერი" დამუარცხებელ სერიას აგრძელებს [VIDEO]
ვორათაზი - ვესტერნ ფორსი [თამაშის ბმულები]
კრუსეიდერსი - ბლუზი [თამაშის ბმულები]
ყველა ქართული ლელო, რომლებიც რუსეთის ჩემპიონატის ოთხ ტურში დაიდო [VIDEO]
არგენტინის ნაკრების ყოფილი ბურჯი ამერიკის ჩემპიონატში ითამაშებს
ჯორჯი "სარასენსის" ერთგულია
ოფიციალურად: 2020 წელს დაგეგმილი კიდევ ორი სანაკრებო ტურნირი გაუქმდა
"კლერმონს" იაპონელი ვარსკვლავი შეუერთდა
"ექსეტერ ჩიფსმა" სანტიაგო კორდეროს უმცროსი ძმა გაიფორმა